ტაოსკარი

ტაოსკარი — ციხე-ქალაქი და ადმინისტრაციული ერთეული ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, ტაოს მხარეში, ამჟამად მდებარეობს თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე (ქ.

ოლური). ტაოსკარი მოიცავს ფართო დაბლობს მდინარე ტაოსკარსა და სალუჩურის შესართავს შორის. ეს ქვაბული ყოველი მხრით შემოზღუდულია მაღალი კლდოვანი მთებით და მათ გარდა კიდევ სხვა ხუთი პატარა ხევით. აქვე მდებარეობდა ტაოსკარის ეკლესია, რომელიც XVI საუკუნის დოკუმენტის, სამცხე-საათაბაგოს მღვდელმთავართა ნუსხის, ცნობით, ბანის საეპისკოპოსოს სამწყოში შედიოდა.

ტაოსკარი
ისტორიული მესხეთის მხარეები VIII-X საუკუნეებში.
ვიკიციტატა
„ႨႡ. ბანელის სამწყსო სულ ბანი, ტაოსკარი, ფანასკერტი, პარეზის-ჴეობა (ჰარეზის), სულა ოლთისი და ნამურაკანი.“
(ანდერძი წმინდისა მეფისა დავით აღმაშენებლისა)

ექვთიმე თაყაიშვილი, ტაოსკარს აღწერს შემდეგნაირად:

მოსახლეობას შეადგენდა უმთავრესად გამაჰმადიანებული ქართველები, 100 კომლამდის. ადგილობრივი ბეგი ხიმშიაშვილი იყო, დარვიშ-ბეგი. ხიმშიაშვილების მიერ არის აშენებული ტაოსკარის ჯამე 1072 წელს გიჯრისა. ქვის ოთხკუთხედი შენობაა ოლთისის ჯამეს გეგმისა, მაგრამ არა ისე ლამაზი და შემკობილი. ხოლო მისი ხის მიმბეთი და კათედრაც ლამაზად მოხარატებულია. მის ახლოს ძველი აბანოს შენობა არის, ახლა დაქცეული. ზემო ნაწილში დაბისა, ლამაზ ბაღნარში, დაცულია ორი ძველი ქართული ეკლესიის ნანგრევი. უმთავრესი მათ შორის ეკუთვნის მრგვალი რიგის ეკლესიის ტიპს.

სქოლიო

Tags:

ბანის საეპისკოპოსოთურქეთისაქართველოტაო

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

მიუზიკლიალაზანიშუა საუკუნეებიალექსანდრე ყაზბეგიმიტოზიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2020პროგრესული როკიგორივულკანიჯაზილურჯი ვეშაპითურქეთის ისტორიალამპრობაქრისტეფორე კოლუმბიჩინეთირომის იმპერიაკალანდათბილისის ისტორიასინონიმებიკაპიტალიზმისაქართველო XVIII საუკუნეშისიონის ტაძარიგიორგი IV ლაშაბრუნებაავსტრალიახახულიმთვარის დაბნელებარუის-ურბნისის საეკლესიო კრებათევდორე კველთელიგიორგი ქვილითაიასაქართველოს სსრ წითელი წიგნიატლანტის ოკეანეოსმალეთის იმპერიის ისტორიაკვიპროსიანტანტაბაში-აჩუკი (ფილმი)უფლისციხეეგრისის დიდი ომიტაო-კლარჯეთიდინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)სამკურნალო მცენარეებიარსებითი სახელიზვიად გამსახურდიასლოვაკეთიფსორიაზიჯადოსნური ფლეიტაბოშებიგველის-მჭამელისამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაფოლკლორიბერიკაობააპრილიქვევრი (ფილმი)წყარო (გეოგრაფია)ლონდონინიკა კვეკვესკირისაქართველო IV საუკუნეშიშარკა ბლუიან ბაპტისტ ვან ჰელმონტიბუნებრივი გადარჩევაგელზენკირხენისაქართველოს სახელმწიფო გერბიუდაბნორუმინეთიწმინდა სამების საკათედრო ტაძარიკირჩხიბი (ასტროლოგია)სკორპიონსიქუნთრუშადუბაინარკომანია1927საქართველოს მთათაშორისო ბარირაჭააღმოსავლეთი კავკასიონისაჭმლის მომნელებელი სისტემამორალილესოთოდედამიწის დღე🡆 More