სამხრეთ ჩინური ვეფხვი

სამხრეთ ჩინური ვეფხვი-პანფილი ვეფხვის ქვესახეობის პოპულაციაა.

ეს ჯიში სამხრეთ ჩინეთიდან გავრცელდა. მოსახლეობა ძირითადად ბინადრობდა ფუჯიანის, გუანდონგის, ჰუნანის და ძიანგსის პროვინციებში. ვეფხვის ეს სახეობა ჩინეთის კრიტიკულად საფრთხის ქვეშ მყოფი ცხოველების წითელ ნუსხაშია შეტანილი და შესაძლოა გადაშენებული იყოს ველურ ბუნებაში, რადგან 1980-იანი წლების ბოლოდან არცერთი ველური ინდივიდი არ დაფიქსირებულა. 1990-იანი წლების ბოლოს, სახეობის გამრავლება ნაკლებად სავარაუდო იყო მტაცებლის დაბალი რაოდენობის, საცხოვრებელი არეალის დეგრადაციის, ფრაგმენტაციის და ადამიანის სხვა ზეწოლის გამო. ბეწვის ვაჭრობაში მას ეძახდნენ ამოის ვეფხვს.

კლასიფიკაცია

მაქს ჰილცჰეიმერმა ვეფხვის სამეცნიერო სახელი შემოგვთავაზა 1905 წელს. მან აღწერა ხუთი ვეფხვის თავის ქალა, რომლებიც აღმოაჩნეს ჰანკოუში სამხრეთ ჩინეთში. ფორმით ოდნავ განსხვავდებოდა ბენგალის ვეფხვის თავის ქალებისგან. სამხრეთ ჩინური ვეფხვის თავის ქალას ანალიზმა აჩვენა, რომ ისინი ფორმის მიხედვით განსხვავდებიან სხვა რეგიონების ვეფხვის თავის ქალებისგან. ამ ფენომენის გამო სამხრეთ ჩინური ვეფხვი ითვლება "ღეროვანი" ვეფხვის რელიქტურ პოპულაციად. ფილოგეოგრაფიული კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ სამხრეთ ჩინეთი ან ჩრდილოეთ ინდოჩინეთი, სავარაუდოდ, პლეისტოცენის ვეფხვის წარმოშობის ცენტრი იყო.

მახასიათებლები

1905 წელს ჰილცჰეიმერმა პირველად აღწერა სამხრეთ ჩინური ვეფხვი. ის ვარაუდობდა, რომ სიმაღლით ბენგალის ვეფხვის მსგავსი იყო, მაგრამ განსხვავებული თავის ქალასა და ბეწვის მახასიათებლებით. აღმოჩენების მიხედვით მისი ეშვები და ძირითადი კბილები უფრო მოკლეა, ვიდრე ბენგალის ვეფხვის ნიმუშებში; ეშვების რეგიონი უფრო მოკლეა, ორბიტები ერთმანეთთან უფრო ახლოს არის, პოსტორბიტალური პროცესები უფრო დიდია. მათი ბეწვი უფრო ღია და მოყვითალოა, ხოლო თათები, სახე და მუცელი უფრო თეთრი ჩანს; ზოლები უფრო ვიწროა, უფრო მრავალრიცხოვანი და უფრო მკაფიო. სამხრეთ ჩინური ვეფხვი არის ყველაზე პატარა ვეფხვი აზიის კონტინენტზე, მაგრამ უფრო დიდი ვიდრე სუმატრის ვეფხვი. კუდის სიგრძე ჩვეულებრივ არ აღემატება თავისა და სხეულის სიგრძის ნახევარს. თმის სიგრძე გეოგრაფიულად განსხვავდება.

დაახლოებით 1910 წელს უჩვეულო ლურჯი ფერის, "მალტის" ვეფხვის გამოჩენა ფუჯიანის პროვინციაში, ფუჟოუს გარეთ. აღმოჩენა გადმოცემულია ჰარი კალდველისა და როი ჩეპმენ ენდრიუსის მიერ.

გავრცელების არეალი

საზოგადოებისგან უარყოფილი

1950-იანი წლების დასაწყისში სამხრეთ ჩინური ვეფხვის პოპულაცია ველურ ბუნებაში 4000-ზე მეტ ინდივიდს ითვლიდა, როდესაც ის გახდა ფართომასშტაბიანი „მავნებლებთან ბრძოლის“ კამპანიების სამიზნე. უკონტროლო ნადირობის შედეგებს დაემატა ტყეების ფართო გაჩეხვა. დაიწყო მტაცებლის შემცირება, ურბანული მოსახლეობის ფართომასშტაბიანი გადაადგილება სოფლად, რამაც გამოიწვია ვეფხვის პოპულაციების ფრაგმენტაცია.

1982 წლისთვის, დაახლოებით 150–200 სამხრეთ ჩინური ვეფხვი დარჩა ველურ ბუნებაში. 1987 წლისთვის სამხრეთ ჩინური ვეფხვის დარჩენილი პოპულაცია ველურ ბუნებაში 30-40 ინდივიდს შეადგენდა, ამიტომ შეიქმნა სახეობის გადაშენების საფრთხე. 1990 წელს ჩატარებული კვლევის დროს სამხრეთ ჩინური ვეფხვის ნიშნები აღმოაჩინეს 11 ნაკრძალში. მტკიცებულებები შემოიფარგლებოდა ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ნანახი ცხოველის კვალის, ნაკაწრების მიხედვით.

2001 წელს საველე კვლევები ჩატარდა რვა დაცულ ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს სამხრეთ-ცენტრალური ჩინეთის ხუთ პროვინციას, კამერის ხაფანგების, GPS ტექნოლოგიისა და ნიშნების გამოკვლევების გამოყენებით, მაგრამ ვეფხვი ვერ დააფიქსირეს. საველე გუნდის მიერ დაფიქსირებული ვერცერთი ცხოველის ნაკვალევი ვერ იქნა დადასტურებული. ვეფხვის შესაძლო მტაცებელი სახეობების მტკიცებულება იქნა ნაპოვნი ხუთ ადგილას. შესაძლოა ჯერ კიდევ არსებობდნენ სამხრეთ ჩინური ვეფხვები ველურ ბუნებაში. 2007 წლის სექტემბერში ჟენპინის ოლქში იპოვეს აზიური შავი დათვის ცხედარი, რომელიც შესაძლოა მოკლა და შეჭამა სამხრეთ ჩინურმა ვეფხვმა. 2007 წლის ოქტომბერში, სავარაუდო სამხრეთ ჩინური ვეფხვი თავს დაესხა ძროხას იმავე ოლქში.


სქოლიო

Tags:

სამხრეთ ჩინური ვეფხვი კლასიფიკაციასამხრეთ ჩინური ვეფხვი მახასიათებლებისამხრეთ ჩინური ვეფხვი გავრცელების არეალისამხრეთ ჩინური ვეფხვი სქოლიოსამხრეთ ჩინური ვეფხვიჩინეთი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ბუნებრივი რესურსებინეიტროფილებიჩინგიზ-ყაენიჯორჯ გერშვინილონდონიქიმიური რეაქციაალპებიივანე მაჩაბელიტოლგვერდა სამკუთხედიდაირაკავკასიანოე სულაბერიძეზურა ყიფშიძემწერებისულეიმან Iსამკურნალო მცენარეებიმღრღნელებირთველიჩერნობილის კატასტროფაპორტუგალიაჰიპერბოლა (ენა)ლარიპითაგორას თეორემაგაპიროვნებაამფიბიებისალამურიბათუმის ბოტანიკური ბაღიავტომობილიბუდაპეშტიგაზაფხულიპაბლო პიკასოანდები1832 წლის შეთქმულებაშველისტიგმარომანტიზმიჩრდილოეთი ამერიკაჰორმონებიილია IIაშშ-ის შტატებისა და ტერიტორიების სიამერკურიკილიმანჯარომეტაფორადათა თუთაშხიაქუნთრუშავახტანგ I გორგასალითვალიმადაგასკარიმურა დათვირელიგია საქართველოშისაქართველო IV საუკუნეშირელიეფის ფორმებისამეგრელოსვეტიცხოველიკონვექციარუსეთ-საქართველოს ომი (1921)პერსონალური კომპიუტერითევზები (ასტროლოგია)ქართული საბჭოთა ენციკლოპედიაიაკობ გოგებაშვილიბენიტო მუსოლინიქალწული (ასტროლოგია)ძაღლითემურლენგიწყნარი ოკეანექართული სამზარეულოკალციუმიმუსიკამტირალას ეროვნული პარკივახტანგ VIდაცვის სიგელიბიძინა ჩოლოყაშვილიქართული ხალხური ცეკვებიფოლკლორიუფლისციხეაფხაზებიგასტრიტიაბრეშუმის დიდი გზა🡆 More