საბრალონი (ფრანგ.
ნაწარმოები ოცი წლის განმავლობაში იქმნებოდა.
„საბრალონი“ | |
---|---|
Les Misérables | |
კოზეტი | |
ავტორი | ვიქტორ ჰიუგო |
ილუსტრატორი | ემილ ბაიარი |
ქვეყანა | საფრანგეთი |
ენა | ფრანგული |
ჟანრი | ისტორიული რომანი |
გამომცემელი | A. Lacroix, Verboeckhoven & Ce. |
გამოცემის თარიღი | 1862 |
ვიქტორ ჰიუგომ ნაწარმოებში დასვა აქტუალური პრობლემები: ადამიანის დამცირება იმის გამო, რომ იგი საზოგადოების დაბალ ფენებს ეკუთვნის, ქალის ზნეობრივი დაცემა სიდუხჭირის გამო და ბავშვის დაძაბუნება უმეცრების ნიადაგზე.
სიუჟეტი ტრიალებს ჟან ვალჟანის ირგვლივ. ღარიბმა ჟან ვალჟანმა მშიერი ბავშვების დასაპურებლად საფუნთუშედან პური მოიპარა. იგი დააპატიმრეს, გაასამართლეს და ხუთი წლით კატორღა მიუსაჯეს. ჟან–ვალჟანმა რამდენიმეჯერ სცადა გაქცევა, მაგრამ მას ყოველთვის იჭერდნენ და პატიმრობის ვადას უხანგრძლივებდნენ. ჟან ვალჟანმა კატორღაში ცხრამეტი წელი გაატარა.
გათავისუფლების შემდეგ ყოფილ კატორღელს მრავალი უსიამოვნება შეემთხვა. მას არავინ ენდობოდა. გამონაკლისი იყო ეპისკოპოსი ბენვენიუ, რომელმაც იგი კარგად მიიღო, ვახშამით გაუმასპინძლდა და მოასვენა. შუაღამით გაღვიძებულმა ჟან ვალჟანმა მაგიდაზე მიმოფანტული ვერცხლის ჭურჭელი მოიპარა და ჩუმად დატოვა ბინა. მეორე დღეს ჟანდარმებმა ჟან ვალჟანი ნაქურდალით ხელში ბენვენიუს ბინაზე დააბრუნეს, მაგრამ ეპისკოპოსმა განაცხადა, რომ ვერცხლეული ჟან ვალჟანს თვითონ აჩუქა. ამ შემთხვევამ ჟან ვალჟანში დიდი სულიერი გარდატეხა მოახდინა — მასში კვლავ გაიღვიძა კეთილმა საწყისმა. მოგვიანებით, მადლენის გვარით იგი ერთ-ერთ პატარა ქალაქში დასახლდა და საქველმოქმედო საქმიანობას მიჰყო ხელი. ძია მადლენი ყველას შეუყვარდა. იგი ქალაქის მერი გახდა. ვალჟანი ზრუნავს კოზეტზე, რომლის დედის, ფანტინის სიცოცხლეზე იგი თავს პასუხისმგებლად თვლის.
ჟან ვალჟანის მხატვრული სახის გვერდით წარმოდგენილია პოლიციის ინსპექტორის ჟავერის სახე. ცივი, უგულო, თავისი მოვალეობის პედანტური სიზუსტით შემსრულებელი ჟავერისთვის სიკეთე თვით ის კანონებია, რომელთა განხორციელებისთვის იგი იღვწის. მისთვის წარმოუდგენელია, რომ შესაძლებელია ზნეობა და კანონი არ დაემთხვეს ერთმანეთს. ჟავერი მოწოდებით ჯაშუშია. იგი ყველას უთვალთვალებს. სწორედ მან დაადგინა, ვინ იყო წარსულში მერი მადლენი. ჟავერს თავისი თავი სამართლიანობისა და კანონიერების დამცველად მიაჩნია, მაგრამ სინამდვილეში დიდ უსამართლობას სჩადის. როდესაც იგი ჟან ვალჟანთან ამ ჭეშმარიტებას აღმოაჩენს, მასში ადამიანური გრძნობები იღვიძებს და თავს იკლავს.
მნიშვნელოვანი ადაპტაციებია:
This article uses material from the Wikipedia ქართული article საბრალონი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.