რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოება

რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოება (რუს.

მისი მთავარი მიზანია გეოგრაფიული ცნობების შეკრება და გავრცელება. საზოგადოების მიერ მოწყობილმა ექსპედიციებმა დიდი როლი ითამაშა ციმბირის, შორეული აღმოსავლეთის, შუა და ცენტრალური აზიისა და მსოფლიო ოკეანის ათვისების საქმეში; ზღვაოსნობის განვითარებას მოჰყვა ახალი ტერიტორიების აღმოჩენა. რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოება დაარსდა 1845 წლის 18 აგვისტოს, სანქტ-პეტერბურგში, გამოჩენილი მეცნიერების — თედორე ლიტკეს, კარლ ბერის, ფერდინანდ ვრანგელისა და სხვათა ინიციატივით. 1956 წლიდან შედის შედის საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის შემადგენლობაში. 1845-1850 და 1917-1926 წლებში ეწოდებოდა რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოება, 1850-1917 წლებში რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიული საზოგადოება, 1926-1938 წლებში სახელმწიფო გეოგრაფიული საზოგადოება, 1938-1992 წლებში სსრ კავშირის გეოგრაფიული საზოგადოება, 1992 წლიდან კვლავ რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოება ეწოდება.

რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოება
რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოება
რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოება
აბრევიატურა РГО
შეიქმნა 1845 წლის 18 აგვისტო
ტიპი გეოგრაფიული საზოგადოება, შენობა და არასამთავრობო ორგანიზაცია
პრეზიდენტი სერგეი შოიგუ
ქვეყანა რუსეთის იმპერია, სსრკ და რუსეთი
თავმჯდომარე სერგეი შოიგუ
კავშირები საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირი
http://www.rgo.ru, https://www.rgo.ru/ru და https://www.rgo.ru/en

რუსეთის გეოგრაფიულმა საზოგადოებამ თავისი არსებობის პირველსავე წლებში ფართოდ გაშალა საექსპედიციო, საგამომცემლო და საგანმანათლებლო სამუშაოები. საზოგადოებამ დიდი წვლილი შეიტანა ურალის, ციმბირის, შორეული აღმოსავლეთის, შუა და ცენტრალური აზიია, კავკასიის, ირანის, ახალი გვინეის, ინდოეთისა და სხვა ტერიტორიების შესწავლის საქმეში. აღნიშნული კვლევები დაკავშირებულია პეტრე კროპოტკინის, პეტრე სემიონოვ-ტიან-შანსკის, ნიკოლოზ პრჟევალსკის, ნიკოლოზ მიკლუხო-მაკლაის, მიხეილ პევცოვის, პეტრე კოზლოვის, ვლადიმერ ობრუჩევის, ლევ ბერგისა და სხვათა სახელებთან.

1850 წელს კავკასიაში დაარსდა რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილება, რომლის პირველი საზეიმო დამაარსებელი სხდომა შედგა 1851 წლის 10 მარტს თბილისში. ამჟამად რუსეთის გეოგრაფიულ საზოგადოებას აქვს განყოფილებები რუსეთის მრავალ ქალაქში.

რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების ჯილდოებია: კონსტანტინეს მედალი, თედორე ლიტკეს დიდი ოქროს მედალი, პრჟევალსკის სახელობის მედალი, პეტრე სემიონოვის სახელობის მედალი, სემიონ დეჟნიოვის პრემია და სხვ.

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა

  • Семенов П. П., История полувековой деятельности Имп. Русского географического общества, ч. 1—3, СПБ, 1896;
  • Берг Л. С., Всесоюзное Географическое общество за 100 лет. 1845—1945, М. — Л., 1946;
  • Географическое общество за 125 лет, Л., 1970.

Tags:

18 აგვისტო1845185019171926193819561992კარლ ბერიოკეანერუსული ენასანქტ-პეტერბურგიშორეული აღმოსავლეთიშუა აზიაცენტრალური აზიაციმბირი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

საქართველოს ეროვნული მუზეუმისხალთის ტაძარიასურეთიევროპალაშა ბექაურიგერმანიაზღვის კუებიუინსტონ ჩერჩილიპოლონეთიინდულგენციავერსალის საზავო ხელშეკრულება (1919)დიალექტისაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიდიდი პანდაიერუსალიმის სამეფოგიორგი V ბრწყინვალელეიკოციტებიალა პუგაჩოვაქანი (გეოლოგია)საქართველოს მუნიციპალიტეტებიბეთანიის მონასტერიბუდიზმიფულის ისტორიანეაპოლინაპოლი (საფეხბურთო კლუბი)დისლექსიაკახა კალაძენეკერჩხალიქეთევან დედოფალისელინ დიონიაზერბაიჯანინივთიერებამარტივი რიცხვისასმელი წყალიელექტრული დენიკოპენჰაგენიგაერთიანებული ერების ორგანიზაციაჰიმალაიჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციავიეტნამიკესანესაქართველოს სახელმწიფო გერბიმსოფლიოს შვიდი საოცრებავარძიალურჯი ვეშაპითენგიზ აბულაძელანა ღოღობერიძეევერესტიძველი თბილისიავაზასოფლის მეურნეობალეონიდ ბრეჟნევირაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეჩინგიზ-ყაენიკულტურაჯონჯოლიდემოკრატიაკომპიუტერის მეხსიერებაპარალელოგრამიელინიზმისაქართველოს ფრინველთა სიაარაპენეტრაციული სექსიპეტრა (იორდანია)Mercedes-Benzქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემაშიომღვიმეამერიკული პიტ ბულ ტერიერიშიდსისაერთაშორისო სამართალიკახი კავსაძეტერენტი გრანელიპრაიაკეთილშობილი ირემიამასიის ზავისიტყვალიტრისაქართველოს მთებისაქართველო XVI საუკუნეში🡆 More