პრინცესა და ბაყაყი

პრინცესა და ბაყაყი (ინგლ.

ფილმის დისტრიბუტორი იყო Walt Disney Studios Motion Pictures. „პრინცესა და ბაყაყი“ არის დისნეის სტუდიების რიგით 49-ე სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი. იგი ნაწილობრივ ეფუძნება ელიზაბეთ დოუსონ ბეიკერის რომან „ბაყაყების პრინცესა“ და ძმები გრიმების ზღაპარს „პრინცი ბაყაყი“. ფილმის რეჟისორები არიან რონ კლემენტსი და ჯონ მასკერი, ხოლო როლებს ახმოვანებენ ანიკა ნონი როუზი, ბრუნო კამპოსი, კით დევიდი, მაიკლ-ლიონ ვული, ჯიმ კამინგზი, ჯენიფერ კოუდი, პიტერ ბარტლეტი, ჯენიფერ ლუისი, ოპრა უინფრი, ტერენს ჰოვარდი და ჯონ გუდმენი. ფილმი ბროდვეის სტილის მიუზიკლის სახეს ატარებს. მისი მოვლენები ვითარდება ნიუ-ორლეანსა და ლუიზიანაში, 1920-იან წლებში. ოფიციანტი გოგონა ტიანა ოცნებობს საკუთარი რესტორნის გახსნაზე. მას შემდეგ, რაც კოცნის პრინცს, რომელიც ვუდუისტმა ბაყაყად აქცია, იგი თავადაც ბაყაყად იქცევა და უნდა იპოვოს გზა, დაიბრუნოს ადამიანის გარეგნობა, სანამ გვიანი არ არის.

„პრინცესა და ბაყაყი“
პრინცესა და ბაყაყი
რეჟისორი
  • რონ კლემენტსი
  • ჯონ მასკერი
პროდიუსერი
  • პიტერ დელ ვეხო
  • ჯონ ლესეტერი
ეფუძნება
  • ბაყაყების პრინცესა
    — ელიზაბეთ დოუსონ ბეიკერი
  • პრინცი ბაყაყი
    — ძმები გრიმები
ისტორია
  • რონ კლემენტსი
  • ჯონ მასკერი
  • გრეგ ერბი
  • ჯერომ ორემლენდი
  • დონ ჰოლი
როლებში
  • ანიკა ნონი როუზი
  • ბრუნო კამპოსი
  • კით დევიდი
  • მაიკლ-ლიონ ვული
  • ჯიმ კამინგზი
  • ჯენიფერ კოუდი
  • პიტერ ბარტლეტი
  • ჯენიფერ ლუისი
  • ოპრა უინფრი
  • ტერენს ჰოვარდი
  • ჯონ გუდმენი
მუსიკა რენდი ნიუმენი
მონტაჟი ჯეფ დრეჰაიმი
სტუდია
დისტრიბუტორი Walt Disney Studios
Motion Pictures
პრემიერა
  • 25 ნოემბერი, 2009 (2009-11-25) (ლოს ანჯელესური პრემიერა)
  • 11 დეკემბერი, 2009 (2009-12-11) (აშშ)
ხანგრძლივობა 97 წთ.
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 105 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 267 მილიონი აშშ დოლარი

ფილმის წარმოება დაიწყო სახელწოდებით „ბაყაყი პრინცესა“. ეს იყო დისნეის დაბრუნება ტრადიციულ ანიმაციასთან, ვინაიდან წარმოადგენდა პირველ სრულმეტრაჟიან ნახატ ანიმაციურ ფილმს 2004 წლის შემდეგ. ფილმის რეჟისორები და სცენარის ავტორები არიან ჯონ მასკერი და რონ კლემენტსი - მათვე ეკუთვნით ფილმები „პატარა ქალთევზა“, „დიდი დეტექტივი თაგვი“, „ალადინი“. „ჰერკულესი“ და „განძის პლანეტა“. მუსიკა ფილმისათვის შექმნა რენდი ნიუმენმა. სიმღერები ბროდვეის სტილშია.

ფილმის პრემიერა გაიმართა შეზღუდული ჩვენებებით, ნიუ-იორკსა და ლოს-ანჯელესში, 2009 წლის 25 ნოემბერს, ხოლო ფართო ჩვენებები დაიწყო 2009 წლის 11 დეკემბერს. იგი კინოგაქირავებაში წარმატებული იყო და ჩრდილოეთ ამერიკაში საპრემიერო კვირას პირველი ადგილი დაიკავა, მსოფლიო მასშტაბით კი 267 მილიონი აშშ დოლარი შეაგროვა. ოსკარის დაჯილდოებაზე მას ერგო სამი ნომინაცია, საუკეთესო ანიმაციური ფილმის, საუკეთესო ორიგინალური სიმღერისთვის და მუსიკისთვის. თუმცა, მან წააგო ფილმებთან „მფრინავი სახლი“ და „შეშლილი გული“.

კრიტიკოსების ნაწილი „პრინცესას და ბაყაყს“ თვლის მნიშვნელოვან წერტილად უოლტ დისნეის ანიმაციური სტუდიების ისტორიაში. მათი აზრით, იგი დისნეის რენესანსის გვიანდელი პერიოდის მაგალითია, რომელმაც შეასრულა მნიშვნელოვანი როლი შემდგომი ანიმაციური ფილმების წარმატებაში.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

2009Walt Disney Studios Motion Picturesბროდვეი (თეატრი)ინგლისური ენალუიზიანანიუ-ორლეანიოპრა უინფრიუოლტ დისნეის ანიმაციური სტუდიებიჯონ გუდმენი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

Helladosმსოფლიო მიზიდულობის კანონითერგდალეულებიიუგოსლავიავიქტორ დოლიძეუილიამ შექსპირისამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაჩრდილოეთი ამერიკაყაზახეთიგორიბორჯომინაპოლეონ ბონაპარტიგიორგი I (საქართველოს მეფე)ალკოჰოლიზმიკონსტანტინოპოლიერთა ლიგანორვეგიამტკნარი წყალიჰაერის დაბინძურებაკვარციგამზრდელი (პოემა)მუნიაპენდიციტინატრიუმიგარემოს დაცვასაქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშიხავსებიპირველი რესპუბლიკის მოედანიაფორიზმითინათინინავთობისაბა საზონოვიკრწანისის ბრძოლაშამქორის ბრძოლა (1195)მდგრადი განვითარებადავით VI ნარინიპენალტების სერიაისლანდიადადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმილურჯი ვეშაპიჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციატირანიაებრაელებიჩინგიზ-ყაენითამაშგარექართული საბჭოთა ენციკლოპედიაქრომოსომააზიის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითგლობალიზაციაკლიმატიფეხბურთიკურდღელიგერმანიის გაერთიანება (1871)არალის ზღვათეთნულდითბილისის ფუნიკულიორისაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროპა-აზიის საზღვარიმეიოზიზომიერი სარტყლებიმუშთაიდის ბაღიდედა ენაარწივიბაში-აჩუკი (ფილმი)ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2024ბერძნული კოლონიზაციამარაკანაეროვნული ლიგაიოჰან სებასტიან ბახიკავკასიალონდონიგაზაფხულილუდვიგ ვან ბეთჰოვენიმცენარეებიკონსერვატიზმიდიეგო მარადონაალბანეთიბუნების დაცვა🡆 More