პარალაქსი

პარალაქსი (ბერძ.

პარალაქსის სიდიდე დამოკიდებულია დამკვირვებლიდან მნათობამდე მანძილზე, ამიტომ პარალაქსი ასტრონომიაში მანძილის ექვივალენტად ითვლება.

პარალაქსი
პარალაქსის სქემა
პარალაქსი
პარალაქსის მაგალითი ანიმაციით

დღეღამური პარალაქსი — კუთხე, რომლის წვეროშია მნათობის ცენტრი, ხოლო გვერდებს შეადგენს მიმართულებები დედამიწის ცენტრისა და დამკვირვებლისაკენ. თუ მნათობი დაკვირვების ადგილის ჰორიზონტზეა, პარალაქსს ჰორიზონტული ეწოდება. თუ ამავე დროს დამკვირვებელი დედამიწის ეკვატორზეაჰორიზონტ-ეკვატორული პარალაქსი მზემდე საშუალო მანძილის შესაბამისი პარალაქსი არის 8,794″, მთვარისა - 57′2,6″. ვარსკვლავებისათვის დღეღამური პ. პრაქტიკულად ნულია მათი ძალიან დიდი სიშორის გამო.

წლიური პარალაქსი — ვარსკვლავთან შედგენილი კუთხე მართკუთხა სამკუთხედში, რომლის ჰიპოტენუზაა მანძილი მზიდან ვარსკვლავამდე, ხოლო მცირე კათედი - დედამიწის ორბიტის დიდი ნახევარღერძი; იყენებენ ვარსკვლავებამდე მანძილების განსაზღვრავად. ძალიან შორეულ ვარსკვლავთა მიმართ ცაზე ვარსკვლავის გადანაცვლების გაზომვით მიღებულ წლიურ პარალაქსს ტრიგონომი ეწოდება. იგი იმდენად მცირეა (ყველაზე ახლომდებარე ვარსკვლავის, ე. წ. კენტავრის უახლოესის პარალაქსი არის 0,76″), რომ მისი განსაზღვრა მოხერხდა მხოლოდ მზის მახლობელი 6 ათასამდე ვარსკვლავისათვის.

პარალაქსი
მზე აირეკლება წყალზე ფანარის ანარეკლზე, თუმცა აურეკლავ ხედზე ის საგრძნობლად დაცილებულია ფანარს.

საუკუნეობრივი პარალაქსი — ვარსკვლავის კუთხური გადაადგილება წელიწადში, განპირობებული გალაქტიკაში მზის სისტემის მოძრაობით და მიყვანილი ამ მოძრაობისადმი პერპენდიკულარულ მიმართულებაზე. იყენებენ შორეულ ვარსკვლავებამდე მაძილების შესაფასებლად. საუკუნეობრივი პარალაქსით მანძილი განისაზღვრება მხოლოდ სტატისტიკური მეთოდებით ვარსკვლავთა დიდი ჯგუფისათვის. ინდივდ. ვარსკვლავისათვის იგი შეიძლება რეალური არ იყოს.

ლიტერატურა

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 678.
  • ხარაძე ე., ასტრონომიის საფუძვლები, ტ. 1-2, თბ., 1971-74 წელი.
  • Куликовский П. Г., Звездная астрономия, М., 1978.

Tags:

ასტრონომიაბერძნული ენაგალაქტიკა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ანჩისხატიარაბთა გაერთიანებული საამიროებიასტრიდ ლინდგრენიაფხაზეთის ომი (1992-1993)ალკენიირლანდიაბაქტერიებისომხური სამოციქულო ეკლესიაანტიკური ხანაპოლიტიკური რეპრესიები საბჭოთა კავშირშისოციალიზმილიეტუვაკენგურუებილეჩხუმიხელოვნური ინტელექტიალაზანიავსტრალია (კონტინენტი)ზურა ყიფშიძეჩინეთის ისტორიაშაშვითბილისის ზღვაევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიტიციან ტაბიძეგიგლა ბერბიჭაშვილიიუსტინიანე Iლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალიფაშიზმიკოლოსეუმინაციონალ-სოციალიზმიგოდერძი ჩოხელიკალათბურთისამკურნალო მცენარეებიაბანოთუბანილომიზვიად გამსახურდიაგერგეტის სამების ეკლესიამარქსიზმიფობიების სია9 აპრილის ტრაგედიადიპლომატიაუჯრედიმსოფლიო მემკვიდრეობანარიყალაწიგნი სიბრძნე სიცრუისამარკ ტვენიარსებითი სახელიმიქელანჯელო ბუონაროტიბუდიზმიენერგიავარდების რევოლუციამთლიანი შიდა პროდუქტილუქსემბურგიციყვიკაცია-ადამიანი?!აქლემიგორის ციხეერითროციტებიხევსურეთივლადიმერ ლენინიბუდუ ზივზივაძეეიფელის კოშკირუსუდანიმეიოზიქრისტიანობააბრაამ ლინკოლნიმთვარის დაბნელებასაქართველოს სსრ წითელი წიგნივერსალის საზავო ხელშეკრულება (1919)სოფლის მეურნეობანიკორწმინდის ტაძარიიბერიაბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონიტერენტი გრანელიბაყაყიჭიამაიასებრნიერთა ლიგადემეტრე II თავდადებულიქრისტეს თორმეტი მოციქული🡆 More