ოლიანტა მოისეს უმალა ტასო (ესპ.
26 ივნისი, 1962) — პერუელი პოლიტიკოსი და პერუს პრეზიდენტი 2011-2016 წლებში. უმალა, რომელიც წარსულში მსახურობდა როგორც სამხედრო ოფიცერი, 2006 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდა, მაგრამ 2011 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მან დაამარცხა მოწინააღმდეგე კეიკო ფუხიმორი და არჩეულ იქნა პერუს პრეზიდენტად.
ოლიანტა უმალა | |
პერუს 97-ე პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
28 ივლისი, 2011 – 28 ივლისი, 2016 | |
ვიცე-პრეზიდენტი | მარისოლ ესპინოსა, ომარ ჩეადე |
პრემიერ-მინისტრი | სალომონ ლერნერ გიტისი |
წინამორბედი | ალან გარსია პერესი |
მემკვიდრე | პედრო პაბლო |
დაბადებული | 26 ივნისი, 1962 ლიმა, პერუ |
რელიგია | კათოლიკე |
ხელმოწერა |
ადვოკატ ისააკ უმალას ვაჟი პერუს არმიაში 1982 წელს შევიდა, სადაც ის გენერალ-ლეიტენანტის რანგში ამაღლდა. 1992 წელს ის მონაწილეობას იღებდა შიდა კონფლიქტში პერუს კომუნისტური პარტიის წინააღმდეგ, ხოლო სამი წლის შემდეგ სენეპას ომში ეკვადორის წინააღმდეგ. 2000 წლის ოქტომბერში, უმალა უძღვებოდა პერუს პრეზიდენტ ალბერტო ფუხიმორის წინააღმდეგ მიმართულ 39 ჯარისკაცის წარუმატებელ ამბოხს ქვეყნის სამხრეთულ ქალაქ ტაკნაში. ფუხიმორის რეჟიმის დამხობის შემდეგ, უმალას ეს მოქმედება პერუს კონგრესმა აპატია.
2005 წელს მან დააარსა პერუს ნაციონალისტური პარტია და დარეგისტრირდა 2006 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. კანდიდატად ის პარტია „კავშირი პერუსთვის“ სიით წარდგა, რადგან მის ახლადშექმნილ პარტიას ამის უფლება ჯერ არ ჰქონდა. 2006 წლის 9 აპრილს, მან არჩევნების პირველი ტური გადალახა, მიიღო რა ხმების 30.62%. არჩევნების მეორე ტური 4 ივნისს გაიმართა, სადაც უმალა ხმების 47.47%-ით დამარცხდა ალან გარსიასთან, რომელსაც ამომრჩეველთა 52.62%-მა დაუჭირა მხარი. მიუხედავად მარცხისა, ამის შემდეგ უმალა პერუს პოლიტიკურ წრეებში მნიშვნელოვან ფიგურად დარჩა.
2011 წელს უმალა წარმოსდგა როგორც მემარცხენე-ცენტრისტი ლიდერი, რომლის მთავარი სურვილიც იყო შეექმნა უფრო სამართლიანი სისტემა ქვეყნის ძირითადი ბუნებრივი რესურსებიდან მიღებული კეთილდღეობის მთელს ქვეყანაზე გადანაწილებით. ასევე უცხოური ინვერტიციების მოზიდვა და ეკონომიკის ზრდა, შესაბამისად მოსახლეობის ღარიბი უმრავლესობისთვის ცხოვრების პირობების გაუმჯობესება.
2017 წლის ივლისში უმალა დაკავებული იქნა პერუს ხელისუფლების მიერ კორუფციის ბრალდებით და ელის სასამართლო გარჩევას.
წინამორბედი: ალან გარსია პერესი | პერუს პრეზიდენტი 2011– | შემდეგი: — |
This article uses material from the Wikipedia ქართული article ოლიანტა უმალა, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.