ნინევიის ბრძოლა

ნინევიის ბრძოლა — აღმოსავლეთ რომაელებსა და სასანიდებს შორის წარმოებული გამანადგურებელი ომის ( 603-628 წწ.

ნინევიის ბრძოლა
რომაულ-სპარსული ომის ნაწილი
თარიღი 12 დეკემბერი, 627
მდებარეობა ნინევიასთან, სპარსეთი
შედეგი აღმოსავლეთ რომაელთა გამარჯვება
მხარეები
აღმოსავლეთ რომი სასანიდთა იმპერია
მეთაურები
ჰერაკლე რახზადი
ძალები
25,000–50,000 12.000
დანაკარგები
უცნობია 6.000
ნინევიის ბრძოლა ნინევიის ბრძოლა ვიკისაწყობში

) 627 წლის 12 დეკემბერს მომხდარი გადამწყვეტი შეტაკება. ამ ომის მსვლელობისას აღმოსავლეთ რომი ერთი პერიოდი უფსკრულის პირას იდგა, თუმცა მისი დასასრულისკენ მათ მოახერხეს სადავეების ხელში ჩაგდება. ნინევიის ბრძოლა ამავდოულად აღმოსავლეთ რომაელი კეისრის, ჰერაკლეს სპარსული ლაშქრობის უდიდეს გამარჯვებად მიიჩნევა.

ბრძოლას წინ უძღოდა რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა — 626 წლის დასაწყისში ადრე სპარსელებმა ვერ შეძლეს კონსტანტინოპოლის ალყის გარღვევა და იძულებულები იყვნენ უკან დაეხიათ. ამით მათ საბოლოოდ დაკარგეს ომში ინიციატივა . ბრძოლამდე სამი თვით ადრე ჰერაკლემ თბილისი დატოვა და სამხრეთისაკენ დაიძრა. კეისრის ეს ნაბიჯი სასანიდებისთვის მეტად მოულოდნელი იყო და მათ, ფაქტობრივად, დრო არ რჩებოდად ჩრდილოეთ ფრონტზე ლაშქრის თავმოსაყრელად.ჰერაკლეს გზად წინააღმდეგობა არ ხვდებოდა. 627 წლის სექტემბერში იგი უკვე ნინევიის ნანგრევებთან დაბანაკდა, რის შემდეგაც მას არ გასჭირვებია ტიგროსის მარჯვენა შენაკადის - დიდი ზაბის ფორსირება. ამ პოზიციიდან ძალიან ხელსაყრელი იყო ხოსრო II-ის საზაფხულო რეზიდენცია დასტაგირდში შეჭრა. ამით დედაქალაქ ქტესიფონისკენ გზა უკვე ხსნილი იქნებოდა.

მართალია, სპარსელებმა ვერ შეძლეს ჰერაკლესათვის მდინარის ფორსირებაში ხელის შეშლა, სამაგიეროდ მათ ტიგროსისკენ გაიმაგრეს პოზიციები. ჰერაკლემ ეშმაკობას მიმართა და უკან დახევის მანევრი ჩაატარა, რითაც სპარსელები შეაცდინა და გამაგრებული პოზიციებიდან გამოიტყუა. ბრძოლა 12 დეკემბერს, ნინევიის მიდამოებში, გაშლილ მიდნორზე შედგა. ზოგიერთი წყაროს მონაცემით, რაზადს გათვითცნობიერებული ჰქონდა შეტაკების უპერსპექტივობა, თუმცა ხოსრო II-ის ბრძანებისადმი დაუმორჩილებლობა ვერ გაბედა. სპარსელთა არახელსაყრელ საწყის პოზიციას დაემატა ისიც, რომ მათმა სამიათასკაციანმა რეზერვმა დაიგვიანა.

ნინევიის ბრძოლა
ნინევიის ბრძოლის მანევრები

აღმოსავლეთ რომაელებმა უკეთესად შეძლეს ვაკე რელიეფის გამოყენება და სპარსელები პირწმინდად დაამარცხეს. რაზადი სასიკვდილოდ იქნა დაჭრილი. ისტორიკოს ტაბარის მონაცემებით, 12 000 სპარსელიდან, რომლებმაც ბრძოლაში მიიღეს მონაწილეობა 6 000 მეომარი დაიღუპა.

ამის შემდეგ გზა სამხრეთით ხსნილი იყო. 628 წლის დასაწყისში ჰერაკლემ დასრაგირდი (დასტაჯირდი) დაიკავა. დედაქალაქ ქტესიფონის დალაშქვრისგან კი სტრატეგული თვალსაზრილით უარი თქვა. როგორც შემდგომმა მოვლენებმა ცხადყო, ეს გადაწყვეტილება გამართლებული იყო, რამეთუ ნინევიის მარცხის შემდეგ ხოსრო II იმდენად დასუსტდა, რომ ის საკუთარი შვილის, კავად II-ის მიერ იქნა დამხობილი და მოკლული, რის შემდეგად აღმოსავლეთ რომს და სასანიდებს შორის ზავი დაიდო.

ლიტერატურა

  • კაეგი, უოლტერი (2003), Heraclius: emperor of Byzantium, Cambridge University Press, ISBN 978-0521814591

სქოლიო

Tags:

12 დეკემბერი627აღმოსავლეთ რომალებისასანიდებიჰერაკლე (ბიზანტია)

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

იაპონიაასურეთიქართველი მწერლების სიაკავკასიამიგრაციამერწყულისტამბოლივენალადო ასათიანირელიგიაფოთიასი ათასი მოწამებაში-აჩუკიღორის სოლიტერიევროკავშირიფერების სიმბოლიზმი და ფსიქოლოგიატურიზმიბიძინა ივანიშვილიმთლიანი შიდა პროდუქტიკუთხესაქართველოს სახელმწიფო გერბიმგელისვანეთირომანტიზმითუშეთიმსოფლიოს ქვეყნების დედაქალაქების სიამსოფლიოს ქვეყნები ფართობის მიხედვითჯადვარიქართლიჩინეთიახალი ათონიუფლისციხეშვეიცარიაგორიმსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიალკენიფელაციაემპათიაუკრაინაჰიპოფიზინიანგებითბილისიქრისტეფორე კოლუმბიცხენიამერიკული პიტ ბულ ტერიერიხევისბერი გოჩა27პრაიაღრიანკალი (ასტროლოგია)კოპენჰაგენიგიორგი VII (საქართველოს მეფე)ნარიყალასაქართველოს კონსტიტუციალეონარდო და ვინჩირუსეთიშავი ზღვაიერუსალიმის სამეფოაშშ-ის პრეზიდენტების სიაბათუმისხალთის ტაძარიოსმალეთის იმპერიის ისტორიამასონობათორნიკე ერისთავისასმელი წყალიკონტინენტისარკაზმიგიორგი III (საქართველოს მეფე)ქანი (გეოლოგია)საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებიჯაბა იოსელიანიფესვები (ფილმი)გლობალური დათბობაშიდა ქართლის მხარემთაწმინდააქლემილაშა ტალახაძენიკო ფიროსმანიმცხეთა🡆 More