ნაივაშის შეთანხმება

ნაივაშის შეთანხმება (ინგლ.

ხელშეკრულების შედეგად დასრულდა სუდანის მეორე სამოქალაქო ომი. გარდა ამისა, ნაივაშის ხელშეკრულების შედეგად გაინისაზღვრა სამხრეთ სუდანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის თარიღი.

ნაივაშის შეთანხმება
სუდანის რეგიონები და სადავო ტერიტორიები:
  სამხრეთი სუდანი.
  აბიეის რაიონი.

შეთანხმების კომპონენტები

კონფლიქტის მხარეებს შორის ხელი მოეწერა შემდეგ ხელშეკრულებებს (პროტოკოლებს):

  • მაჩაკოსის პროტოკოლი — ხელი მოაწერეს მაჩაკოსში, კენია, 2002 წლის 20 ივლისს.
  • ხელისუფლების განაწილების პროტოკოლი — ხელი მოაწერეს ნაივაშაში, კენია, 2004 წლის 26 მაისს.
  • შეთანხმება ბუნებრივი რესურსების განაწილების შესახებ — ხელი მოაწერეს ნაივაშაში, კენია, 2004 წლის 7 იანვარს.
  • შეთანხმება აბიეის რაიონში კონფლიქტის დარეგულირების შესახებ — ხელი მოაწერეს ნაივაშაში, კენია, 2004 წლის 26 მაისს.
  • შეთანხმება სამხრეთ კორდოფანში და ცისფერ ნილოსში კონფლიქტის დარეგულირების შესახებ — ხელი მოაწერეს ნაივაშაში, კენია, 2004 წლის 26 მაისს.
  • შეთანხმება უსაფრთხოების ზომების შესახებ — ხელი მოაწერეს ნაივაშაში, კენია, 2003 წლის 25 სექტემბერს.
  • შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტისა და რეგიონში უსაფრთხოების ზომების შესახებ — ხელი მოაწერეს ნაივაშაში, კენია, 2004 წლის 30 ოქტომბერს.
  • აღსრულების შეთანხმება — ხელი მოაწერეს ნაივაშაში, კენია, 2004 წლის 31 დეკემბერს.

ნაივაშის ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 2005 წლის 9 იანვარს.

მხარეთა გამიჯვნის პროცესი

2007 წლის 11 ოქტომბერს სუდანის სახალხო განმათავისუფლებელი მოძრაობა გავიდა სუდანის მთავრობიდან და ხარტუმი დაადანაშაულა სამშვიდობო ხელშეკრულების დარღვევაში. კერძოდ, სსგმ ამტკიცებდა, რომ მთავრობაში კვლავ დომინირებდა ეროვნული კონგრესი და 15 000 ჯარისკაცი ჯერ კიდევ იმყოფებოდა სამხრეთი სუდანის ტერიტორიაზე. თუმცა სსგმ აცხადებდა, რომ არ სურდა ომის ვითარებაში დაბრუნება.

2007 წლის 13 დეკემბერს, სსგმ კვლავ დაუბრუნდა სუდანის მთავრობას. ხელმოწერილი შეთანხმება ადასტურება რომ ადგილები მთავრობაში როტაციის პრინციპით გადანაწილდებოდა ჯუბასა და ხარტუმს შორის ყოველ სამ თვეში ერთხელ. ასევე მიაღწიეს შეთანხმებას ჯარების საზღვრის გასწვრივ გაყვანის შესახებ.

2008 წლის 8 იანვარს სუდანის შეიარაღებულმა ძალებმა საბოლოოდ დატოვეს სამხრეთი სუდანი.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ნაივაშის შეთანხმება შეთანხმების კომპონენტებინაივაშის შეთანხმება მხარეთა გამიჯვნის პროცესინაივაშის შეთანხმება რესურსები ინტერნეტშინაივაშის შეთანხმება სქოლიონაივაშის შეთანხმებაინგლისური ენასამხრეთ სუდანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი (2011)სამხრეთი სუდანისუდანისუდანის მეორე სამოქალაქო ომი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ალკენიმიგრაციაგიორგი IV ლაშაბალეტისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიგაუდაბნოებაგორის ციხეაზოტინიკორწმინდის ტაძარიტონაცხოველებისაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაგაერთიანებული სამეფონაცვალსახელიგველებიამაზონის დაბლობიუილიამ შექსპირიდიმიტრი ყიფიანიშოთა რუსთაველიატომიჩინეთიყირიმის ომისიმონ Iფენიქსი (მითოლოგია)ლაზებიბირთვული იარაღისტამბოლიგრიგოლ ხანძთელიუნიტარიზმიგიორგი ლეონიძესაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიაქლემისამებამეორე მსოფლიო ომივერცხლიჩინეთის ისტორიაქართული გვარივაჟა-ფშაველანატურალური რიცხვიანდებისვანური კოშკიობობებიმამებისა და შვილების ბრძოლაიმერეთიჰოლოკოსტითეთრი დათვიმცხეთაძახილის წინადადებასტოიციზმიმოგზაურობა ევროპაშიერთეულთა საერთაშორისო სისტემავინსენტ ვან გოგიოკეანესაქართველოს გეოგრაფიასავანაქართული დამწერლობაათენივოლფგანგ ამადეუს მოცარტიჩრდილოეთი კორეანიკოლოზ ბარათაშვილიბიოლოგიური სისტემატიკასაქართველოს ფრინველთა სიაბახტრიონის ბრძოლაქვეწარმავლებიფეხბურთისაქართველოს სამოქალაქო ომილეიშმანიოზიევთანაზიაგრიგოლ რობაქიძელიტრიკუთხეენგურივახტანგ VIამერიგო ვესპუჩიუკრაინაჰორმონებილუქსემბურგიხერხემალი🡆 More