მოლდოვის გერბი

მოლდოვის გერბი — მოლდოვის რესპუბლიკსი ოფიციალური გერბი 1990 წლიდან, მოიცავს სტილიზებულ არწივს, რომელსაც ნისკარტით ჯვარი, ხოლო ბრჭყალებით კვერთხი და ზეთისხილის ტოტი უჭირავს.

გერბის ავტორის თანახმად, არწივი ასიმბოლიზირებს მოლდოველი ხალხის ლათინურ წარმოშობას.

მოლდოვის გერბი
მოლდოვის გერბი
დეტალები
დამტკიცდა 13 ივლისი, 1990
ფარი საზღვრებზე ოქროსფერი; ფარის ნახევარი წითელი და მეორე ნახევარი ლაჟვარდოვანი, დომბას თავი ოქროსფერი, დექსტერზე მოთავსებულია ვარდი, სინისტერზე ნამგალა მთვარე, ორივე ოქროსფერი, დომბას რქებს შორის რვა ქიმნიანი ოქროსფერი ვარსკვლავი.
ფარმჭერები არწივი (რომაული არწივი), ნისკარტი და ფეხები მოწითალო, ნისკარტში მართლმადიდებლური ოქროსფერი ჯვარი, მარჯვენა ფეხში ზეთისხილის მწვანე ტოტი, მარცხენა ფეხში ოქროსფერი კვერთხი.

არწივის გულმკერდი დაცულია ფარით, რომელიც წარმოაჩენს მოლდოვის ტრადიციულ ნიშნებს: დომბას თავს მზით მის რქებს შორის. ფარი ასევე მოიცავს ორ რომბს (ყურს), ხუთ-ფოთოლა ყვავილს და ნამგალა მთვარეს. ფარზე ყველა დეტალს, სამი ტრადიციული ფერიდან (წითელი, ყვითელი, ლურჯი) ერთ-ერთი აქვს.

გერბი წესისამებრ წარმოჩინდება მოლდოვის დროშის შუაგულში.

შექმნის ისტორია

1990 წლის შემოდგომაზე მოლდოვის სსრ–ს უმაღლესმა საბჭომ გამოაცხადა კონკურსი, მსსრ–ის ძველი გერბის ახლით ჩანაცვლების შესახებ. 1990 წლის 12 მაისს დაინიშნა კონკურსის ჟიური, რომელშიც 13 დეპუტატი შევიდა, რომელთა შორის იყვნენ მირჩა სნეგური (თავმჯდომარე), იონ ბორშევიჩი, ნიკოლაე დაბიჟა, მიხაილ კოტორაბაი და სხვები. კონკურსზე 100 მხატვრის მიერ შექმნილი 130 ნაშრომი წარდგინდა (ზოგმა რამდენიმე ვარიანი წარადგინა). შერჩეულ იქნა ექვსი საუკეთესო ნაშრომი, რომელთა ფერადი ფოტოსურათები ბუქარესტის ჰერალდიკის სახელმწიფო კომისიაში წაიღეს.

დარჩენილი 6 ნაშრომიდან, არჩეულ იქნა გეორგე ვრაბიეს ნაშრომი. ჰერალდიკის კომისიის ვიცე–თავმჯდომარე მარია დოგარუ, თეორიის საკითხებში გერბის თანაავტორი გახდა. მას ეკუთვნის იდეა ნახატის ქვედა ნაწილში ზეთისხილის ტოტის განთავსებაზე, რომელიც ერის მშვიდობისაკენ სწრაფვას წარმოაჩენს. თავდაპირველად არწივი ფარში იყო მოქცეული, თუმცა შემდგომში მისი მოშორება გადაწყვიტეს.

1990 წლის 2 ნოემბერს მსსრ–ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმზე დამტკიცებულ იქნა მოლდოვის ახალი გერბი, ხოლო 3 ნოემბერს ჩატარდა უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომა, სადაც ვრაბიე–დოგარუს გერბის პროექტს მხარი დაუჭირა 243–მა დეპუტატმა, 2–მა არ დაუჭიდა, 11–მა თავი შეიკავა. მალე ტიპოგრაფიულ გამომცემლობა „Универсул“-ში გაზეთ „Молдова Суверанэ“-ს შეკვეთით დაიბეჭდა სახელმწიფო გერბის გამოსახულება, 20 ათასი ეგზემპლარის ტირაჟით.

მოლდოვის არმიის გერბი

მოლდოვის გერბი 

მიღებულია: 1990 წელს

ელემენტები: წითელი ფარი; გადაკვეთილი არწივი; ფარი არწივის გულმკერდზე: ნახევრად წითელი და ნახევრად ლაჟვარდოვანი, ზედ გამოსახულია ოქროსფერი დომბა, ოქროსფერი რვა ქიმნიანი ვარსკვლავი, ვარდი და ნამგალა მთვარე; არწივის ბრჭყალებში: ხმალი (დექსტერი) და კვერთხი (სინისტერი); აწრივის ნისკარტში: მართლმადიდებლური ჯვარი.

გამოყენება: უცნობია

მოლდოვის არმიის ემბლემა

მოლდოვის გერბი 

მიღებულია: 1990 წელს

ელემენტები: ზეთისხილის ტოტი (დექსტერი) და მუხის ტოტი (სინისტერი), შეერთებული სამფერიანი ბაფთით; გადაკვეთილი არწივი; ფარი არწივის გულმკერდზე: ნახევრად წითელი და ნახევრად ლაჟვარდოვანი, ზედ გამოსახულია ოქროსფერი დომბა, ოქროსფერი რვა ქიმნიანი ვარსკვლავი, ვარდი და ნამგალა მთვარე; არწივის ბრჭყალებში: ხმალი (დექსტერი) და კვერთხი (სინისტერი); აწრივის ნისკარტში: მართლმადიდებლური ჯვარი.

გამოყენება: ეროვნული არმიის დროშის წინა მხარეზე

სხვა გერბები მოლდოვაში

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

მოლდოვის გერბი შექმნის ისტორიამოლდოვის გერბი მოლდოვის არმიის გერბიმოლდოვის გერბი მოლდოვის არმიის ემბლემამოლდოვის გერბი სხვა გერბები მოლდოვაშიმოლდოვის გერბი იხილეთ აგრეთვემოლდოვის გერბი რესურსები ინტერნეტშიმოლდოვის გერბი სქოლიომოლდოვის გერბი1990ზეთისხილილათინები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

აბრაამ ლინკოლნიისლანდიაჰორმონებიქრისტეს თორმეტი მოციქულითავის ტვინინიკო ფიროსმანითბილისის ისტორიასაათი (ერთეული)ჰააგანეიტროფილებიჰაერიპუნიკური ომებიშაჰ აბასის ლაშქრობები საქართველოშიდიოკლეტიანეალცჰაიმერის დაავადებაპირველი მსოფლიო ომიდენის ძალადოფამინიბათუმის ბოტანიკური ბაღისხალთის ტაძარიხევისბერი გოჩაშველიქართული ღვინოჩინგიზ-ყაენიმარქსიზმიყირიმის ომიდიდგორის ბრძოლაევოლუციაემი უაინჰაუსიდიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენაგიორგი ლეონიძემზის სისტემამაცივარიებრაელებისუვერენიტეტიიესო ქრისტელაშა ტალახაძესიოგუნიეკოლოგიაშვედეთიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიასურეთიგიული ჩოხელისავანახევსურეთიბიზანტიის იმპერიამიხეილ ხერგიანიგოგირდიივანე ჯავახიშვილივიქტორ დოლიძედედოფალასალომე ზურაბიშვილიფარსმან II ქველივირუსებირომის იმპერიარუსეთის იმპერიაცხოველებისაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიალუდვიგ ვან ბეთჰოვენიპატარა უფლისწულიაკროპოლისიფრინველებიმარტინ ლუთერ კინგილობოტომიააჭარარუსეთ-საქართველოს ურთიერთობებიგლობალიზაციაალაზანიმალდივის რესპუბლიკაძალაღანძილინეკერჩხალიალუდა ქეთელაურირითმამუნიპანეტონეგონიოს ციხეერთეულთა საერთაშორისო სისტემა🡆 More