1991 წლის ფილმი მზეთუნახავი და ურჩხული

მზეთუნახავი და ურჩხული (ინგლ.

ეს არის უოლტ დისნეის სტუდიების რიგით 30-ე სრულმეტრაჟიანი ფილმი. იგი ეფუძნება ჟან-მარი ლეპრინს დე ბომონის ამავე სახელწოდების ფრანგულ ზღაპარს და ჟან კოქტოს მიერ გადაღებულ 1946 წლის ფილმს. ფილმის სიუჟეტით უფლისწული გადაქცეულია მხეცად (რობი ბენსონი) თავისი ქედმაღლობის გამო, ხოლო ბელი (პეიჯ ო'ჰარა) მის სასახლეში აღმოჩნდება და დროთა განმავლობაში უყვარდება ურჩხული. იმისთვის, რომ კვლავ იქცეს ადამიანად, მხეცსაც უნდა შეუყვარდეს გოგონა. ფილმში როლებს აგრეთვე ახმოვანებენ რიჩარდ უაიტი, ჯერი ორბახი, დევიდ ოგდენ სტირსი და ანჯელა ლენსბერი.

„მზეთუნახავი და ურჩხული“
1991 წლის ფილმი მზეთუნახავი და ურჩხული
ჩრდილოეთ ამერიკული პოსტერი
ჟანრი ზღაპარი
ფილმის ტიპი ნახატი ანიმაციური ფილმი
რეჟისორი
  • გერი ტრუსდეილი
  • კირკ უაიზი
პროდიუსერი დონ ჰენი
ეფუძნება მზეთუნახავი და ურჩხული
— ჟან-მარი ლეპრინს დე ბომონი
ისტორია
  • როჯერ ალერსი
  • ბრენდა ჩეპმენი
  • კრის სანდერსი
  • ბარნი მეტინსონი
  • კევინ ჰარკი
  • ბრაიან პიმენტალი
  • ბრიუს ვუდსაიდი
  • ჯო რენფტი
  • ტომ ელერი
  • კელი ესბერი
  • რობერტ ლენსი
მთხრობელი დევიდ ოგდენ სტირსი (პროლოგი)
როლებში
  • პეიჯ ო'ჰარა
  • რობი ბენსონი
  • რიჩარდ უაიტი
  • ჯერი ორბახი
  • დევიდ ოგდენ სტირსი
  • ანჯელა ლენსბერი
  • რექს ევერჰარტი
  • ჯესი კორტი
მუსიკა ალან მენკენი
მონტაჟი ჯონ კერნოხენი
მწარმოებელი კომპანია
დისტრიბუტორი Buena Vista Pictures
პრემიერა
  • 29 სექტემბერი, 1991 (1991-09-29) (ნიუ-იორკის კინოფესტივალი)
  • 22 ნოემბერი, 1991 (1991-11-22) (აშშ)
ხანგრძლივობა 84 წთ.
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 25 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 425 მილიონი აშშ დოლარი

უოლტ დისნეიმ წარუმატებლად სცადა ზღაპრის ადაპტირება 1930-იან და 1950-იან წლებში. „პატარა ქალთევზას“ (1989) წარმატების შემდეგ Walt Disney Pictures-ში გადაწყვიტეს, კვლავ აღედგინათ პროექტი, რომელიც რიჩარდ პერდემის წარმოდგენაში თავდაპირველად მიუზიკლი არ უნდა ყოფილიყო. დისნეის თავმჯდომარემ ჯეფრი კაცენბერგმა პერდემის იდეაზე უარი თქვა და ითხოვა, ახალი ნამუშევარი შექმნილიყო ქალთევზას სტილში. ფილმის რეჟისორები არიან გერი ტრუსდეილი და კირკ უაიზი, ხოლო სცენარი, რომელზეც თავდაპირველად როჯერ ალერსი მუშაობდა, ლინდა ვულვერტონის მიერ დაიწერა. ტექსტების ავტორია ჰოვარდ ეშმენი, ხოლო მუსიკის - ალან მენკენი. ეშმენი, თავდაპირველად ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერი, მასზე მუშაობის დროს აივ-ით გარდაიცვალა - პრემიერამდე რვა თვით ადრე, ამიტომ ფილმი მის ხსოვნას მიუძღვნეს.

მზეთუნახავი და ურჩხული დაუსრულებელი სახით აჩვენეს ნიუ-იორკის კინოფესტივალის ფარგლებში, 1991 წლის 29 სექტემბერს. დასრულებული ფილმი 13 ნოემბერს გამოვიდა. მას დიდი კომერციული წარმატება ხვდა წილად, მსოფლიო მასშტაბით 425 მილიონი აშშ დოლარის შემოსავლით, 25 მილიონიანი ბიუჯეტით. კრიტიკოსებმაც იგი დადებითად შეაფასეს. ფილმმა მიიღო ოქროს გლობუსი საუკეთესო მიუზიკლის ან კომედიის კატეგორიაში და იქცა პირველ ფილმად, რომელიც ოსკარზე ნომინირებული იყო საუკეთესო ფილმის კატეგორიაში. მან მიიღო ოსკარი საუკეთესო ორიგინალური მუსიკისთვის და საუკეთესო ორიგინალური სიმღერისთვის („Beauty and the Beast“). 1994 წლის აპრილში მზეთუნახავი და ურჩხული გახდა დისნეის პირველი ანიმაციური ფილმი, რომელიც ბროდვეის მიუზიკლად გადამუშავდა. წარმატების გამო მას აგრეთვე მოჰყვა ორი ფილმი პირდაპირ ვიდეოზე - „მზეთუნახავი და ურჩხული: მოჯადოებული შობა“ (1997) და „ბელის ჯადოსნური სამყარო“ (1998). აგრეთვე გამოვიდა ტელესერიალი „Sing Me a Story with Belle“. 2002 წელს გამოვიდა ფილმის ვერსია IMAX-ისთვის, ახალი ხუთწუთიანი სეგმენტით „კვლავ ადამიანი“. „მეფე ლომის“ 3D ფორმატში წარმატების შემდეგ, მზეთუნახავი და ურჩხული 2012 წელს ასეთივე სახით გამოვიდა. 2002 წელს ფილმების ეროვნულმა რეესტრმა მზეთუნახავი და ურჩხული აირჩია კონგრესის ბიბლიოთეკაში შესატანად, როგორც „კულტურულად, ისტორიულად ან ესთეტიკურად მნიშვნელოვანი ნამუშევარი“. 2017 წლის 17 მარტს გამოვიდა ანიმაციური ფილმის მხატვრული ფილმის სახით ადაპტირებული ვარიანტი.

სიუჟეტი

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
1991 წლის ფილმი მზეთუნახავი და ურჩხული 
ცნობილი სცენა ფილმიდან - ურჩხულისა და ბელის ცეკვა

პროლოგში მოთხრობილია, თუ როგორ შეეცვალათ გარაგნობა პრინცმა და მისმა მოახლეებმა. გადის წლები. გოგონა სახელად ბელი ცხოვრობს პატარა ქალაქში, სადაც მას და მის გამომგონებელ მამას ყველა უცნაურ ადამიანებად თვლის. მაგრამ ქალაქში არის კაცი სახელად გასტონი, რომელიც ოცნებობს მასზე დაქორწინებაზე.

სხვა ქალაქში მგზავრობისას ბელის მამა მორისი მოულოდნელად მოხვდება მოჯადოვებულ სასახლეში, სადაც მოლაპარაკე ნივთებია. მაგრამ მის სტუმრობას ხელს უშლის დიდი ურჩხული, რომელიც მას საპყრობილეში აგდებს. გადის დრო და ბელი, მამის ძიებისას, თავად მიაგნებს სასახლეს. ურჩხული თანახმაა, გაუშვას მორისი, მაგრამ მხოლოდ ბელის სანაცვლოდ. გოგონა რჩება მასთან. ურჩხული მას ძალიან უხეშად ექცევა, მაგრამ ბელის ზრუნვით, იგი იცვლება და უყვარდება გოგონა.

მორისს სოფელში არავინ უჯერებს, მხოლოდ გასტონია დარწმუნებული, რომ მთელი ამ ისტორიიდან შეუძლია სარგებელი ჰპოვოს. ურჩხული დროებით უშვებს ბელს შინ, მამის სანახავად. გოგონა მოულოდნელად ბრუნდება, როდესაც მორისს აკითხავენ საგიჟეთიდან. არავის სჯერავს, რომ ურჩხული მართლაც არსებობს. მაშინ ბელი ყველას უჩვენებს სარკეს, სადაც ურჩხული გამოჩნდება. გასტონი იყენებს ამ საბაბს და მთელ სოფელს ააჯანყებს, რათა სასახლე დაიპყრონ.

სასახლეში დიდი ბრძოლა იმართება, ნივთებსა და ადამიანებს შორის. გასტონი სასიკვდილოდ დაჭრის მხეცს, მაგრამ თავად გადმოვარდება მაღალი კოშკიდან. ბელი სასოწარკვეთაშია. მაგრამ ურჩხული უეცრად იქცევა ლამაზ პრინცად. სასახლე ძველ გარეგნობას იბრუნებს, ნივთები კი ადამიანებად იქცევიან.

მუსიკა

ისევე, როგორც დისნეის ბევრ სხვა ანიმაციურ ფილმში, ამ ფილმშიც ბევრი სიმღერა ჟღერს, თუმცა აქ მათი რაოდენობა ფილმს პრაქტიკულად მიუზიკლად გარდაქმნის. ამან შემქმნელებს უბიძგა, ოფიციალური მიუზიკლი ბროდვეის სცენაზეც დაედგათ.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

1991 წლის ფილმი მზეთუნახავი და ურჩხული სიუჟეტი1991 წლის ფილმი მზეთუნახავი და ურჩხული მუსიკა1991 წლის ფილმი მზეთუნახავი და ურჩხული რესურსები ინტერნეტში1991 წლის ფილმი მზეთუნახავი და ურჩხული სქოლიო1991 წლის ფილმი მზეთუნახავი და ურჩხულიWalt Disney Studios Motion Picturesანჯელა ლენსბერიინგლისური ენაჟან კოქტოუოლტ დისნეის ანიმაციური სტუდიებიურჩხული და მზეთუნახავი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

მელასამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამერაბ დვალიშვილიანგარიშთა გეგმამსოფლიო მემკვიდრეობავოლფგანგ ამადეუს მოცარტიგამზრდელი (პოემა)ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2004ინდოეთი28 მარტიტროპიკული ტყეებითემურლენგის ლაშქრობები საქართველოშიკუთხეტაიგასერბეთილაშა ტალახაძელიმფოციტებისაბერძნეთის გეოგრაფიაგიორგი I (საქართველოს მეფე)კლიმატივაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალიალეგორიავახტანგ VIინსულტიარჩვიარიადნა გუტიერესიმართკუთხედიმარტივი რიცხვითბილისისაქართველოს ისტორიახორვატიაერეკლე IIაფხაზებინეიტროფილებიიუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საქართველოშიშვეიცარიაკურო (ასტროლოგია)ამაზონისაქართველოს პრეზიდენტილომი (ასტროლოგია)ზლატან იბრაჰიმოვიჩიპირველი რესპუბლიკის მოედანიფურისულასოლომონ მეფეთეატრიგერმანიის ქალაქების სიაედუარდ შევარდნაძეფრინველთა მიმოფრენაევროპა-აზიის საზღვარიჯიქიპითაგორადავით VII ულუაჰმედ Iანემიაშავი ზღვასაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიუშგულის თემილათინური ამერიკათანდებულითორნიკე ოქრიაშვილისაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკასაქართველოს მდინარეების სიაუჯრედიმთის არწივიქართლის სამეფობასიანის ბრძოლაგიორგი IV ლაშაჯანო ანანიძედავით მუჯირიგორინიდერლანდებიმენისკირენესანსიფიზიკასვანეთიალმასი🡆 More