მეჰმეთ ოქური

მეჰმეთ ოქური (დ.

26 მაისი, 1979, იალოვა, თურქეთი) კარიერადასრულებული თურქი პროფესიონალური კალათბურთის მოთამაშე. სიმაღლის გამო (211 სმ) თამაშობდა მძიმე ფორვარდისა და ცენტრის პოზიციაზე. ცნობილი იყო მისი სამქულიანი სროლით და მოედანზე სივრცის გამთავისუფლების შესაძლებლობით. იუტა ჯაზში გატარებული 7 სეზონის განმავლობაში მეჰმეთ ოქური ლიგის ერთ-ერთ მთავარ პრემიერ-მსროლელად ითვლებოდა. 2016 წლის 13 სექტემბერს ოქური დაინიშნა ფინიქს სანსის მოთამაშეთა განვითარების მწვრთნელად; ამ ფაქტმა იგი გახადა პირველ თურქეთის მოქალაქედ, რომელმაც NBA-ის სამწვრთნელო სამყაროში შესვლა მოახერხა.

მეჰმეთ ოქური
მეჰმეთ ოქური
პირადი ინფორმაცია
დაიბადა 27 მაისი, 1979 (1979-05-27) (44 წლის)
იალოვა, თურქეთი
ეროვნება თურქი
სიმაღლე 211 სმ
წონა 113 კგ
კარიერა
NBA-ის დრაფტი 2001 / რაუნდი: 2 / არჩევა: 37-ე
არჩეული დეტროიტ პისტონსი
პროფესიონალური კარიერა 1997–2012
კარიერის ისტორია
1997 - 1998 ოიაკ რენაულტი
1998 - 2000 ტოფასი
2000 - 2002 ეფეს პილსენი
2002 - 2004 დეტროიტ პისტონსი
2004 - 2011 იუტა ჯაზი
2011 ტურკ ტელეკომი
2011 - 2012 ნიუ-ჯერსი ნეტსი
კარიერული მიღწევები და ჯოლდოები

ადრეული კარიერა

მეჰმეთ ოქური წარმოშობით არის თურქი, ალბანელი, ჩერქეზი. ოკურს აღნიშნული აქვს, რომ აღრზდის პერიოდში მისი საყვარელი მოთამაშე ტონი კაკოსი იყო. იგი თურქეთის 22-წლამდელთა საკალათბურთო ნაკრებს 1997 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მე-6 ადგილის დაკავებაში დაეხმარა. 2000 წელს გადავიდა ეფეს პილსენში (ახლანდელი ანადოლუ ეფესი) და კლუბთან ერთად, 2001-2002 წლების სეზონში, მოიგო თურქეთის საკალათბურთო ლიგა. თურქეთში გატარებულ უკანასკნელ სეზონში იგი საშუალოს 13.5 ქულას აგროვებდა.

საკალათბურთო კარიერა

დეტროიტ პისტონსი

2001 წლის NBA-ის დრაფტზე მეჰმეთ ოქური დეტროიტ პისტონსმა მეორე რაუნდის 38-ე პიკად აიყვანა. 2002-03 და 2003-04 სეზონები იგი დეტროიტ პისტონსში თამაშობდა; იგი გუნდს 2004 წლის ივნისში NBA-ის ჩემპიონობის მოპოვებაში დაეხმარა. იგი გახდა პირველი თურქი მოთამაშე, რომელმაც NBA-ის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. სახელფასო ჭერის შეზღუდვების გამო დეტროიტ პისტონსმა მისთვის ტოპ-დონის კონტრაქტის შეთავაზება ვერ შეძლო, თუმცა მან იუტა ჯაზთან 6 წლიანი კონტრაქტი გააფორმა; ამ დროში იგი 50 მილიონს ($) მიიღებდა.

იუტა ჯაზი

მისი სიმაღლისა (211 სმ) და წონის (113) გათვალისწინებით იუტა ჯაზში ცენტრისა და მძიმე ფორვარდის პოზიციებზე თამაშობდა. ჯაზში გატარებულ პირველ სეზონში (2004-2005) სეზონის 82 თამაშში მიიღო მონაწილეობა (აქედან 25 ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო). მეტსახელად „მემომ“, მეორე სეზონში დიდი პროგრესი განიცადა: პირველ სეზონში დაფიქსირებული ქულების საშუალო მაჩვენებელი 12.9 მან 18.0-მდე გაზარდა. ზედიზედ მეორე სეზონში ოკურმა 82 თამაში ჩაატარა და გახდა იუტა ჯაზის ერთადერთი მოთამაშე, რომელიც ასეთ შედეგს აჩვენებდა. მესამე სეზონში მან კვლავ განაგრძო იუტას მთავარ მოთამაშედ ყოფნა.

2007 წლის NBA-ის ყველა-ვარსკვლავის მატჩში იგი დასავლეთის ყველა ვერსკვლავის გუნდში მოხვდა. მეჰმეთ ოკური და რეი ალენი ალენ აივერსონისა და სტივ ნეშის ტრავმის გამო მოხვდნენ გუნდში. იგი იყო პირველი თურქი მოთამაშე, რომელმაც აღნიშნულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

2009 წლის 12 იანვარს ინდიანა პიეისერის წინააღმდეგ მეჰმეთმა კარიერის უმაღლესი მაჩვენებელი, 43 ქულა დააფიქსირა.

2009 წლის 10 ივლისს კლუბთან 2 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც იგი ამ დროში დაახლოებით 21 მილიონ $ მიიღებდა. 2010 წლის 17 აპრილს მეჰმეთ ოკურმა პოსტ-სეზონის ეგიდით დენვერის წინააღმდეგ გამართულ, პირველ შეხვედრაში მან აქილევსის მყესი გაიწყვიტა, რის გამოც იგი კლუბს პლეი-ოფის დარჩენილ ნაწილში გამოაკლა. აგრეთვე ტრავმის გამო გამოტოვა მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატი, რომელშიც მშობლიური თურქეთის სახელით უნდა ეასპარეზა.

იგი 2010 წლის 17 დეკემბერს დაბრუნდა და ნიუ-ორლეან პელიკანსის წინააღმდეგ 2 ქულა ჩააგდო.

პირადი ცხოვრება

იგი დაქორწინებულია მსახიობ და ყოფილ მის თურქეთის ფინალისტ იელინ კალისკანზე. მათ ჰყავთ გოგონა, 2007 წლის 21 მარტს დაბადებული მელისა და 2 ვაჟი: 2010 წლის 10 თებერვალს დაბადებული იგიტ მეჰმეთი და 2014 წლის 19 ნოემბერს დაბადებული მერთ მეჰმეთ ოკური.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

მეჰმეთ ოქური ადრეული კარიერამეჰმეთ ოქური საკალათბურთო კარიერამეჰმეთ ოქური რესურსები ინტერნეტშიმეჰმეთ ოქური სქოლიომეჰმეთ ოქური197926 მაისითურქეთითურქიიალოვაკალათბურთიმძიმე ფორვარდი (კალათბურთი)ცენტრი (კალათბურთი)

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ცხრა ძმა ხერხეულიძერელიეფის ფორმებიყივანახველახევსურეთიფარნავაზ Iდისკრიმინაციამსოფლიოს ქვეყნები ფართობის მიხედვითნაცვალსახელიფშავიდისიდენტიდუბაიზმნაგოდერძის ნამარხი ტყეუჯრედილაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალიეიფელის კოშკიავტორიტარიზმიადამიანიმცხეთის ჯვრის მონასტერიზენონი (იარაჯული)გეორგიევსკის ტრაქტატიბოშებითბილისისინგაპურისაქართველოს მდინარეების სიასამანიშვილის დედინაცვალიოგანესონიგურამ დოჩანაშვილიირანიხეოფსის პირამიდასაქართველოს ფაუნაძველი საბერძნეთიდავით გურამიშვილიჩინეთის დიდი კედელისამკუთხედიწიგნი სიბრძნე სიცრუისა9 აპრილის ტრაგედიაიესო ქრისტეედუარდ შევარდნაძებერძნული მითოლოგიანაწლავებიძაღლისუნთქვათითაობაფემინიზმისასწორი (ასტროლოგია)სამხრეთი კორეაივანე მაჩაბელიაფხაზებივეფხვიკულტურაპოლიტიკური რეპრესიები საბჭოთა კავშირშირომანტიზმიპრომეთეთევზები (ასტროლოგია)ოტელო (ვერდის ოპერა)დიდი პანდანიკიტა ხრუშჩოვიმარსითემურლენგის ლაშქრობები საქართველოშიღამურატრეფიკინგიდიდი ხუთშაბათიერთა ლიგააშშ-ის სამოქალაქო ომისაფრანგეთიერითროციტებიევროპაარაბობა საქართველოშიმსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითატომიფრანც შუბერტიაშშ-ის ისტორიასაქართველოს ისტორიასეკულარიზმიქვეწარმავლებითბილისის ბოტანიკური ბაღიათი მცნება🡆 More