მასკულიზმი

მასკულიზმი ან მასკულინიზმი შეიძლება გამოხატავდეს მამაკაცების ინტერესების ან უფლებების დაცვას და მამაკაცთათვის ტიპურად მიჩნეული აზრების, ფასეულობებისა და სხვ.

მხარის დაჭერას. ყველაზე გამოჩენილი კაცთა უფლებების ორი დამცველი ვორენ ფარელი და ჯეკ კამერი „მასკულიზმს“ შემდეგნაირად განმარტავენ: «1. რწმენა, რომ სქესთა შორის თანასწორობა მოითხოვს კაცთა, ისევე, როგორც ქალთა, წინააღმდეგ ცრურწმენებისა და დისკრიმინაციის აღიარებას და გამოსწორებას; 2. ამ რწმენის ირგვლივ ჩამოყალიბებული მოძრაობა.» ამ იდეოლოგიის მიმდევრებს მასკულისტები ან მასკულინისტებიჰქვიათ.

ქესი იანგის თქმით მასკულისტი აქტივისტების მიერ წამოყენებული უმთავრესი ინტერესებია დისკრიმინაცია და ცრურწმენები კაცების წინააღმდეგ.

ასევე, ეს ტერმინი შეიძლება გამოხატავდეს ანტიფემინიზმსა და კაცთა დომინანტობას.

მასკულისტების ინტერესები

ძალადობა

მასკულისტებს აწუხებთ საზოგადოების მხრიდან კაცებზე ძალადობის გამოყენება იმ დროს, როდესაც ქალთა მიმართ ძალადობა კანონით იკრძალება; ასევე ის, რომ კაცებს ასწავლიან იყვნენ უფრო მკაცრები და მათგან სიმკაცრეს და ულმობლობას მოელიან.

  • კაცთა მიმართ ძალადობა ქალთა მიმართ ძალადობასთან შედარებით ნაკლებად სერიოზულად აღიქმება.
  • ქალის უდანაშაულობაზე ვარაუდი ან ქალთა მიმართ თანაგრძნობა, რამაც შეიძლება ისეთ პრობლემებამდე მიგვიყვანოს, როგორიცაა ერთნაირი დანაშაულისთვის ქალებისა და კაცების განსხვავებულად დასჯა, კაცთა მიმართ თანაუგრძნობლობა - ქალის მიერ კაცზე ძალადობა თითქმის არ განიხილება და დახურული თემაა.
  • ციხის ძალადობაზე საზოგადოების გულგრილობა - მათ შორის პრევენცია, ციხეებში მოძალადეთა დაუსჯელობა და პატიმრის აშკარა მოძალადესთან ერთ კამერაში გააზრებულად მოთავსებაც კი.
  • მხოლოდ კაცებს იწვევენ სამხედრო სამსახურში, თუმცა სახელმწიფოს თავდაცვის მომსახურებით ყველა სარგებლობს.
  • ამერიკულ პოპულარულ კულტურაში იძულებითი სექსი ბიჭსა და მასზე უფროს ქალს შორის, როგორც წესი, არ ითვლება რამე არსებითად, თუმცა ეს მცირეწლოვანთა „გახრწნის“ ფორმად ითვლება და მომავალ კაცზე შეიძლება სერიოზული გავლენა მოახდინოს, მათ შორის ფსიქოლოგიური დაავადება.
  • 1992 წლის გამოკვლევამ აჩვენა, რომ არსებობს სტერეოტიპი, რომლის მიხედვითაც ბიჭებს, გოგოებთან შედარებით, სექსუალური ძალადობის გამო ნაკლები დაცვა სჭირდებათ. ასეცე დადგინდა, რომ ამას მივყავართ ცუდად მოქცევაზე და დისკრიმინაციაზე ნაკლებ შეტყობინებამდე, რის გამოც დაზარალებული იღრებს ნაკლებ მკურნალობას და მხარდაჭერას სხვებისგან, თუ ისინი კაცები არიან.
  • არსებობს აზრთა სხვაობა იმაზე, რომ კანონთა მოხმარება ძალადობაზე არ სრულდება საჭირო ფორმით, როდესაც კაცზე მოძალადე ქალია. კვლევებმა აჩვენა, რომ როდესაც კაცზე ძალადობენ (კაცი, ქალი ან სხვა) მოძალადეები იყენებენ მსხვერპლის გაუცნობიერებელ ბუნებრივ რეაქციებს, როგორიცაა ერექცია, თავბრუსხვევა, ეაკულაცია და სხვ., როგორც იმის მტკიცებულება, რომ მსხვერპლს ეს სექსუალური აქტი თავად უნდოდა. ფსიქოლოგმა ელენ სმითმა დაწერა: „ჩვენი საზოგადოება [აშშ-ში] არცხვენს კაცებს, რომლებიც ქალთა შეურაცხყოფის მსხვრეპლნი გახდნენ ისევე, როგორც არცხვენდა და ადანაშაულებდა ქალებს რამდენიმე წლის წინ, რომლებიც კაცთა მხრიდან ძალადობას განიცდიდნენ. არც ერთია მისაღები იმ საზოგადოებისთვის, რომელიც იღვწის მართლმსაჯულებისა და სამართლიანობის უზრუნველყოფისთვის“.

მშობლის უფლებები

  • დისკრიმინაცია მშობლის უფლებებზე.
  • ალიმენტთა სისტემისა და ბავშვთა მხარდაჭერის უსამართლობა.
  • კანონები განქორწინებაზე ქალთათვის უფრო მომგებიანია, რაც ორ მომდევნო პუნქტთანაა დაკავშირებული.
  • ორსულობა, ბოლომდე მიყვანილი, ორივე მხარის შეთანეხმების მიუხედავად, რაც კაცს იძულებულს ხდის შეასრულოს მშობლის მოვალეობები და იყოს ბავშვების გვერდით.
  • საპირისპირო სიტუაცია, როდესაც კაცს, რომელსაც უნდა ჰყავდეს შვილი, არ აქვს ხმის უფლება იმაზე - გაიკეთებს მისი პარტნიორი აბორტს თუ არა; ზოგჯერ არც კი ატყობინებენ აბორტის შესახებ.
  • შვილად აყვანის უფლების თანასწორობა, რომელიც უფლებას აძლევს დაუქორწინებელ კაცსაც და ქალსაც იშვილონ.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

მასკულიზმი მასკულისტების ინტერესებიმასკულიზმი იხილეთ აგრეთვემასკულიზმი რესურსები ინტერნეტშიმასკულიზმი სქოლიომასკულიზმი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

გიორგი გახარიანონა გაფრინდაშვილიკოპენჰაგენისაქართველოს ისტორიაფარნავაზ Iასი ათასი მოწამებორჯომიქრომოსომა9 მაისისაქართველოს გეოგრაფიაკაპიტალიზმიალექსანდრე მაკედონელიშოტლანდიააკაკი შანიძეშვედეთიჭრიჭინა (ფილმი)ბისექსუალობარელიგიადემეტრე II თავდადებულისამცხე-ჯავახეთის მხარემილი (ერთეული)საქართველოს დამოუკიდებლობის აქტიყარსის ხელშეკრულებაქართული საბჭოთა ენციკლოპედიასალადინიდისიდენტიზვიად გამსახურდიადიდი სქიზმატერენტი გრანელიხარება და გოგიაცუკატიფერების სიმბოლიზმი და ფსიქოლოგიასერბეთისომხური სამოციქულო ეკლესიაFacebookცხრა ძმა ხერხეულიძექალაქიერეკლე IIნიჰილიზმიკაცხის სვეტიმტკვარიდეპოლარიზაციასამხრეთ ოსეთის რესპუბლიკათინა კანდელაკიენდრომეტაფორაქურთებიცხელი ძაღლიბელარუსიბალკანეთის ნახევარკუნძულისელიმ IIპელეთვითმფრინავის ბიჭების საქმეინსულტიგოგნითაობა Zათი მცნებაადოლფ ჰიტლერიეზიდებიბენჯამინ ფრანკლინილუკა მახარებელისაქართველოს სახელმწიფო დროშათვითმკვლელობის მეთოდებიირაკლი ჩარკვიანიდამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობააშშ-ის ისტორიაყაზახეთიჯონჯოლისაქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2024ალავერდიზაქათიმე, ბებია, ილიკო და ილარიონი (რომანი)სულხან-საბა ორბელიანისეფსისისაქართველოს თავდაცვის ძალებიგრიგოლ ხანძთელიპედოფილიადათა თუთაშხია (ფილმი)🡆 More