მარსის ქრონიკები

მარსის ქრონიკები — რეი ბრედბერის 1950 წლის სამეცნიერო ფანტასტიკის მოთხრობების კრებული.

წიგნში, დედამიწა გამოუსადეგარი ხდება და კაცობრიობა იძულებული შეიქნება ახალი თავშესაფარის საძიებლად, მარსსა და დედამიწას შორის კი კონფლიქტი ისახება. ნაწილობრივ კრებული, ნაწილობრივ კი ეპიზოდური რომანი, შეიცავს 1940-იან წლებში სხვადასხვა ჟურნალებში გამოქვეყნებულ ბრედბერის მოთხრობებს. წიგნს არ გააჩნია კონკრეტული ჟანრი და მიჩნეულია ინტერსტიციალურ ვინიეტურად.

„მარსის ქრონიკები“
The Martian Chronicles
მარსის ქრონიკები
ავტორი რეი ბრედბერი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
თემა სიყვარული. სინანული. ფილოსოფია.
ჟანრი საშინელებათა, ფენტეზი, სამეცნიერო ფანტასტიკა, ინტერსტიციალური
გამომცემელი Doubleday
გამოცემის თარიღი 1950
ქართულად გამოიცა 1973
მედია მაგარი ყდა
გვერდი 222
ISBN 978-2-207-30001-5

აგებულება

წიგნზე გავლენა მოახდინა შერვუდ ანდერსონის „უაინსბურგ, ოჰაიომ“ და ჯონ სტეინბეკის მრისხანების მტევნებმა. ბრედბერიმ მარსის ქრონიკებს, სტრუქტურის გამო უწოდა „რომანის ძმობილი“ და „ყალთაბანდი რომანი“. აგებულებით, იგი ჰგავს ბრედბერის მოთხრობების კრებულ „ტანმოხატულ კაცს“. ორივე რომანს აქვს ცენტრი, რომლის გარშემო ბრუნავენ მოთხრობები.

აიზეკ აზიმოვის „დასაბამის სერიის“ მსგავსად, მარსის ქრონიკები მომავლის ისტორიას მოგვითხრობს. ისტორიები თანმიმდევრულად მიუყვებიან ერთმანეთს. ისტორია დაყოფილია სამ ნაწილად, ძირითადი ფაქტორები კი ორად: გადაშენების პირას მყოფი ადამიანები და მარსელები.

პირველ ნაწილში (1999 წლის იანვრიდან - 2000 წლის აპრილამდე), ადამიანები მარსისკენ იკვლევენ გზას, მარსელები კი იშორებენ მათ. გადამწყვეტ მოთხრობაში - „დაე მთვარემ მარად ანათოს“, დედამიწელების მეოთხე ექსპედიციას მარსი გაუდაბურებული ხვდება, რადგან წინა ექსპედიციებისას ჩატანილმა მიკრობებმა მარსელები გადააშენეს. იწყება მეორე ნაწილი (2001 წლის დეკემბრიდან - 2005 წლის ნოემბრამდე), სადაც ადამიანები გაუდაბნოებულ პლანეტაზე სახლდებიან და ამაოდ ცდილობენ მარსის დედამიწად გარდაქმნას. აგრეთვე, კონტაქტს ამყარებენ გადარჩენილ მარსელეთან, რომლებიც ცოტანიღა დარჩნენ. როგორც კი დედამიწაზე ომი ახლოვდება, ახალმოსახლეთა უმეტესობა სახლში ბრუნდება. ატომური ომი ემუქრება ჩვენს პლანეტას და მარსთან კავშირი წყდება, საიდანაც მესამე ნაწილი (2005 წლის დეკემბრიდან - 2026 წლის ოქტომბრამდე), ომის ნარჩენებზე იწყება და გადარჩენილი ადამიანები, მარსელები ხდებიან, თუნდ ისინი ძალიან მცირედიღა დარჩნენ.

წიგნის ისტორია

წიგნი, პირველად გამოქვეყნდა გაერთიანებულ სამეფოში, „The Silver Locusts“-ის სახელით. ზოგიერთ გამოცემაში დამატებულ იქნა თავი, სახელად „The Fire Balloons“, ზოგან კი სივრცისთვის ამოიღეს „Usher II“. ესპანურ გამოცემაში ამ მოთხრობებს წინ მიუღძვოდა ხორხე ლუის ბორხესის მიერ დაწერილი პროლოგი.

1963 წელს, წიგნი გამოქვეყნდა Time Reading Program-ში, ფრედ ჰოილის წინასიტყვაობით.

1979 წელს, რბილი ყდით გამოსცა გამომცემლობა Bantam Books-მა, იან მილერის ილუსტრაციებით.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

მარსის ქრონიკები აგებულებამარსის ქრონიკები წიგნის ისტორიამარსის ქრონიკები რესურსები ინტერნეტშიმარსის ქრონიკები სქოლიომარსის ქრონიკები19401950დედამიწამარსიმოთხრობარეი ბრედბერირომანისამეცნიერო ფანტასტიკაწიგნი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

რუსული დამწერლობაძველი ეგვიპტეკელი დეგნანიიგავ-არაკიგრემიქართლის სამეფობუდაპეშტირუსეთის იმპერიააფხაზეთის ისტორიათბილისის მეტროპოლიტენიელექტრული დენიბგერააბანოთუბანიელვაგველებიარგონავტებიიაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმიაია-სოფიას ტაძარილეიკოციტებისულხან-საბა ორბელიანიაკაკი წერეთელიმორიელებისიზმარიბიბლიაახალი ზელანდიაარქეოლოგიაქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემადინოზავრებიირლანდიაალმასიდუბაის საამირომონანიება (ფილმი)ფინეთიჩიქუნეთიალექსანდრე ყაზბეგიმსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიპომპეილევიტანაეგზისტენციალიზმიჰოლოკოსტირაგბისაქართველოს სატელეფონო კოდებიბერლინის კედელირეალ მადრიდი (საფეხბურთო კლუბი)მსოფლიოს ქვეყნები და ტერიტორიები მოსახლეობის მიხედვითშიდა ქართლის მხარესვეტიცხოველინიკოლა ტესლაალცჰაიმერის დაავადებამიხეილ სააკაშვილითემურლენგის ლაშქრობები საქართველოშისეფსისიცვალებადობათა ფორმებილადო ასათიანითეიმურაზ Iრენესანსითამარ მეფეკონსტანტინე გამსახურდიასაქართველოს თავდაცვის ძალებიეიფელის კოშკიპარიზიყაზახეთიდისლექსიაიალბუზირომის რესპუბლიკაახალი ათონიევერესტიბიოლოგიური სისტემატიკაგიორგი სააკაძეპეტრა (იორდანია)ბუდიზმი27ქართლის გაქრისტიანებასელინ დიონისაქართველოს სამეფოMemento moriაბრეშუმის დიდი გზა🡆 More