მანუელ ონვუ ვილიაფრანკა (დ.
11 იანვარი, 1988, ტუდელა) — ესპანელი ფეხბურთელი, თავდამსხმელი. 2019 წლიდან თამაშობს ინდოეთის სუპერლიგის მონაწილე ქალაქ ბენგალურუს ამავე სახელწოდების მქონე საფეხბურთო კლუბ „ბენგალურუს“ შემადგენლობაში.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | მანუელ ონვუ ვილიაფრანკა | ||
დაბადების თარიღი | 11 იანვარი, 1988 | ||
დაბადების ადგილი | ტუდელა, ესპანეთი | ||
სიმაღლე | 185 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | ბენგალურუ | ||
ნომერი | 19 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2002–2006 | ტუდელანო | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2006–2007 | ტუდელანო | ||
2007–2012 | ოსასუნა B | 106 | (23) |
2007–2008 | → ირუნია | 36 | (19) |
2008 | → ალსირა | 4 | (1) |
2012–2015 | ოსასუნა | 31 | (2) |
2015 | დინამო თბ. | 10 | (3) |
2015–2016 | ლეიდა | 24 | (10) |
2016–2018 | ლორკა | 41 | (9) |
2019– | ბენგალურუ | 2 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 19 მაისი, 2019 |
ფეხბურთის თამაში დაიწყო ვალტიერის საფეხბურთო კლუბ „ვალტიერანოში“. 2002 წელს გადავიდა მშობლიური ქალაქის კლუბ „ტუდელანოში“, რომლის ასაკობრიც კლუბშიც ითამაშა 2006 წლამდე, ამავე წელს შედგა მისი დებიუტი პროფესიონალურ ფეხბურთში, „ტუდელანოს“ ძირითადი გუნდის შემადგენლობაში, რომელიც ესპანეთის დონით მეოთხე ჩემპიონატში გამოდიოდა. შემდეგ წელს ხელი მოაწერა კონტრაქტს ასევე ნავარის ქალაქის, პამპლონას კლუბ „ოსასუნასთან“. 2012 წლამდე გამოდიოდა „ოსასუნას“ მეორე გუნდის რიგებში, 2-ჯერ იყო იჯარის წესით განათხოვრებული დაბალი დონის ლიგაში მოასპარეზე კლუბებში.
2011–12 წლების სეზონში, ესპანეთის დონით მესამე ჩემპიონატში მოასპარეზე „ოსასუნას“ მეორე გუნდის მაისურით 30 მატჩში შეძლო 11 გოლის გატანა. 2012 წლის 11 მატს შედგა მისი დებიუტი მთავარ გუნდში, რომელიც პრიმერა დივიზიონში გამოდიოდა, ბილბაოს „ატლეტიკის“ წინააღმდეგ მოგებულ მატჩში (2:1), ონვუმ 67-ე წუთზე ნინო შეცვალა. 2 მატჩის შემდეგ, „ლევანტეს“ წინააღმდეგ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 71 წუთი დაჰყო. 2012-13 წლების სეზონში „ოსასუნა“ პრიმერა დივიზიონიდან დაქვეითდა, 2014-15 წლების სეზონის პირველ ნახევარში 9 სეგუნდა დივიზიონის მატჩი ჩაატარა (მხოლოდ 1 ძირითად შემადგენლობაში) და 1 გოლის გატანა შეძლო.
2015 წლის იანვარში, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას, კონტრაქტი გააფორმა თბილისის „დინამოსთან“, ონვუ გუნდს 26 იანვარს თურქულ შეკრებაზე შეუერთდა.
This article uses material from the Wikipedia ქართული article მანუელ ონვუ, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.