ჰენდრიკ ანტონ ლორენცი (ნიდერლ.
18 ივლისი, 1853, არნემი — გ. 4 თებერვალი, 1928) — ნიდერლანდელი ფიზიკოსი, რომელმაც 1902 წელს მიიღო ნობელის პრემია პიტერ ზეემანთან ერთად ზეემანის ეფექტის აღმოჩენისა და თეორიული ახსნისათვის. მან ასევე გამოიყვანა ლორენცის გარადაქმნების განტოლებები, რომელიც გამოიყენა ალბერტ აინშტაინმა ფარდობითობის თეორიის შექმნაში.
ჰენრიკ ლორენცი დაიბადა ნიდერლანდის ქალაქ არნემში 1853 წლის 18 ივლისს. 1866-1869 წლებში ის სწავლობდა საჯარო სკოლაში, სადაც ის იყო სანიმუშო მოსწავლე არა მხოლოდ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, არამედ ინგლისურში, ფრანგულსა და გერმანულშიც. 1870 წელს მან ჩააბარა გამოცდა კლასიკურ ენებში, რომელიც იყო სავალდებული გამოცდა აბიტურიენტთათვის. ლორენცი სწავლობდა ფიზიკასა და მათემატიკას ლეიდენის უნივერსიტეტში, სადაც ის ძალიან დაინტერესდა ასტრონომიით, რომელიც მისი მასწავლებლის ფრედერიკ კაიზერის დამსახურებაა. ასტრონომიის ძლიერმა სიყვარულმა ლორენცს გადააწყვეტინა გამოსულიყო ფიზიკოსი. ბაკალავრის ხარისხის მიღების შემდეგ ის დაბრუნდა არნემში და 1871 წელს მათემატიკის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა ღამის სკოლაში. თუმცა ის პარალელურად აგრძელებდა სწავლას და 1875 წელს მან მიიღო დოქტორის ხარისხი. მისი თემა იყო „Over de theorie der terugkaatsing en breking van het licht“ (სინათლის არეკვლისა და გარდატეხის თეორიაზე), რომელშიც მან დახვეწა მაქსველის ელექტრომაგნიტური თეორია.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ჰენდრიკ ლორენცი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.