მსახიობი ლევან აბაშიძე

ლევან აბაშიძე (დ.

მსახიობი ლევან აბაშიძე სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბაშიძე.

22 მაისი, 1963, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ — გ. 7 სექტემბერი, 1992, სოხუმი) — ქართველი მსახიობი.

ლევან აბაშიძე
მსახიობი ლევან აბაშიძე
დაბადების სახელი ლევან აბაშიძე
დაბადების თარიღი 22 მაისი, 1963
გარდაცვალების თარიღი 7 სექტემბერი, 1992 (29 წლის)
სოხუმი
საქმიანობა მსახიობი

ბიოგრაფია

აღიზარდა მეცნიერ მუშაკთა ოჯახში. 1980 წელს თბილისის პირველი საშუალო სკოლის დამთავრებისთანავე სწავლა განაგრძო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში, სამსახიობო ფაკულტეტზე. იგი ჯერ კიდევ მეორე კურსის სტუდენტი იყო, როდესაც მას მიანდეს თბილისის კინომსახიობთა თეატრის სპექტაკლებში მონაწილეობა. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია მისგან განსახიერებული მთავარი გმირის როლი თორნტონ უაილდერის პიესაში „ჩვენი პატარა ქალაქი“.

1985 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტი. მუშაობდა თბილისის კინომსახიობთა სტუდიაში.

ლევან აბაშიძის კინოდებიუტი შედგა ლანა ღოღობერიძის ფილმში „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“, სადაც 14 წლისამ მთავარი გმირის ვაჟიშვილის როლი განახორციელა. ხოლო მთავარი როლი ეკრანზე შეასრულა 1984 წელს გიორგი შენგელაიას ფილმში „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“, რომელმაც ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ერთ-ერთი მთავარი პრიზი — „ვერცხლის დათვი“ დაიმსახურა. მას შემდეგ ახალგაზრდა მსახიობმა ორ ათეულამდე კინოფილმში მიიღო მონაწილეობა და არაერთი საინტერესო მხატვრული სახე შექმნა. მათ შორის აღსანიშნავია ალექსანდრე (საშა) რეხვიაშვილის „საფეხური“ (1975), ტატო კოტეტიშვილის „ანემია“ (1988 წელს კიევის საერთაშორისო კინო-ფესტივალზე ლევან აბაშიძე საუკეთესო სამსახიობო ნამუშევრისათვის დაჯილდოვდა მთავარი პრიზით) და „ქალაქის ცხოვრება“ (1990), ლანა ღოღობერიძის „ორომტრიალი“ (1986), გუგული მგელაძის „ფესვები“ (1987), მიხეილ კალატოზიშვილის „სკაპენის ოინები“ (1985), ალექსანდრე კაიდანოვსკის „სტუმარი“ (ლენფილმი, 1987) და სხვა.

დაიღუპა ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტის (1992–1993) დროს, ზემო ეშერასთან. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

შთამომავლობით ლევანი, ერეკლე II-ის პირდაპირი შთამომავალი იყო – თეკლე ბატონიშვილის შტოდან.

ფილმოგრაფია

ლიტერატურა

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 22, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში

Tags:

მსახიობი ლევან აბაშიძე ბიოგრაფიამსახიობი ლევან აბაშიძე ფილმოგრაფიამსახიობი ლევან აბაშიძე ლიტერატურამსახიობი ლევან აბაშიძე რესურსები ინტერნეტშიმსახიობი ლევან აბაშიძე1963199222 მაისი7 სექტემბერითბილისისაქართველოს სსრსოხუმისსრკქართველები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ევროპაოპერაახალქალაქირთველიტყეშვიდი მომაკვდინებელი ცოდვაკვადრატიარაბთა დაპყრობითი ომებიშუა საუკუნეებიერეკლე IIბუდიზმიდანიატერორიზმიმზის სისტემაარაბთა გაერთიანებული საამიროებიმთვარეფინიკიელებიფარსმან II ქველიდასავლეთ რომის იმპერიის დაცემათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიფილიპინებივულკანიქანი (გეოლოგია)მაიმუნებიკულტურაზურა ყიფშიძეპაბლო პიკასოთამარ გვერდწითელიკრიშტიანუ რონალდუჩერნობილის კატასტროფაალბერტ აინშტაინიბალეტისაქართველოს სამეფოამერიკასაქართველო VI საუკუნეშინარკომანიაფეხბურთითორნიკე ერისთავიბაში-აჩუკი (ფილმი)მიტოზინიჰილიზმიეთიოპიამღრღნელებიბეჰემოთიაფროდიტეშვიდწლიანი ომიგიორგი ნიკოლაძემარკეტინგიგარემოს დაცვანაპოლეონ ბონაპარტიწითელაევოლუციალადო ასათიანიჩრდილოეთი ამერიკაიაპონიაკაცხის სვეტიალუდა ქეთელაური (მომღერალი)საქართველო IV საუკუნეშივნების კვირამარილებიმსოფლიოს ქვეყნების დედაქალაქების სიამარიხუანამეწყერილითიუმიგურამ დოჩანაშვილისაქართველო XVIII საუკუნეშილაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალიპარხლის I ოთხთავიავსტრალიაბუნების დაცვანოე ჟორდანიათამარ მეფეაზერბაიჯანიხეოფსის პირამიდათურქეთის ისტორიამარკ ტვენინაწლავები🡆 More