კრივი-რიჰი

კრივი-რიჰი, კრივოი-როგი (უკრ.

კრივი-რიჰის საქალაქო საბჭოსა და რაიონის ცენტრი, რომლის შემადგენლობაშიც თავად არ შედის. გაშენებულია მდინარე ინჰულეცისა და საკსაჰანის შესართავზე. ეკუთვნის დნიპროპეტროვსკის ოლქს. ქალაქ დნიპროდან დაშორებულია 150 კმ-ით. თავისი 630 ათასი მცხოვრებით არის უკრაინის სიდიდით მე-8 ქალაქი და ამავდროულად ყველაზე დიდი ქალაქი უკრაინაში, რომელიც არ წარმოადგენს ოლქის (რეგიონის) ცენტრს. არის კრივი-რიჰის რაიონის ცენტრი. თავად ქალაქი იყოფა 7 რაიონად.

ქალაქი
კრივი-რიჰი
Кривий Ріг
კრივი-რიჰი
დროშა გერბი
კრივი-რიჰი კრივი-რიჰი

ქვეყანა უკრაინის დროშა უკრაინა
შიდა დაყოფა Dovhyntseve Raion, Inhuletskyi District, Metallurgical Raion, Pokrovskyi District, Saksahanskyi District, Ternivskyi District და Tsentralno-Miskyi District
კოორდინატები 47°55′00″ ჩ. გ. 33°15′00″ ა. გ. / 47.91667° ჩ. გ. 33.25000° ა. გ. / 47.91667; 33.25000
ქალაქის მეთაური Yurii Vilkul
დაარსდა XVII საუკუნე
პირველი ხსენება 27 აპრილი 1775
ამჟამინდელი სტატუსი 1919
ფართობი 407.3 კმ²
ცენტრის სიმაღლე 84±1 მეტრი
მოსახლეობა 710,400 კაცი
სიმჭიდროვე 2,559 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+2 და UTC+3
სატელეფონო კოდი +380 56(4)
საფოსტო ინდექსი 50001
საავტომობილო კოდი AE და КЕ / 04
ოფიციალური საიტი kryvyirih.dp.ua
კრივი-რიჰი — უკრაინა
კრივი-რიჰი

დასახელება და ლეგენდები

ქალაქი მე-17 საუკუნეში დააარსეს ზაპოროჟიელმა კაზაკებმა. პირველად წერილობით წყაროებში იხსენიება 1775 წელს, როგორც საფოსტო სადგური კრემენჩუკსა და ხერსონს შორის. სახელთან მრავალი თქმულებაა დაკავშირებული: ერთი ვერსიის თანახმად მისი ერთ-ერთი დამაარსებელი კაზაკის მეტსახელი იხო რიჰ (როგ, რქა), ხოლო მეორე ვერსიის მიხედვით დასახლებას ეს სახელი ეწოდა მისი ლანდშაფტის გამო, რადგან მდინარეების შეერთების ადგილზე დაბლობს მომრგვალო რკალის ფორმა აქვს, მრუდე რქის მსგავსად. დასახლების (თავდაპირველად სოფლის) სტატუსი მიენიჭა 1857 წელს და მალევე, 1860 წელს მიიღო დაბის სტატუსი, ხერსონის გუბერნიის შემადგენლობაში. დასახლებისთვის გარდამტეხი იყო 1881 წელი, როცა აქ დაიწყო რკინის მადნის მოპოვება. მე-20 საუკუნის დასაწყისიდან ქალაქი სწრაფად იზრდებოდა. ქალაქად გამოცხადდა 1919 წელს. იყო მახნოს კომუნისტურ-ანარქისტული გადატრიალების მცდელობის ერთ-ერთი ცენტრი. 1941-1944 წლებში ოკუპირებული იყო ნაცისტური გერმანიის მიერ და მასთან წითელი არმიის ბრძოლებისას ძლიერ დაზიანდა.

სქოლიო

Tags:

დნიპროპეტროვსკის ოლქიუკრაინაუკრაინული ენაქალაქი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ავსტრიალურჯი ვეშაპიაპენდიციტილეიკოციტებიშხარაკახეთის აჯანყება (1659)ფოთიპრელუდია (სექსი)სასმელი წყალიპრომეთეტერორიზმინოე სულაბერიძეჯიხვიქრისტეფორე კოლუმბიმარქსიზმიდავითიანი (ნაწარმოები)ლომიქუნთრუშათბილისის მეტროპოლიტენიr1841ნათურავაჟა მარგველაშვილივახტანგ VIხორვატიაპანკრეასისვანური კოშკიზენონი (იარაჯული)ერეკლე II-ის ოჯახიქაქუცა ჩოლოყაშვილიდისლექსიადელფინებიგერგეტის სამების ეკლესიაკალათბურთიშინაური კატასუნთქვაარჩვიჰარი პოტერიაგენტიამიერკავკასიური ზაზუნასისხლიალავერდისაქართველოს გეოგრაფიაბაგრატის ტაძარიGoogleთამარ მეფეიბერიაპეტუნიაიოსებ სტალინიხელისუფლების დანაწილებაკუბური მეტრიშინაური ძაღლისამკუთხედიკახეთინიკა არაბიძესაქართველოს ბრძოლების სიამერაბ კოსტავა25 აპრილიტოლგვერდა სამკუთხედიაფრიკაპრიზმახარებამტკვარიყივანახველაისლამიაბანოთუბანიასტრიდ ლინდგრენისასანიანთა იმპერიაგიორგი I (საქართველოს მეფე)პარიზინიადაგიბუნებრივი გადარჩევასაქართველოს კონსტიტუციაფოლკლორიდედა ენახმოვანითბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი🡆 More