გასეირნება ყარაბაღში - კონფლიქტის ზონა — მწერალ აკა მორჩილაძის რომანებზე დაფუძნებული 2009 წლის ქართული ფილმი.
„გასეირნება ყარაბაღში - კონფლიქტის ზონა“ | |
---|---|
რეჟისორი | ვანო ბურდული |
როლებში | ზურაბ ინგოროყვა მიშა მესხი (უმცროსი) ნინი ბადურაშვილი ლევან დობორჯგინაძე ზურაბ ყიფშიძე გიორგი ყიფშიძე |
კომპოზიტორი | ნიაზ დიასამიძე |
ქვეყანა | საქართველო |
ენა | ქართული რუსული აზერბაიჯანული |
წინა | გასეირნება ყარაბაღში (2005) |
შემდეგი | ბოლო გასეირნება (2012) |
მისი წინამორბედი ფილმისგან განსხვავებით მოვლენების ეპიცენტრი აფხაზეთშია, სადაც წინა სერიის მთავარი გმირი, გიო იბრძვის. სოხუმელი სნაიპერი სახელად სპარტაკა ასევე მის რაზმშია. მოულოდნელად მოდის დავალება აზერბაიჯანში გამგზავრებასა და ჭურვების ჩამოტანაზე. გიო რჩება ფრონტზე და თბილისში სპარტაკას უშვებს. სპარტაკა აკითხავს გოგლიკოს, რომელიც სრულ სასოწარკვეთაშია და უმიზნოდ ცხოვრობს. მაგრამ ნაცნობი აზერბაიჯანელი გენერლის, ნურიევის მიგნება მხოლოდ მას შეუძლია. ჭურვები ნებისმიერი ფასით უნდა იქნას ჩატანილი დანიშნულების ადგილზე.
This article uses material from the Wikipedia ქართული article კონფლიქტის ზონა (გასეირნება ყარაბაღში 2), which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.