2006 კოდორის კრიზისი

კოდორის კრიზისი (2006) — სამხედრო-პოლიტიკური კრიზისი 2006 წლის ივლისში, რომლის დროსაც საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა განდევნეს კოდორის ხეობიდან გასამხედროებული დაჯგუფება „მონადირის“ წევრები და აღუდგინეს რეგიონზე კონტროლი ცენტრალურ მთავრობას.

კოდორის კრიზისი (2006)
2006 კოდორის კრიზისი
კოდორის ხეობა
თარიღი 25 ივლისი27 ივლისი 2006
მდებარეობა კოდორის ხეობა
შედეგი საქართველოს მთავრობის გამარჯვება
მხარეები
საქართველოს დროშა საქართველო მონადირე
მეთაურები
ვანო მერაბიშვილი ემზარ კვიციანი
დანაკარგები
5 სპეცრაზმელი უცნობია

წინაისტორია

შეიარღებული დაჯგუფება „მონადირე“ ჩამოყალიბდა 1992 წელს, აფხაზეთის ომის მიმდინარეობისას. სწორედ „მონადირეს“ საქმიანობას ასახელებენ ერთ-ერთ მთავარ მიზეზად თუ რატომაც ვერ შეძლეს აფხაზეთის სეპარატისტული რესპუბლიკის სამხედრო ძალებმა კოდორის ხეობის ზედა ნაწილის დამორჩილება. დაჯგუფება შედგებოდა 300-400 ადამიანისგან, ძირითადად ადგილობრივი სვანებისგან. მათი ლიდერი იყო ემზარ კვიციანი. „მონადირე“ პატრულირებდა და იცავდა კოდორის ხეობას გარეშე მტრის შემოჭრისგან. 1998 წელს საქართველოს მთავრობამ „მონადირე“ შეიყვანა საქართველოს შეიარაღებულ ძალების შემადგენლობაში ცალკეული ბატალიონის სტატუსით, თუმცა ფაქტობრივად იგი ცენტრალური მთავრობისგან დამოუკიდებლად მოქმედებდა. ოფიციალური სტატუსის მინიჭების შემდეგ დაჯგუფების შეიარაღებაზე, ძირითადად მსუბუქი ტიპის იარაღით, უკვე თავდაცვის სამინისტრო ზრუნავდა. 2001 წელს საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ემზარ კვიციანი თავის რწმუნებულად დანიშნა კოდორის ხეობაში. 2003 წლის ვარდების რევოლუციის დროს „მონადირე“ მხარს ედუარდ შევარდნაძეს და მაშინდელ მთავრობას უჭერდა, რაც შემდგომში დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი გახდა დაჯგუფებასა და ახალ მთავრობას შორის. 2004 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა მიხეილ სააკაშვილმა, ხოლო საპარლამენტო არჩევნებში — „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“. იმავე წლის დეკემბერში გაუქმდა პრეზიდენტის რწმუნებულის წოდება, 2005 წლის აპრილში კი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი იქრუაშვილმა ხელი მოაწერა განკარგულებას „მონადირის“ დაშლის შესახებ.

კონფლიქტი

თავდაცვის სამინისტროს განკარგულების მიხედვით „მონადირე“ უნდა განიარაღებულიყო, თუმცა ეს ასე არ მოხდა. კოდორის ხეობის მოსახლეობამ გააპროტესტა მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რადგან მიიჩნევდა, რომ „მონადირე“ მნიშვნელოვნად იცავდა კოდორს აფხაზეთის სეპარატისტული რესპუბლიკის სამხედრო შენაერთებისგან. 2006 წლის 22 ივლისს დაჯგუფებამ მთავრობას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა.

2006 წელს საქართველოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დახურული სხდომა ჩატარდა, რომელსაც ესწრებოდნენ: კომიტეტის მაშინდელი თავმჯდომარე გივი თარგამაძე, ასევე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხვა წევრები: გიგა ბოკერია, გიორგი გაბაშვილი, ივლიანე ხაინდრავა, ფიქრია ჩიხრაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ირაკლი ალასანია.

ხელისუფლება „მონადირის“ განიარაღებას მოითხოვდა, ვინაიდან თვლიდა, რომ არაფორმალური შეიარაღებული დაჯგუფების არსებობა ქვეყანაში დაუშვებელი იყო. მის საწინააღმდეგო აზრზე ირაკლი ალასანია აღმოჩნდა. ალასანია მიიჩნევდა, რომ „მონადირის“ ამ ფორმით გაუქმება შეცდომა იყო, რადგან „მონადირე“ ადგილობრივი მოსახლეობისგან შედგებოდა, რომლებიც ზედმიწევნით იცნობდნენ კოდორის ხეობას და შეეძლოთ მისი დაცვა. ალასანია ამტკიცებდა, რომ მას „მონადირის“ წევრებისგან ჰქონდა ინფორმაცია, რომ ისინი მზად იყვნენ, აღრიცხულიყო მათი იარაღი და გადასულიყვნენ სამართალდამცავი ორგანოს დაქვემდებარებაში. რომელი იქნებოდა ეს ორგანო, ეს თავად ხელისუფლებას უნდა განესაზღვრა. ამ რაზმის დაშლა კი, ალასანიას რწმენით, კოდორის ხეობის ფაქტობრივად დაუცველად დატოვების ტოლფასი იქნებოდა.

ფრაქცია „ახალი მემარჯვენეების“ წევრი, სხდომის მონაწილე ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, ალასანია საკმაოდ არგუმენტირებულად ადასტურებდა თავის პოზიციას და მოითხოვდა, რომ „მონადირე“ შენარჩუნებულიყო, მაგრამ საქართველოს შეიარაღებული ძალების კონტროლქვეშ. ჩიხრაძე ასევე იხსენებს, რომ სხდომაზე მან თავისი ფრაქციის სახელით ალასანიას მხარდასაჭერი განხცადება გააკეთა. ალასანიამ და ხელისუფლების მცირე ნაწილმა კომიტეტს პროექტი შესთავაზეს, რომლის თანახმად, „მონადირე“ უნდა შენარჩუნებულიყო, ხოლო ბატალიონის იმ წევრებს, რომელებსაც კანონდარღვევაში ედავებოდნენ, ქვედანაყოფი უნდა დაეტოვებინათ, კოდორის ხეობის უსაფრთხოება კი ადგილობრივი მოსახლეობისგან დაკომპლექტებულ ოფიციალურ ბატალიონს უნდა დაეცვა. ამის მიუხედავად, კომიტეტის სხდომაზე ალასანიას და მისი თანამოაზრეების გეგმამ მხრადაჭერა ვერ ჰპოვა და საქართველოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა მხარი ირაკლი ოქრუაშვილის ინიციატივას დაუჭირა, რომელიც ამტკიცებდა, რომ „მონადირე“ უნდა დაშლილიყო და კოდორის ხეობის უსაფრთხოება არა ადგილობრივ, არამედ ოფიციალურ საჯარისო ფორმირებებს უნდა დაეცვათ, ხოლო „მონადირეს“ წინააღმდეგ უნდა ჩატარებულიყო სპეცოპერაცია მისი წევრების განიარაღებისა და რეგიონზე ცენტრალური მთავრობის ძალაუფლების აღდგენისთვის.

2006 წლის 25 ივლისს მთავრობამ დაიწყო საპოლიციო სპეცოპერაცია სამხედრო შენაერთების დახმარებით კოდორის ხეობის „მონადირისგან“ გაწმენდის მიზნით. სპეცოპერაციაში დაახლოებით 800 სამართალდამცველი მონაწილეობდა. 26 ივლისს სამთავრობო ძალებმა შეძლეს დაჯგუფების 60-კაციანი შენაერთის განიარაღება. შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა კვიციანს ულტიმატუმი წაუყენა ერთ საათში იარაღის დაყრის და დანებების მოთხოვნით, თუმცა ეს შემოთავაზება კვიციანმა არ მიიღო. ამის შემდეგ სამართალდამცველებმა ცეცხლი გაუხსნეს ემზარ კვიციანის სახლს სოფელ ჩხალთში, შემდგომ კი მას საჰაერო დარტყმები მიაყენა ავიაციამ. თვითონ ემზარ კვიციანმა მოახერხა თავი რუსეთისთვის შეეფარა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საზღვარზე კვიციანს რუსეთის მესაზღვრეები და სპეცსამსახურები მიეგებენ და მისი უსაფრთხოება უზრუნველყვეს. 27 ივლისს მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა სპეცოპერაციის დასრულებისა და კოდორზე ცენტრალური მთავრობის კონტროლის აღდგენის შესახებ.

სპეცოპერაციის დროს დაიღუპა ხუთი სპეცრაზმელი.

რეაქცია

გაეროს რეაქცია

2006 წლის 13 ოქტომბერს გაეროს გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად მიიღო რეზლუცია №1716, რომელმაც შეშფოთება გამოთქვა საქართველოს მიერ კოდორის ხეობაში შეიარაღებული ძალების შეყვანის თაობაზე და მოუწოდა კონფლიქტის ორივე მხარეს პატივი სცეს 1994 წლის მოსკოვის შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს არ ჰქონდა უფლება შეეყვანა შეიარაღებული ძალები აფხაზეთში.

სქოლიო

Tags:

2006 კოდორის კრიზისი წინაისტორია2006 კოდორის კრიზისი კონფლიქტი2006 კოდორის კრიზისი რეაქცია2006 კოდორის კრიზისი სქოლიო2006 კოდორის კრიზისი2006კოდორის ხეობასაქართველოს შეიარაღებული ძალები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალითეიმურაზ IIრაჭარითმაუქმე დღეები საქართველოშიევროპაცენტნერიევთანაზიაქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოანტონიმიდედამიწააუტიზმივერცხლისწყალიდიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენასაქართველოს პრეზიდენტიწმინდა სამების საკათედრო ტაძარიტრეფიკინგიფერების სიმბოლიზმი და ფსიქოლოგიაანტანტაეოზონოფილებიმთლიანი შიდა პროდუქტიპარაზიტიზმიშავი ზღვაღანძილიაზიადედოფალაანანურის ციხეთავის ტვინიკუნილინგუსივიტამინებისაქართველოს სსრ წითელი წიგნიჭადრაკიალავერდისინონიმებისუვერენიტეტითირკმელირუსუდანიჯუმბერ ლეჟავაიგიფეხბურთიგოდერძი ჩოხელიზღვის კუებისაქართველოებრაელებიმორალიქართლის გაქრისტიანებალავრენტი ბერიაეგვიპტეალუდა ქეთელაური (მომღერალი)ნეიტროფილებიქართული დამწერლობაისლანდიამონაკოჩარლი ჩაპლინიტოტალიტარიზმიბიოლოგიური სისტემატიკააზოტიევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითზურმუხტიდანიარომანტიზმიგოგირდიმსოფლიოს ქვეყნები ფართობის მიხედვით26 აპრილითბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიშარკა ბლუფობიების სიაგორიკირჩხიბი (ასტროლოგია)რიონიელექტრული დენიალკოჰოლიზმირკინასტოიციზმიიუპიტერიხელოვნური ინტელექტიკუებიტყეაშშ-ის შტატებისა და ტერიტორიების სია🡆 More