იშქელის ტბა

იშკელის ტბა (არაბ.

بحيرة اشكل‎) — ტბა ჩრდილოეთ ტუნისში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს სიახლოვეს. ტბა და იშკელის ეროვნული პარკის ვეთლენდები მნიშვნელოვანი გაჩერებაა ყოველწლიურად ასეულ ათასობით გადამფრენი ფრინველისთვის. მათ შორის არიან იხვები, ბატები, ყანჩები და ვარდისფერი ფლამინგოები. 1980 წელს პარკი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შევიდა, მაგრამ 1996 - 2006 წლებში ის შედიოდა საფრთხის ქვეშ მყოფ ძელგთა სიაში, რადგან ტბის მასაზრდოებელ მთავარ მდინარეზე დამბის აშენებამ მნიშვნელოვნად შეცვალა ტბისა და ვეთლენდების ეკოლოგიური ბალანსი.

იშკელის ეროვნული პარკი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

იშქელის ტბა
ქვეყანა ტუნისის დროშა ტუნისი
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები x
სია [1]
რეგიონი** არაბული სახელმწიფოები
კოორდინატები 37°10′00″ ჩ. გ. 9°40′00″ ა. გ. / 37.16667° ჩ. გ. 9.66667° ა. გ. / 37.16667; 9.66667
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1980  (მე-4 სესია)
ნომერი 8
საფრთხის ქვეშ 1996-2006 -
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 8
ინგლ.რუს.ფრ.

იმის გამო, რომ დამბამ შეამცირა ტბაში მტკნარი წყლის ჩადინების რაოდენობა, მტკნარი წყლის არაერთი მცენარე სიმლაშის მოყვარულმა ჩაანაცვლა. ამ ცვლილებამ მნიშვნელოვნად უარყოფითად იმოქმედა გადამფრენ ფრინველებზე, რომლებიც ამ მცენარეებს საკვებად იყენებდნენ.

იუნესკოს ოფიციალური ვებ-გვერდის თანახმად, ტუნისის მთავრობამ გააუქმა მტკნარი წყლის შემაკავებელი ზოგიერთი ჯებირი, შესაბამისად იკლო მარილიანობამ, რის შემდეგაც 2006 წელს, იუნესკომ ობიექტი საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა სიიდან ამოიღო.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

Tags:

198019962006არაბული ენაიუნესკოიხვებიმსოფლიო მემკვიდრეობამსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საფრთხის ქვეშტბატუნისი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

მთვარეასი ათასი მოწამენინო წილოსანითენგიზ კიტოვანიზოროასტრიზმიწყალიმალდივის რესპუბლიკაელენე ხოშტარიაგიორგი ჭანტურიაჰოჯკინის ლიმფომაფსორიაზირაჭატყემალივიკიპედიასაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაიოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთევერძი (ასტროლოგია)ღრიანკალი (ასტროლოგია)ვნების კვირასაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროშოთა რუსთაველიბათუმის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიამონანიება (ფილმი)ანჩისხატირუსული დამწერლობაალექსანდრე ყაზბეგიყარსის ხელშეკრულებასასწორი (ასტროლოგია)მსოფლიოს ქვეყნები და ტერიტორიები მოსახლეობის მიხედვითეპილეფსიაშვიდი მომაკვდინებელი ცოდვაყაზახეთისოლომონის ტაძარიისრაელის გეოგრაფიავლადიმერ ლენინიჩაკრულოგოლგოთაშარლ მიშელიკეთრისაქართველოს სოფლებიიტალიააბრაამ ლინკოლნიარასამთავრობო ორგანიზაციარუის-ურბნისის საეკლესიო კრებასნობიალცჰაიმერის დაავადებაბორჯღალასაბერძნეთიმეფე ლომიენდროპიერ ოგიუსტ რენუარიაფრიკაბაგრატიონთა დინასტიის ბიბლიური წარმომავლობის მტკიცებულებალევან ხაბეიშვილისხვისი შვილებიავსტრიავახტანგ I გორგასალისომხეთის ისტორიახარებაგიორგი სააკაძესაიდუმლო სერობა (ლეონარდო და ვინჩი)მემარცხენეობამელქისედეკ III (კათოლიკოს-პატრიარქი)გიგა ბოკერიაქართული ფილმების სიაქვეყნების სატელეფონო კოდების სიაშენგენის ზონაგიორგი მარგველაშვილიტელეფონების ნომრები საქართველოშიდისიდენტითენგიზ აბულაძეუფლის კვართითირკმელიქართლიტიციან ტაბიძესაქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდიგიორგობა🡆 More