ზაქირ კარალოვი

ზაქირ ბაქირ ოღლუ კარალოვი (აზერ.

13 იანვარი 1956, ორმაშენი, დმანისი, საქართველო) — საქართველოში დაბადებული აზერბაიჯანელი პოლიტიკოსი, რომელიც 2000-2020 წლებში აზერბაიჯანის მთავარი პროკურორი იყო. კარალოვი არის პარტია ახალი აზერბაიჯანი წევრი, რომელიც აზერბაიჯანის მმართველი პარტიაა. მთავარი პროკურორის თანამდებობაზე 20 წელი გაატარა. მანამდე მუშაობდა განჯის მთავარ პროკურორად.

ზაქირ კარალოვი
აზერ. Zakir Qaralov
ზაქირ კარალოვი აზერ. Zakir Qaralov
აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავარი პროკურორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
26 აპრილი 2000 – 1 მაისი, 2020
პრეზიდენტი  ჰეიდარ ალიევი
ილჰამ ალიევი
პრემიერ-მინისტრი  არტურ რასიზადე
ილჰამ ალიევი
არტურ რასიზადე
წინამორბედიელდარ ჰასანოვი
მემკვიდრექამრან ალიევი

დაბადებული13 იანვარი, 1956 (1956-01-13) (68 წლის)
ორმაშენი, დმანისი
საქართველოს დროშა საქართველო
მოქალაქეობააზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
პოლიტიკური პარტიაახალი აზერბაიჯანი
შვილები2
განათლებაბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროფესიაიურისტი
საქმიანობაპროკურორი
ჯილდოებიზაქირ კარალოვი ზაქირ კარალოვი

ბიოგრაფია

კარალოვი დაიბადა 1956 წლის 13 იანვარსს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ორმაშენში. დაწყებითი განათლება მიიღო ქალაქ დმანისის რუსულენოვან საჯარო სკოლაში. 1979 წელს დაასრულა ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და დაიწყო მუშაობა პროკურატურაში. 1981 წელს ბაქოს საბაილის რაიონის პროკურორის თანაშემწედ და 1981-2000 წლებში აზერბაიჯანის მთავარ პროკურატურაში მუშაობდა. 2000 წლის 25 აპრილიდან 2020 წლის 1 მაისამდე აზერბაიჯანის მთავარი პროკურორი. პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის წევრია.

დაოჯახებულია და ჰყავს ორი შვილი.

კარიერა

2005 წელს, კარალოვმა მან დაადანაშაულა საპარლამენტო ოპოზიცია შეთქმულებაში, რა დროსაც იგი განაცხადა და გააფრთხილა, რომ სომხეთის მიერ მხარდაჭერილი მთავრობის ოპონენტები ამზადებენ შეთქმულებას აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის წინააღმდეგ.

2007 წელს, მთავარი პროკურორის რანგში, კარალოვი თავისი განცხადებებით იცავდა ჟურნალისტ ეინულა ფატულაევის დაპატიმრებას. ის აცხადებდა, რომ იგი ირანის დაფინანსებით ტერორისტულ საქმიანობას ეწეოდა აზერბაიჯანის მთავრობის წინააღმდეგ. მან განაცხადა, რომ ფატულაევის დაკავება და დაპატიმრება არ უნდა იყოს აღქმული, როგორც ნიშანი იმისა, რომ აზერბაიჯანი არ იცავს პრესის თავისუფლებას.

კარალოვი, 2009 წლის საკანონმდებლო ცვლილებით ისარგებლა, რომელიც მოხსნა შეზღუდვები მთავარი პროკურორის ვადებთან დაკავშირებული.

2011 წელს, კარალოვმა განაცხადა, რომ მისი უწყება მიიღებს ზომებს ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან კორუფციასა და მექრთამეობაში. "იმისათვის, რომ მოვითხოვოთ იგივე დამოკიდებულება სხვებისგან და გვქონდეს მორალური უფლება კორუმპირებული ჩინოვნიკების საქმიანობის გამოძიების, ჩვენ უნდა დავიწყოთ ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ საკუთარი თავიდან" – დასძინა მან, რა დროსაც გააკრიტიკა "მდიდრული ცხოვრება" ზოგიერთი აზერბაიჯანელი ჩინოვნიკის.

მას შემდეგ, რაც 2011 წელს დაიწყო პროტესტები აზერბაიჯანის მთავრობის წინააღმდეგ, კარალოვმა პირობა დადო, რომ "ჩაახშობდა" აქციებს და არ მისცემდა უფლებას იმისა, რაც მოხდა "სხვა ქვეყნებში". სავარაუდოდ მან ამით მიანიშნა ეგვიპტის, ლიბიის და ტუნისის მოვლენებზე. აპრილის დაგეგმილი აქციის წინ, კარალოვმა დაადანაშაულა ოპოზიციის ლიდერები ალი ქარიმლი და ისა გამბარი, რომლებიც მისი (კარალოვის) განცხადებით ასრულებდნენ უცხო ქვეყნების მითითებებს და დაიბარა ორივე ლიდერი დაკითხვაზე, რის შემდეგაც ისინი გაათავისუფლა.

სქოლიო

Tags:

13 იანვარი1956აზერბაიჯანიაზერბაიჯანული ენაახალი აზერბაიჯანი (პარტია)განჯადმანისის მუნიციპალიტეტიორმაშენისაქართველო

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

საფრანგეთის რევოლუციასხალთის ტაძარიალტრუიზმისალომე ზურაბიშვილითეთრი დათვიმარტყოფისულეიმან Iენგურის ჰიდროელექტროსადგურიფარნავაზ Iრეალ მადრიდი (საფეხბურთო კლუბი)ცხოველებიგერმანიის ქალაქების სიაბაქტერიებიმგელიBMW M5ანტარქტიდასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირისაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაალკენიშავი ზღვაგერმანიაათენიაჭარის ავტონომიური რესპუბლიკაბაროკობაგრატ III (საქართველოს მეფე)გეომეტრიული პროგრესიავარდილაშა ბექაურიკუთხეჩერნობილის კატასტროფაბაბუაწვერაFacebookნეკერჩხალივენაავსტრალია (კონტინენტი)ვერძი (ასტროლოგია)ხელოვნებაკაცია-ადამიანი?!გიორგი V ბრწყინვალეგონიოს ციხეWizz Airლელა წურწუმიასლოვენიაამერიკის შეერთებული შტატებიჰიპერბოლა (ენა)ელექტრული დენიმონა ლიზასტამბოლიექვთიმე თაყაიშვილიმღრღნელებიივანე ჯავახიშვილისიტყვარაჭაევროსაქართველოს სახელმწიფო გერბისაერთაშორისო სამართალინევრასთენიამთლიანი შიდა პროდუქტისეფსისიმზეტიფლისი (ტელესერიალი)ბედიის მონასტერისაქართველო XV საუკუნეშიძალააზერბაიჯანიქართული გვარისაბჭოთა ცენტრალური აზიაოქროს საწმისიბიბლიააფხაზებივაჟა-ფშაველასიზმარისაქართველოს დიდი სოფლებიესპანეთი🡆 More