ვარსკვლავებიანი ღამე (ნიდერლ.
სურათზე გამოსახულია სოფლისა და ცის ხედი მზის ამოსვლამდე, სენ-რეიმ-დე-პროვანსის თავშესაფრის აღმოსავლეთ ფანჯრიდან. ნახატი 1941 წლიდან ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ინახება. ის აღიარებულია დასავლური ხელოვნების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნამუშევრად.
ვარსკვლავებიანი ღამე | |
---|---|
The Starry Night[1] [2] [3] და Sterrennacht[4] | |
ავტორი | ვინსენტ ვან გოგი |
წელი | 1889 |
კატალოგი | F612 და JH1731 |
ტიპი | ზეთის საღებავები, ტილო |
სიმაღლე | 73 |
სიგანე | 92 |
ქალაქი | ნიუ-იორკი |
მუზეუმი | თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი |
„ვაღიარებ, არ ვიცი რატომ, მაგრამ ვარსკვლავების დანახვა ყოველთვის ოცნების გუნებაზე მაყებებს.“ |
შეიძლება ამიტომაცაა, რომ სიცოცხლის უკანასკნელ წლებში, კერძოდ არლში ყოფნისას, ვან გოგი ხშირად უბრუნდებოდა ღამის თემას. არლში მან ღამის ორი შესანიშნავი პეიზაჟი დახატა: „კაფეს ტერასა საღამოს ფორუმის მოედანზე“ და „ვარსკვლავებიანი ღამე მდინარე რონაზე“. ორივე ტილო 1888 წლის სექტემბერშია შექმნილი.
ცხრა თვის შემდეგ მან კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი სურათი შექმნა. მაისი იყო და იგი უკვე ერთი თვის განმავლობაში ნებაყოფლობით მკურნალობდა სენ-რემი-დე-პროვანსის სანატორიუმში, საიდანაც ახლობლებს წერილებს სწერდა. მათ ერთმანეთს ენაცვლებოდა სიმშვიდე და თანაგრძნობა სხვა პაციენტებისადმი. იგი ისე აუღელვებლად ყვება თავისი დეპრესიის შესახებ, თითქოს ქრონიკას წერდეს, რომლის მთავარი გმირიც თითონ არ არის და ეს მით უფრო გასაკვირია, რომ იმ დროს მწვავე შეტვა ხშირად უმეორდება. სამაგიეროდ მისმა ტილოებმა ახალი თავისებურება შეიძინა, რაც მისი მდგომარეობის ლოგიკური შედეგი იყო. სწირედ ამ ახალი სტილითაა შესრულებული ნახატი „ვარსკვლავებიანი ღამე“
ეს სურათი დიდი დინამიზმისა და ენერგიის გამოხატულებაა, რაც მანამდე მხატვრობაში იშვიათი იყო. როგორც გერმანელი ფილოსოფოსი და ფსიქიატრი კარლ იასპერსი აღნიშნავდა ვან გოგის შესახებ დაწერილ ნაშრომებში, საგანი, როგორც ინდივიდუალური, კერძო ცნება, თანდათანობით ქრება და ადგილს უთმობს საერთო ორომტრიალს. მისი თქმით ვან გოგს აღარ სურდა რაიმეს აღწერა, ის თავისი სულიერი მდგომარეობის გამოხატვას ესწრაფოდა. კაშკაშა მთვარეს ერწყმის მოელვარე კვიპაროსების მონუმენტური და ბნელი სილუეტი. წითლით შემოვლებული და ყვითლად დაწინწკლული ხეები აწონასწორებს ცის ბრწყინვალებას და კლაკნილი ხაზების მიუხედავად სრულყოფილ სახეს სძენს ნამუშევარს. ვინსენტი არ ჩანდა ძალიან კმაყოფილი ამ ნამუშევრით, რადგანაც იგი გოგენთან აახლოვებდა, მაგრამ „ვარსკვლავებიანი ღამე“ ნამდვილად იშვიათი საგანძურია ვან გოგის შემოქმედებიდან.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ვარსკვლავებიანი ღამე, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.