ეირის ტბა

ეირის ტბა, კატი-თანდა (ინგლ.

მდებარეობს სამხრეთ ავსტრალიის შტატში. წარმოადგენს ავსტრალიის უდიდეს გაუდინარ მლაშე ტბას. მოქცეულია დიდი არტეზიული აუზის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, დეპრესიაში, ზღვის დონიდან –9-დან –15 მ-ით დაბლა. ზედაპირის ფართობი 9500 კმ². შედგება ჩრდილო და სამხრეთი ნაწილისაგან; პირველის სიგრძე 144 კმ-ია, სიგანე 65 კმ. ვიწრო გოიდერის არხით შეერთებულია ეირის ტბის სამხრეთ ნაწილთან, რომლის სიგრძეა დაახლოებით 65 კმ, სიგანე 24 კმ. მშრალ სეზონში დეპრესიაში მაინც რჩება წყალი. იკვებება პერიოდული მდინარეების წყლებით, რომლებიც ტბამდე მხოლოდ წყალმოვარდნის პერიოდში აღწევენ. ტბის ქვაბული წყლით მაქსიმალურად ივსება საშუალოდ, საუკუნეში 2-ჯერ, ცალკეულ წლებში შრება. ტბის სამხრეთ ნაწილში ჩამოყალიბებულია მარილის მთლიანი ქერქი, რომლის სისქე 46 სმ აღწევს.

ეირის ტბა
ეირის ტბის თანამგზავრული სურათი
ეირის ტბის თანამგზავრული სურათი
კოორდინატები: 28°22′00″ ს. გ. 137°22′00″ ა. გ. / 28.36667° ს. გ. 137.36667° ა. გ. / -28.36667; 137.36667
მდებარეობა ავსტრალიის დროშა ავსტრალია
ფართობი 9,500 კმ²
ეირის ტბა — ავსტრალია
ეირის ტბა

სახელი ეწოდა ინგლისელი მოგზაურის ედვარდ ჯონ ეირის პატივსაცემად, რომელმაც 1840 წელს აღმოაჩინა ტბა.

1964 წელს ბრიტანელმა ავტომრბოლელმა დონალდ კემპბელმა ტბის რაიონში დაამყარა საავტომობილო სიჩქარის რეკორდი: Bluebird-Proteus CN7-ით განავითარა — 644 კმ/სთ.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

Tags:

ავსტრალიაზღვის დონეინგლისური ენასამხრეთი ავსტრალიაწყალმოვარდნა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ივანე მაჩაბელიაზერბაიჯანიქართული სამზარეულოდუბაიმარტივი რიცხვიფაშიზმისეტყვაკალიებიმამებისა და შვილების ბრძოლაშემოდგომაკალათბურთიმსოფლიოს შვიდი საოცრებაშაორის წყალსაცავიმასონობასაქართველოს გეოგრაფიაპროტესტანტული რეფორმაციადავითგარეჯაზებრებიდავით კლდიაშვილიზმნიზედაალცჰაიმერის დაავადებადედამიწაპომპეუსის ლაშქრობა საქართველოშიდაუნის სინდრომისოლომონ IIბრაზილიარომიყეენის მთარომის იმპერიაოგანესონისაქართველო IX-X საუკუნეებშისქესობრივი აქტიპითაგორას თეორემაზედსართავი სახელისაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიასაქართველოს ოქროს ხანაარაბთა სახალიფოირანიფეხბურთიმარჯნის რიფიტრაპეციაკულტურული მემკვიდრეობის ძეგლიუკრაინადანიაპოლიტიკური გეოგრაფიაპორტუგალიასოციალიზმიქრისტეფორე კოლუმბიკონცეფციადემეტრე Iმგელილაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალიძაღლიმიხეილ სააკაშვილიბესლანის ტერაქტიუილიამ შექსპირიბორჯომისიმონ Iთხის რქა (ასტროლოგია)ევერესტიევროკავშირიხერხემალიკირჩხიბი (ასტროლოგია)საჭმლის მომნელებელი სისტემაფოტოსინთეზილავრენტი ბერიათბოგამტარობაეკონომიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიგალაკტიონ ტაბიძეკოლხეთის სამეფოგონიოს ციხედინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)ილია თოფურიააკაკი წერეთელიბიძინა ჩოლოყაშვილისვანური კოშკიდენის ძალა🡆 More