ეილინ უორნოსი

ეილინ უორნოსი (ინგლ.

29 თებერვალი, 1956 — გ. 9 ოქტომბერი, 2002) — ამერიკელი სერიული მკვლელი. 1989-1990 წლებში ფლორიდის შტატში მოკლა 7 ადამიანი. უორნოსი ამტკიცებდა, რომ მეძავედ ყოფნისას, მისი მსხვერპლნი მის გაუპატიურებას ცდილობდნენ და შესაბამისად, ჩადენილი მკვლელობები სინამდვილეში იყო თავდაცვის მცდელობა. ჩადენილი დანაშაულებისთვის იგი დამნაშავედ სცნეს ყველა ეპიზოდის თანახმად და მიუსაჯეს სიკვდილით დასჯა. განაჩენი აღასრულეს ფლორიდის შტატში; ეილინ უორნოსი დააკავეს 1991 წლის 9 იანვარს. გარდაიცვალა 2002 წლის 9 ოქტომბერს ფლორიდის შტატის ციხეში, სასიკვდილო ინიექციის შედეგად. მის შესახებ გადაღებულია ფილმი „მონსტრი“.

ეილინ უორნოსი
ეილინ უორნოსი
ეილინ უორნოსი
ნამდვილი სახელი ეილინ უორნოსი
დაბ. თარიღი 29 თებერვალი, 1956
დაბ. ადგილი როჩესტერი, მიჩიგანი, აშშ
გარდაცვალების თარიღი 9 ოქტომბერი, 2002
გარდაცვალების ადგილი ბრედფორდი, ფლორიდა, აშშ
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ
განაჩენი სიკვდილით დასჯა
მოტივი ძარცვა

ბიოგრაფია

დაიბადა 1956 წლის 29 თებერვალს, როგორც ეილინ კეროლ პიტმენი. ეილინის დედა — დიანა უორნოსი გათხოვდა 15 წლის ასაკში ლეო დეილი პიტმენზე 1954 წლის 3 ივნისს. დაახლოებით 2 წლის შემდეგ, მანამ სანამ ეილინი დაიბადა, წყვილი ერთმანეთს გაშორდა. ეილინს ჰყავდა უფროსი ძმა სახელად კითი (დ. 1955 წლის თებერვალს). მშობელ მამას ეილინი არასოდეს არ შეხვედრილა, მეტიც, ლეო პიტმენი ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობისათვის გაასამართლეს. მიაჩნდათ, რომ იგი შიზოფრენიით იყო დაავადებული, ხოლო 1969 წელს მან ციხეში თავი მოიკლა.

1960 წლის იანვარს, როდესაც ეილინს თითქმის 4 წელი შეუსრულდა, დიანამ შვილები ბებიასა და ბაბუას მიაბარა. 1960 წლის 18 მარტს მათ ეილინი და კითი იშვილეს. 11 წლის ასაკში სიგარეტების, ნარკოტიკებისა და საკვების სანაცვლოდ სკოლაში სექსუალურ კავშირს ამყარებდა. აგრეთვე, სექსუალურ ურთიერთობაში იმყოფებოდა საკუთარ ძმასთან. ეილინი ამტკიცებდა, რომ პატარა ასაკში იგი საკუთარმა ბაბუამ გააუპატიურა. ბრალდებების თანახმად, ბაბუამისი მანამ სანამ ეილინს გააუპატურებდა, აიძულებდა მას ტანსაცმლის გახდას.

1970 წელს 14 წლის ასაკში იგი დაფეხმძიმდა. იმშობიარა მარტოხელა დედებისათვის განკუთვნილ სახლში და ახალშობილი მალევე მოამზადეს შვილად აყვანისათვის. შვილის გაჩენიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ეილინმა სკოლა მიატოვა. ამავე პერიოდში გარდაეცვალა ბებია. მოგვიანებით სასამართლომ და-ძმა მფარველობის ქვეშ აიყვანა. როდესაც ეილინს 15 წელი შეუსრულდა ბაბუამ იგი სახლიდან გააგდო, რის შემდეგ ეილინი პროსტიტუციით დაკავდა.

1976 წელს ეილინმა გაიცნო 69 წლის ბიზნესმენი, რომელთანაც იქორწინა. იმავე წლის 21 ივლისს ე.ი. დაქორწინებიდან 9 კვირის შემდეგ წყვილი ერთმანეთს გაშორდა. ამ პერიოდში არაერთხელ იყო დაპატიმრებული, ამასთანავე ძმაც გარდაეცვალა. 1986 წელს ქალაქ დაიტონ-ბიჩში ადგილობრივ გეი კლუბში ეილინმა გაიცნო ლესბოსელი სახელად ტირია მური, რომელთანაც ურთიერთობა დაამყარა და პროსტიტუციის გზით ნაშოვნ ფულს მასთან ერთად იყოფდა.

მკვლელობები

  • რიჩარდ მელორი, 51 წლის, 1989 წლის 30 ნოემბერი; ელექტრონიკის მაღაზიის მფლობელი ფლორიდის შტატის ქალაქ კლირუოტერში. უორნოსის პირველი მსხვერპლი იყო დამნაშავედ ცნობილი მოძალადე, რომელიც ეილინმა მისივე თქმით ის თავდაცვის მიზნით მოკლა. ორი დღის შემდეგ, ფლორიდის შტატის ქალაქ ვოლუსში შერიფის თანაშემწემ იპოვა მელორის მიტოვებული ავტომობილი. 13 დეკემბერს მიაგნეს მელორის სხეულს ტყიანი ადგილის სიახლოვეს. მოკლული იქნა სროლის შედეგად, რომელთაგან ორი ტყვია აღმოუჩინეს მარცხენა ფილტვში, რაც გარდაცვალების მიზეზი გახდა.
  • დევიდ სპირსი, 43 წლის მუშაკი ფლორიდის შტატიდან. 1990 წლის 1 ივნისს მისი სხეული იპოვეს მე-19 გზატკეცილზე, სიტრესში. მოკლული იქნა სროლის შედეგად (ესროლეს 6-ჯერ).
  • ჩარლზ კარსკედენი, 40 წლის, 1990 წლის 31 მაისი. 1990 წლის 6 ივნისს მიაგნეს მის სხეულს ფლორიდის შტატის პასკოს ოკრუგში. მოკლული იქნა მცირეკალიბრიანი იარაღით, სროლის შედეგად (ესროლეს 9-ჯერ).
  • პიტერ სიმსი, 65 წლის. 1990 წლის 4 ივლისს ორანჟ-სპრინგზში იპოვეს მისი ავტომობილი. ტირია მურმა და ეილინმა სიმსის ავტომობილი მოიშორეს, ხოლო მანქანის სახელურზე გამოვლინდა უორნოსის თითის ანაბეჭდი.
  • ტროი ბარესი, 50 წლის. ძეხვეულის გამყიდველი ოკალიდან. 1990 წლის 31 ივლისს დაკარგულად გამოცხადდა. 1990 წლის 4 აგვისტოს მისი სხეული იპოვეს ტყიანი ადგილის ტერიტორიაზე. მოკლული იქნა გასროლით (ესროლეს 2-ჯერ).
  • ჩარლზ „დიკ“ ჰამფრისი, 56 წლის. 1990 წლის 12 სექტემბერს იპოვეს მისი სხეული მერიონის ოკრუგში. მოკლული იქნა სროლის შედეგად (ესროლეს 6-ჯერ).
  • უოლტერ ჯენო ანტონიო, 62 წლის. ეილინ უორნოსის უკანასკნელი რიგით მე-7 მკვლელობა. მოკლული იქნა 1990 წლის 19 ნოემბერს.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ეილინ უორნოსი ბიოგრაფიაეილინ უორნოსი მკვლელობებიეილინ უორნოსი რესურსები ინტერნეტშიეილინ უორნოსი სქოლიოეილინ უორნოსი1956198919901991200229 თებერვალი9 იანვარი9 ოქტომბერიადამიანიამერიკელებიგაუპატიურებაინგლისური ენამონსტრი (2003 წლის ფილმი)სერიული მკვლელისიკვდილით დასჯაფლორიდა (შტატი)

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

საქართველოს ქალაქებისაქართველოს სამხედრო წოდებებიმესამე რაიხიBTS (ჯგუფი)ჰემანგიომაიმპრესიონიზმიანბანიშფოთვითი აშლილობებიაფხაზეთის ტურიზმიფარავანისერგო ორჯონიკიძემარჯნის რიფიარაბთა სახალიფობარსელონა (საფეხბურთო კლუბი)კონსტანტინე გამსახურდიაჰარი პოტერი (პერსონაჟი)ეოზონოფილებიათონის ივერთა მონასტერიივანე მაჩაბელიპეტრა (იორდანია)ინდულგენციანევრასთენიაგია ყანჩელიმაიკლ ჯექსონიტაო-კლარჯეთიკასპიის ზღვასოფლის მეურნეობაწიგნი სიბრძნე სიცრუისაისლანდიაბიზანტიის იმპერიაასურელი მამებიმეგრული ენაჭინჭარიგიორგი XIIიერუსალიმის სამეფომონანიება (ფილმი)ვერცხლიხორვატიამცხეთის ჯვრის მონასტერიქართველი მწერლების სიაგიორგობააშშ-ის ისტორიასევასტოპოლისაქართველოს ფაუნაგრიგოლ ხანძთელიმონღოლებიტონასაბერძნეთიდელფინებიMercedes-Benzქრისტეს თორმეტი მოციქულიავსტრალია (კონტინენტი)Memento moriბარდა სკლიაროსიკვარციკონსტანტინოპოლიიტალიაბრიუს ლიდინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)ქართული მითოლოგიააფხაზეთის ომი (1992-1993)9 აპრილის ტრაგედიარუსული დამწერლობაცხენიგამარჯვების დღეჩემი ცოლის დაქალებიგველის-მჭამელიმიგრაციაახალი ზელანდიაგერმანიაქაშვეთის ეკლესიამარქსიზმიმზის სისტემაშინაური ცხენიგარემოს დაბინძურებაშვეიცარიაყარსის ხელშეკრულებაქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა🡆 More