დიმიტრი (დიმა) ჯაიანი (დ.
20 აგვისტო, 1950, სენაკი, საქართველოს სსრ — გ. 9 დეკემბერი, 2017, იზმირი, თურქეთი) — ქართველი მსახიობი და რეჟისორი. საქართველოს სსრ-სა და აფხაზეთის ასსრ სახალხო არტისტი. სახელმწიფო, კოტე მარჯანიშვილისა და გიორგი შერვაშიძის პრემიების ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი, უკრაინის სახელმწიფო „პრესტიჟის“ ორდენის კავალერი.
დიმიტრი ჯაიანი | |
დიმიტრი ჯაიანი აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის კონცერტზე (25 ივნისი, 2017) | |
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2013 – 9 დეკემბერი, 2017 | |
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი, გიორგი მარგველაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილი გიორგი კვირიკაშვილი |
დაბადებული | 20 აგვისტო, 1950 სენაკი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვლილი | 9 დეკემბერი, 2017 (67 წლის) იზმირი, თურქეთი |
მოქალაქეობა | სსრკ → საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
განათლება | საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი |
პროფესია | მსახიობი |
ჯილდოები | ღირსების ორდენი, საქართველოს სახელმწიფო პრემია |
1973 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი დრამისა და კინოს მსახიობის სპეციალობით.
1973 წლიდან იყო სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობი და ამავე თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი. სპექტაკლებში განსახიერებული აქვს როლები: მეფე გიორგი (კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენა“), მეფე ჰოკონ ჰოკონსენი (ჰენრიკ იბსენის „ბრძოლა ტახტისათვის“), ელიზბარ ერისთვი (გურამ ბათიაშვილის „1832“) და სხვ. 1999-2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირ “. 2013 წელს დაინიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრად.
გარდაიცვალა 2017 წლის 9 დეკემბერს, ონკოლოგიური დაავადების შედეგად. დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში.
This article uses material from the Wikipedia ქართული article დიმიტრი ჯაიანი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.