დარონ მალაქიანი

დარონ ვარტან მალაქიანი (სომხ.

1975 წლის 18 ივლისი, ჰოლივუდი, კალიფორნია, აშშ) — სომეხი-ამერიკელი მუსიკოსი, მომღერალი, კომპოზიტორი და პროდიუსერი. ის იყო მეტალ ჯგუფის System of a Down გიტარისტი, სიმღერების ავტორი და მეორე ვოკალისტი, ასევე Scars on Broadway-ის წამყვანი ვოკალისტი, წამყვანი გიტარისტი, ინსტრუმენტალისტი და სიმღერების ავტორი. მალაქიანი ცნობილია თავისი გამორჩეული შესრულებით და მე-14 ადგილზეა Loudwire-ის სიაში ,,ყველა დროის 50 საუკეთესო მძიმე როკ + მეტალის გიტარისტი" და მე-11 ადგილზე MusicRadar-ის გამოკითხვაში ,,20 უდიდესი მეტალის გიტარისტი". მას 30-ე ადგილი აქვს დაკავებული Guitar World-ის სიაში ,,ყველა დროის 100 უდიდესი მძიმე მეტალის გიტარისტი".

დარონ მალაქიანი
დარონ მალაქიანი
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 18 ივლისი, 1975 (1975-07-18) (48 წლის)
დაბ. ადგილი ჰოლივუდი, კალიფორნია, აშშ
წარმოშობა სომხები
ჟანრ(ებ)ი როკი, მძიმე მეტალი, მეტალი, ალტერნატიული როკი,
საქმიანობა მუსიკოსი, მომღერალი, კომპოზიტორი და პროდიუსერი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი, გიტარა, ბას-გიტარა, დრამი, კლავიშები
აქტიური 1990–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Interscope, eatURmusic, American, Columbia
საიტი systemofadown.com
დარონ მალაქიანი ვიკისაწყობში

ბიოგრაფია

დარონ ვარტან მალაქიანი დაიბადა ჰოლივუდში, კალიფორნია. მისი მშობლები ეთნიკურად სომეხი ემიგრანტები არიან. დარონის მამა, ვარტან მალაქიანი არის ფერმწერი, მოცეკვავე და ქორეოგრაფი, ხოლო დედა ზეპურ მალაქიანი არის მოქანდაკე. მალაქიანი ადრეულ ასაკშივე დაინტერესდა მძიმე მეტალით. მალაქიანმა დაიწყო ვან ჰალენის, აეროსმიტის, დეფ ლეპარდის, ბლექ საბათის, აირონ მეიდენის, იუდა პრისტის, მოუტერჰედისა და ოზი ოსბორნის მოსმენა. მას ყოველთვის სურდა დრამზე დაკვრა, მაგრამ მშობლებმა ის ნაცვლად დრამისა, გიტარაზე შეიყვანეს. დარონმა პირველად გიტარა ხელში აიღო 11 წლის ასაკში. მოზარდობის დროს მალაქიანი უსმენდა თრეშ მეტალის შემსრულებლებს, როგორიცაა Slayer, Venom, Metallica, Pantera და Sepultura. მალაქიანმა შემდეგ დაიწყო Beatles-ის მოსმენა. მალაქიანის თქმით ჯონ ლენონი იყო მისი ინსპირაციის წყარო. დარონი დადიოდა როუზისა და ალექს პილიბოსის სომხურ სკოლაში, სადაც ასევე სწავლობდნენ მისი მომავალი მუსიკალური პარტნიორები შავო ოდაჯიანი და ონტრონიკ "ენდი" ხაჩატურიანი.

ჯგუფი System of a Down

დარონ მალაქიანმა სერ ტანკიანი გაიცნო 1993 წელს. მათ შექმნეს ჯგუფი სახელად Soil ბასისტ დეივ ჰაკოპიანთან და დრამერ დომინგო ლარანოსთან ერთად. შავო ოდაჯიანი იყო მათი მენეჯერი, შემდეგ კი გახდა გიტარისტი. ჯგუფი მალევე დაიშალა და მალაქიანმა, ტანკიანმა და ოდაჯიანმა შექმნეს ახალი ჯგუფი სახელწოდებით ,,System of a Down". მათ აიყვანეს ახალი დრამერი ენდი ხაჩატურიანი, რომელიც 1997 წელს შეცვალა ჯონ დოლმაიანმა. 2003 წელს მალაქიანმა შექმნა საკუთარი ლეიბლი, EatUrMusic.

ჯგუფი Scars on Broadway

2006 წელს დარონ მალაქიანმა შექმნა ჯგუფი Scars on Broadway. ჯგუფს თავიდან მხოლოდ ორი წვერი ჰყავდა, შავო ოდაჯიანი და თავად მალაქიანი. შემდეგ ოდაჯიანი ჯონ დოლმაიანმა შეცვალა. ჯგუფს დაემატა დენი შამუნი (კლავიშები), დომინიკ სიფარელი (ბასი) და ფრანკ პერესი (გიტარა). ჯგუფმა გამოუშვა სადებიუტო ალბომი 2008 წელს. შემდეგ ალბომის ტურამდე ცოტა ხნით ადრე, მალაქიანმა გააუქმა ყველა დაგეგმილი კონცერტი და სატელევიზიო გამოსვლა. ამ მოულოდნელმა გადაწყვეტილებამ გამოიწვია ჭორები ჯგუფის დაშლის შესახებ.

2010 წლის 29 ივლისს Scars on Broadway-მ გამოუშვა ახალი ჩანაწერი, სახელწოდებით "Fucking".

დარონ მალაქიანი 

დისკოგრაფია

System of a Down

Scars on Broadway

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

დარონ მალაქიანი ბიოგრაფიადარონ მალაქიანი დისკოგრაფიადარონ მალაქიანი რესურსები ინტერნეტშიდარონ მალაქიანი სქოლიოდარონ მალაქიანი18 ივლისი1975en:Daron Malakian and Scars on Broadwayen:Guitar Worldამერიკელიაშშკალიფორნიამძიმე მეტალიმძიმე როკისომეხისომხური ენაჰოლივუდი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ოსებიდინოზავრებიდენის ძალაბაყაყიმოგზაურობა ევროპაშითვითმმართველობაასურეთიიმანუელ კანტიჩუტყვავილატროის ცხენიმურვან ყრუს შემოსევა საქართველოშიმსოფლიოს ვალუტებიფინეთიკვადრატული მეტრითხის რქა (ასტროლოგია)ფიოდორ დოსტოევსკიერთა ლიგაევროპის პარლამენტიტუტანხამონიჰიროსიმისა და ნაგასაკის ატომური დაბომბვათბილისის ისტორიააჭარაჰიდროცეფალიაპელოპონესის ომიკვადრატიეზიდებისამოქალაქო საზოგადოებანიკო ნიკოლაძედედამიწარენესანსიირანიხეოფსის პირამიდასტამბოლიმცხეთის ჯვრის მონასტერიჰიპოთეზასტეფანწმინდაქუთაისობაზურა ყიფშიძემურა დათვიოლიმპიური თამაშებისულეიმან Iირაკლი კობახიძეშინაური კატამასონობაგარემოს დაცვაბიპოლარული აშლილობარუსეთიარსებითი სახელისაფრანგეთიარასამთავრობო ორგანიზაციამესამე რაიხიცენტნერისიმსივნეთაფსირიკონსტანტინე გამსახურდიაინფორმაციაირაკლი ღარიბაშვილიამფიბიებიელენე ახვლედიანიხაჭაპურიშვეიცარიამარკ ტვენიმორფოლოგია (ენათმეცნიერება)აშშ-ის პრეზიდენტების სიაჯაყოს ხიზნებიინდოეთიილია IIმენეჯმენტიაბას I (ირანი)მონოგამიაატომიირემირიცხვითი სახელიენცეფალოპათიავერცხლიშაჰ აბასის ლაშქრობები საქართველოშისტეფანე მღებრიშვილი🡆 More