გრენლანდიელი ესკიმოსები

გრენლანდიელი ესკიმოსები (თვითდასახელება — kalatdlit) — ესკიმოსური ხალხი, გრენლანდიის აბორიგენული მოსახლეობა.

რაოდენობა გრენლანდიაში 50 ათ. კაცი, დანიაში — 7,1 ათ. (2006, შეფასება). ლაპარაკობენ გრენლანდიურ ენაზე, გავრცელებულია დანიური ენაც. უმთავრესად ლუთერანები არიან, 1% ტრადიციულ რწმენის მიმდევარია.

გრენლანდიელი ესკიმოსები
გრენლანდიელთა ოჯახი, 1917 წ.

ძირითადად განსახლებული არიან კუნძულის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე; გამოიყოფა რამდენიმე ასეული ადამიანისაგან შემდგარი ჯგუფები: აღმოსავლეთ გრენლანდიელები (ანგმასალიკი) — აღმოსავლეთ სანაპიროზე და პოლარული გრენლანდიელები (ყველაზე ჩრდილოეთით მცხოვრები აბორიგენული მოსახლეობა მსოფლიოში) — ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე. მისდევენ ზღვის ნადირთრეწვას და მეთევზეობას, XIX საუკუნის ბოლოდან დაკავდნენ ვირთევზის სავაჭრო მრეწველობით, XX საუკუნის მეორე ნახევრიდან — კრევეტების. არსებობს ინტელიგენცია, მოსამსახურეები, ვითარდება პროფესიული ხელოვნება. ძლიერ აკულტურირებულები და მეტისირებულები არიან დანიელთა მიერ. შემორჩენილია ტრადიციული სარეწაო და სადღესასწაულო ტანისამოსი; პოლარულ გრენლანდიელებს აქვთ საცხოვრებლის თოვლისაგან აგების ტრადიცია (იგლუ).

ლიტერატურა

Tags:

გრენლანდიაგრენლანდიური ენადანიადანიური ენაესკიმოსებილუთერანობა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ნინი ბადურაშვილიბიბლიაFacebookმსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიიულიუს კეისარიკავკასიონიდუბაის საამირომზებახტრიონი (პოემა)კესანემართლმადიდებლობაარსებითი სახელისაჰარახორვატიაიალბუზიქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემალომინეიტროფილებიჩრდილოეთი კორეაქართული დამწერლობაკლიმატისევასტოპოლიასურელი მამებისაქართველო IX-X საუკუნეებშიშარკა ბლუბისექსუალობამაიკლ ჯექსონიბერლინის კედელიიტალიის სერია Aგულიაპენდიციტიატომინატურალური რიცხვიMცხენიმინერალების სიაჩინეთიევროკავშირიამერიკული პიტ ბულ ტერიერიგურამ დოჩანაშვილიელინიზმიმორზეს ანბანიაფროდიტეკალიებიშალვა ნუცუბიძეფეხბურთითბილისის მეტროსადგურების სიარუსეთის იმპერიაბაგრატიონებიუდაბნოლეონარდო და ვინჩიქართული გვარიქართლის სამეფო2 მაისიიმერეთიგიორგი III (საქართველოს მეფე)შუა ქალაქშიკაბო-ვერდელიბერალიზმისაქართველოს ტერიტორიული მოწყობასაქართველოს პარლამენტიავსტრიავაჟა-ფშაველაძუძუმწოვრებითელავიასწლიანი ომიჯაყოს ხიზნებისოფელიმწერებიეგზისტენციალიზმიივანე მაჩაბელიტრაპეციააბას I (ირანი)სინონიმები🡆 More