გიმარასი

გიმარასი (ტაგ: Lalawigan ng Guimaras) — კუნძული-პროვინცია ფილიპინებში.

მდებარეობს დასვლეთ ვისაიასის რეგიონში. პროვინციის დედაქალაქია ჯორდანი. გიმარასი მდებარეობს პანაის ყურის სამხრეთ-აღმოსავლეთით, პანაისა და ნეგროსს შორის. პროვინციის ჩრდილო-დასავლეთით ილოილოს პროვინცია მდებარეობს, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით — დასავლეთი ნეგროსი. მთელი კუნძული ფილიპინების 12 რეგიონული აგლომერაციიდან ერთ-ერთში, ილოილო-გიმარასის რეგიონული აგლომერაციის შემადგენლობაში შედის.

გიმარასი
გიმარასი
დროშა
გიმარასი

ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
ადმ. ცენტრი ხორდანი (გიმარასი)
შიდა დაყოფა ბუენავისტა (გიმარასი), ხორდანი (გიმარასი), ნუევა-ვალენსია, სან-ლორენსო (გიმარასი) და სიბუნაგი
კოორდინატები 10°34′00″ ჩ. გ. 122°35′00″ ა. გ. / 10.56667° ჩ. გ. 122.58333° ა. გ. / 10.56667; 122.58333
მმართველი Samuel Gumarin
დაარსდა 22 მაისი, 1992
ფართობი 604.57 კმ²
მოსახლეობა 187 842 (1 მაისი, 2020)[1]
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 33
საფოსტო ინდექსი 5044–5048
ოფიციალური საიტი http://guimaras.gov.ph
300
300

პროვინციის მთავარი კუნძული გიმარასია. მის შემადგენლობაში შედის ინამპულუგანის, გუივანონის, პანობოლონის, ნატუნგის, ნადულაოს კუნძულების და უამრავი პატარა კუნძული.

წარსულში გიმარასი ცნობილი იყო როგორც ჰიმალ-უსი, რომელიც ილოილოს ქვეპროვინციას წარმოადგენდა. პროვინციამ დამოუკიდებლობა 1992 წლის 22 მაისს მოიპოვა.

ისტორია

გიმარასი 
ქალაქ ილოილოს ხედი გიმარასიდან

ესპანური ხანა

1581 წელს გონსალო რონქილო დე პენიალოსამ, ესპანელმა გუბერნატორმა და ფილიპინების კუნძულების გენერალურმა კაპიტანმა გიმარასის მიდამოებში დასახლება შექმნა. ის კუნძულის მკვიდრთა გაქრისტიანებას ისახავდა მიზნად. პანიალოსამ და მისმა ხელქვეითებმა სოფლები (Pueblicitos) ნაიუპი (წმინდა პეტრეს მფარველობის ქვეშ) და იგანგი (წმინდა ანას მფარველობის ქვეშ) შექმნეს.

კუნძულების მოსახლეობის გაქრისტიანების პროცესი კიდევ უფრო გაცხოველდა მისიონერი ბერების ჩასვლის შემდეგ. ავგუსტინელებმა ნაიუპსა და იგანგში ვისიტასები დფუძნეს. მეშვიდე გენერალ-გუბერნატორმა, გომეს პერეს დასმარინიასის 1591 წლის 20 ივნისს ესპანეთის მეფისადმი მიწერილ წერილში აღნიშნავს, რომ ოტონელი ბერები კუნძულს რეგულარულად სტუმრობდნენ.

1742 წელს კუნძული დუმანგასის იურისდიქციის ქვეშ აღმოჩნდა. 1751 წელს ავგუსტინელთა ორდენი იეზუიტთა ორდენმა ჩაანაცვლა, ხოლო საბოლოოდ გიმარასში დომინიკელი ბერები ჩავიდნენ. 1755 წელს გიმარასი რეგულარულ სამრევლოდ ჩამოყალიბდა. მოსახლეობის რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდის შემდეგ მუნიციპალური მთავრობა ტილადში (დღევანდელი ბუენავისტა) ტილადში გადავიდა.

ამერიკული მმართვლეობის ხანა

ამერიკელთა მმართველობის დროს, 1908 წელს გიმარასმა მუნიციპალური პრეზიდენტის არჩევის უფლება მიიღო. დაგლას მაკარტური აშშ-ის შეიარაღებული ძალების ინჟინერთა კორპუსის ხელმძღვანელი იყო, როდესაც ილოილოში ჩავიდა. ამერიკელებმა გზების გაყვანა და სანტო-როსარიოს ნავსადგურის მშენებლობა დაიწყეს. ამ უკანასკნელს შემდეგში მაკარტურის ნავსადგური ეწოდა.

პროვინციული სტატუსი

4667-ე რესპუბლიკური აქტის შესაბამისად გიმარასი ილოილოს ქვეპროვინციად გამოცხადდა. კანონი კონგრესმა 1966 წლის 18 ივნისს მიიღო. გიმარასმა თავისუფალი და სრულუფლებიანი პროვინციის სტატუსი 1992 წლის 22 მაისს მიიღო. მოსახლეობამ პლებისციტის დროს პროვინციის სტატუსის მიღებას დაუჭირა მხარი. პრეზიდენტმა ფიდელ რამოსმა პირველ გუბერნატორად ემილი რელუსიო-ლოპესი დანიშნა.

გიმარასის პროვინცია თავდაპირველად სამი მუნიციპალიტეტისგან შედგებოდა: ბუენავისტა, ჯორდანი და ნუევა-ვალენსია. 1995 წელს 7896-ე და 7897-ე რესპუბლიკური აქტების საფუძველზე სიბუნაგისა და სან-ლორენსოს მუნიციპალიტეტები შეიქმნა. ახალმა მუნიციპალიტეტებმა მუნიციპალური სტატუსი 8 მაისს მიიღეს, როდესაც მოსახლეობამ პლებისტიცის დროს კანონების რატიფიცირება მოახდინა.

გეოგრაფია

გიმარასი 
გიმარასის მუნიციპალიტეტები

პროვინციის მთავარი კუნძული გიმარასია. გარდა ამისა, პროვინციის შემადგენლობაში შედის ინამპულუგანის, გიწანონის, პანობოლონის, ნატუნგის, ნადულაოსა და სხვ. კუნძულები. პროვინციის საერთო ფართობი 604.57 კმ²-ია. იგი დასავლეთ ვისაიასის რეგიონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს.

გიმარასის პროვინცია 5 მუნიციპალიტეტისგან შედგება, რომლებიც ერთ საკანონმდებლო რაიონში ერთიანდება.

დემოგრაფია

2015 წლის აღწერით გიმარასის მოსახლეობა 174 613 ადამიანს შეადგენს. მოსახლეობის სიმჭიდროვის მაჩვენებელი 290 ადამიანი 1 კვ. კმ-ზე.

ეკონომიკა

გიმარასი 
გიმარასის ტყეები

პროვინციის ეკონომიკის წამყვანი სექტორი სოფლის მეურნეობაა. მთავარი სასოფლო სამეურნეო პროდუქტებია: მანგო, ბრინჯი და ქოქოსი. მოსახლეობის დიდი ნაწილი მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს, შინაურ ფრინველებს აშენებს და თვეზჭერას მისდევს. პროვინციის მთავარი ინდუსტრიებია: ტურიზმი, ხილის წარმოება, ქოქოსის წარმოება, სამთო-მოპოვება და ლაიმის წარმოება.

გიმარასი ცნობილია სასოფლო-სამეურნეო მოსავალით, განსაკუთრებით, მანგოთი. პროვინციაში 50 000-ზე მეტი მანგოს ხეა დარგული. პროვინცია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ტკბილი მანგოს წარმოებითაა ცნობილი, რის გამოც მას ხშირად „ფილიპინების მანგოს დედაქალაქად“ მოიხსენიებენ. გიმარასში მოწეული მანგო თეთრ სახლსა და ბაკინგემის სასახლეშიც იგზავნება. გიმარასის ყველაზე დიდი დღესასწაულია Mangghan Festival (მანგოს ფესტივალი). მანგოს სხვადასხვა სახეობა მანგოს ჩირის, ჯემისა და სხვა სახის დელიაკტესების წარმოების საშუალებას იძლევა.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

-1'> 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  • Guimaras History. Islands Philippines. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-11-07. ციტირების თარიღი: 2020-11-30.
  • Clayton, James, D. (1970). "Volume 1, 1880–1941", The Years of MacArthur. Boston: Houghton Mifflin, გვ. 87–89. ISBN 0-395-10948-5. 
  • Census of Population (2015). "Region VI (Western Visayas)". Total Population by Province, City, Municipality and Barangay. PSA. Retrieved 20 June 2016.
  • Alexander R. Bautista. The hidden jewel that is Guimaras. Manila Standard Today. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-02.
  • Stefanie. Journey of a lifetime. blogspot.
  • Philippine Mangoes Naihain na sa White House at Buckingham Palace. GMA News.
  • Manggahan Festival. guimaras.gov. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-02.
  • Tags:

    გიმარასი ისტორიაგიმარასი გეოგრაფიაგიმარასი დემოგრაფიაგიმარასი ეკონომიკაგიმარასი რესურსები ინტერნეტშიგიმარასი სქოლიოგიმარასიდასავლეთი ვისაიასიდასავლეთი ნეგროსიილოილო (პროვინცია)ნეგროსიპანაიტაგალური ენაფილიპინებიფილიპინების პროვინციები

    🔥 Trending searches on Wiki ქართული:

    საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონისტამბოლირელიგიაბორჯომიელექტრობასაუმირუსეთ-საქართველოს ურთიერთობებიპუნიკური ომებიფესახიშინაური კატაფინეთიჰიპოთეზათურქეთიკოლხეთის სამეფოთბილისის ისტორიაპაბლო პიკასომორფოლოგია (ენათმეცნიერება)საუდის არაბეთიკონცეფციაევროკავშირითბილისიძაღლიქართლის სამეფოევროკომისიაფრიდრიხ ნიცშეკახა კალაძეჩარლი ჩაპლინისვეტიცხოველისქესობრივი აქტიყინწვისის მონასტერიძველი თბილისილაზებივარსქენ პიტიახშიქალაქიბერძენ-სპარსელთა ომებიაბო თბილელის წამებასაქართველო IX-X საუკუნეებშითეიმურაზ Iნერვული სისტემასოლომონ Iბერძნული მითოლოგიაპრელუდია (სექსი)ძველი ეგვიპტენიჰილიზმიკუნილინგუსიმეორე მსოფლიო ომი1924 წლის აგვისტოს აჯანყებანიადაგიბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკიმტკვარიჰიპერბოლა (ენა)ელენე ახვლედიანითევზებიხრესილის ბრძოლათელავისოციოლოგიანათურაწყნარი ოკეანებაში-აჩუკიმერკანტილიზმიარაბთა დაპყრობითი ომებიშუშანიკის წამებაალავერდიდათვიისლამიმონოგამიაფემინიზმისაქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2024მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტიედუარდ შევარდნაძეტკიპებიბზამსოფლიოს ვალუტებიჭიაკოკონობანატურალური რიცხვიფეოდალიზმისაერთაშორისო სამართალიეროვნული პარკიმოდერნიზმი🡆 More