ბურგუნდია

ბურგუნდია (ლათ.

ადმინისტრაციულად მოიცავდა ოთხ დეპარტამენტის: კოტ-დ’ორი, ნიევრი, სონა და ლუარა, იონა. ფართობი — 31 582 კმ². მოსახლეობა —1 633 891 კაცი (2007). უდიდესი ქალაქები: დიჟონი და ნევერი. დედაქალაქი — დიჟონი.

ისტორიული ოლქი და ყოფილი რეგიონი
ბურგუნდია
ფრანგ. Bourgogne
ბურგუნდია
დროშა გერბი
ბურგუნდია ბურგუნდია

ქვეყანა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
ადმ. ცენტრი დიჟონი
შიდა დაყოფა კოტ-დ’ორი, ნიევრი, სონა და ლუარა და იონა
კოორდინატები 47°00′00″ ჩ. გ. 4°30′00″ ა. გ. / 47.00000° ჩ. გ. 4.50000° ა. გ. / 47.00000; 4.50000
დაარსდა 4 ივნისი, 1960
ფართობი 31582 კმ²
მოსახლეობა 1 642 687 (2013)
გაუქმდა 31 დეკემბერი, 2015
სასაათო სარტყელი UTC+1 და UTC+2
ბურგუნდია

ცნობილია თავისი ღვინოებით (შაბლი, ნიუი-სენ-ჟორჟი) და საქონლის სხვადასხვა ჯიშებით.

გეოგრაფია

ბურგუნდია 

ბურგუნდია მოიცავს მდინარეების რონის, სონის, ლუარის აუზებში და სენის ზემო წელზე მდებარე მიწებს. ბურგუნდიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში პარიზის აუზის ბორცვებიანი ვაკე თანდათან გადადის იურულ პლატოში (დაახლ. 200–145 მლნ. წ.), რომელიც ფართო რკალის სახითაა გადაჭიმული ნივერნეს პლატოდან (დასავლეთით) ლანგრის პლატომდე (აღმოსავლეთით). მათ შორის მოქცეულია მონანისა და შაროლეს მაღლობები. რელიეფის ეს ფორმები დასერილია ღრმულებითა და მდინარეთა ხეობებით; წარმოიქმნება მნიშვნელოვანი წყალგამყოფი: ლუარა და სენა მიედინება ჩრდილოეთით (ატლანტის ოკეანისკენ), სონა კი უერთდება რონას და მიედინება სამხრეთით (ხმელთაშუა ზღვისკენ).

ისტორია

ბურგუნდია 
ბურგუნდიის საჰერცოგო XIV–XV საუკუნეებში.

ბურგუნდიის ტერიტორიაზე შუა საუკუნეებისა და ახალი დროის პერიოდში არსებობდა რამდენიმე სახელმწიფოებრივი, ადმინისტრაციული წარმონაქმნი და ფეოდალური სამფლობელო:

  • ბურგუნდების სამეფო — ბურგუნდების გერმანული ტომების სახელმწიფო. წარმოიქმნა 457 წელს. ცენტრი იყო ქალაქი ლიონი. 535 წელს შეუერთდა ფრანკთა სახელმწიფოს (მის შემადგენლობაში ბურგუნდების განსახლების არეალს შეუნარჩუნდა სახელი „ბურგუნდია“).
  • ორი სამეფო, რომელიც IX საუკუნეში ფრანკთა სახელმწიფოს დაშლის შემდეგ წარმოიქმნა ყოფილი ბურგუნდების სამეფოს ტერიტორიაზე: ზემო ბურგუნდია (წარმოიქმნა 888 წელს) და ქვემო ბურგუნდია ანუ არელატი (წარმოიქმნა 879 წელს); დაახლ. 933 წელს გაერთიანდნენ ერთიან ბურგუნდიის სამეფოდ (ცენტრი — ქ. არლი), რომელიც 1032–1033 წლებში შევიდა საღვთო რომის იმპერიის შემადგენლობაში.
  • ბურგუნდიის საგრაფო ანუ ფრანშ-კონტე
  • ბურგუნდიის საჰერცოგო (IX–XV სს.), რომელიც XIV–XV საუკუნეებში შემოერთებულ ტერიტორიებთან ერთად ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო გახდა.
  • ბურგუნდიის პროვინცია საფრანგეთის სამეფოში. ძირითადად წარმოიქმნა 1477 წელს ბურგუნდიის საჰერცოგოდან შემოერთებული მიწებით. ცენტრი — ქ. დიჟონი. 1790 წელს დაიყო 4 დეპარტამენტად.

მოსახლეობა

ბურგუნდია მცირედ დასახლებულია, განსაკუთრებით ურბანული რაიონების მიღმა. საფრანგეთში XIX საუკუნესა და XX საუკუნის დასაწყისში მიმდინარე სასოფლო რაიონების მოსახლეობის შემცირების პროცესი ძლიერ გამოვლინდა ბურგუნდიაში. აქ მოსახლეობა 1872–1946 წლებში თითქმის მეოთხედით შემცირდა. ომის შემდგომ მოსახლეობის ზრდა დაიწყო, თუმცა 1980-იანი წლებიდან მნიშვნელოვნად შენელდა, ძირითადად მეზობელ რეგიონებში მიგრაციის შედეგად. საერთო რაოდენობის შემცირების მიუხედავად, ჩრდილოეთ დეპარტამენტებში (იონა, კოტ-დ’ორი) შეიმჩნევა ზრდა, რაც გამოწვეულია დედაქალაქის რეგიონიდან მოსახლეობის მიგრაციით.

ეკონომიკა

ბურგუნდია 
ვენახი

სოფლის მეურნეობა

ბურგუნდიის სოფლის მეურნეობა მრავალფეროვანია. ნიევრის მთიან რაიონებში და სონა და ლუარის დასავლეთ ნაწილში მოშენებულია მსხვილი რქოსანი საქონლის მეხორცული ჯიშები. სონა და ლუარაშია გამოყვანილი შაროლეს ჯიში. აღმოსავლეთში მოშენებულია მერძეული საქონელი. იონასა და ჩრდილოეთ კოტ-დ’ორში მოჰყავთ დიდი რაოდენობით მარცვლეული. კოტ-დ’ორის სამხრეთში, სონის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობა ბურგუნდიის მთავარი მეღვინეობის რაიონი. ვენახების ორი მთავარი ჯგუფია ბონი და ნიუი. აქ იწარმოება ყველაზე ცნობილი ბურგუნდიული ღვინოები: კლო-ვუჟო, ჟევრე-შამბერტენი, ნიუი-სენ-ჟორჟი, პომარი. იონის ხეობა ასევე გამოირჩევა მეღვინეობით, განსაკუთრებით ცნობილია თეთრი ღვინო შაბლი.

მრეწველობა და მომსახურების სფერო

ბურგუნდია 
რკინიგზის სადგური იონის დეპარტამენტში.

დიდი ხანია ბურგუნდიის მრეწველობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია მეტალურგია, განსაკუთრებით სონა და ლუარის დეპარტამენტში. სხვა დარგებია ელექტრომოწყობილობების წარმოება, ფარმაცევტიკა, ქიმიური და კვების მრეწველობა, რაც რეგიონის წარმოების დივერსიფიკაციას უზრუნველყოფს. დასაქმების მნიშვნელოვანი ნაწილი მომსახურების სფეროზე მოდის, თუმცა მისი ზრდა შენელებულია, ნაწილობრივ იმიტომ, რომ რეგიონში მსხვილი მეგაპოლისები არ არის.

ტრანსპორტი

ბურგუნდიაში გადის რამდენიმე მსხვილი სატრანსპორტო არტერია. დიჟონამდე, მაკონამდე და ლე-კრეზომდე დადის ჩქაროსნული მატარებელი. მდინარე სონა სანაოსნოა (დიდი ტევადობის ბარჟებისათვის) შალონ-სიურ-სონიდან სამხრეთით. სარკინიგზო და საავტომობილო წვდომის სიმარტივე ხელს უწყობს დედაქალაქის რეგიონიდან აქ მოსახლეობისა და საწარმოების გადმოსვლას.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

-1"> décret n° 60-516 du 2 juin 1960 portant harmonisation des circonscriptions administratives // Journal officiel de la République française — 1960. — ISSN 0242-6773
  • 2.0 2.1 Малов В. Н. Бургундия // Большая российская энциклопедия. т. 4. — М., 2006. — стр. 357.
  • 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 Burgundy. Encyclopedia Britannica online (2024-01-29). ციტირების თარიღი: 23 მარტი, 2024
  • Tags:

    ბურგუნდია გეოგრაფიაბურგუნდია ისტორიაბურგუნდია მოსახლეობაბურგუნდია ეკონომიკაბურგუნდია რესურსები ინტერნეტშიბურგუნდია სქოლიობურგუნდიადიჟონიიონა (დეპარტამენტი)კოტ-დ’ორილათინური ენანიევრისაფრანგეთისონა და ლუარაფრანგული ენა

    🔥 Trending searches on Wiki ქართული:

    ნატურალური რიცხვითავის ტვინინილოსიქუნთრუშათვითმმართველობაგერმანიაევროპაგიორგი ანწუხელიძეწყალდიდობავენერაშარკა ბლუსტამბოლიილია ჭავჭავაძემონღოლთა იმპერიაეკოლოგიანოე სულაბერიძეკილომეტრიივანე ჯავახიშვილისამკუთხედიბიძინა ივანიშვილისეკულარიზმიახალქალაქიჟანრი ლოლაშვილიამფიბიებიქვეშეთი-კობის გზალუდვიგ ვან ბეთჰოვენისამანიშვილის დედინაცვალიკუნთებიმთამაგნიუმიმართლმადიდებლობაინგლისური ენაპოლონეთიპროტესტანტული რეფორმაციასეტყვააქლემიქისტებინაღვლის ბუშტიდემეტრე Iგიორგი სააკაძესაქართველო IV საუკუნეშიბუნებრივი გადარჩევასაქართველოს მდინარეების სიაგიორგი მაზნიაშვილისაქართველოს ქალაქებიძველი თბილისიცხოველებისათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალისაქართველო XVIII საუკუნეშიალკოჰოლიზმიქართული ხალხური საკრავებისალომე ზურაბიშვილიზმნამარკეტინგიშერლოკ ჰოლმზიოქსიდიმწერებიქაქუცა ჩოლოყაშვილიირლანდიაბუნებადავით გურამიშვილიდავით კაჭარავაატომიდაუნის სინდრომიფუტიინდუსტრიული რევოლუციაგორიგლობალური დათბობალოცვა ეფრემ ასურისადისკრიმინაციააჭარაელენე ახვლედიანისსრკ-ის დაშლაუცხოური აგენტების კანონიტოტალიტარიზმიერეკლე IIრუსეთის ისტორიაქრისტეფორე კოლუმბივოლფგანგ ამადეუს მოცარტი🡆 More