ბრწყინვალე პორტა

ბრწყინვალე პორტა, ასევე, ოსმანთა პორტა და მაღალი პორტა — დიპლომატიის ისტორიასა და საერთაშორისო ურთიერთობებში მიღებული ტერმინი, რომელიც ოსმალეთის იმპერიის მთავრობას ანუ დიდი ვეზირისა და დივნის კანცელარიას აღნიშნავს.

ბრწყინვალე პორტა
მაღალი პორტა 2006 წელს

ტერმინი დაკავშირებულია კარის ან ჭიშკრის ფრანგულ (porte), ასევე, იტალიურ (porta) სახელწოდებასთან. სტამბოლის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ ჭიშკარს, ე. წ. მაღალ პორტას ამშვენებს სულთნის თუღრა. ჭიშკარი სულთნის სასახლე თოფქაფთან გამავალი ქუჩის გადაღმაა და მას დიდი ვეზირის რეზიდენციისაკენ მივყავართ.

დიპლომატიურმა ტერმინმა საერთაშორისო წრეებში ჯერ კიდევ XV საუკუნიდან მოიკიდა ფეხი. თურქი მოხელეების ენაზე „მაღალი პორტა“ სულთნის რეზიდენციასა და მთავრობის ადგილსამყოფელს, აგრეთვე, თავად თურქულ მონარქიასაც ნიშნავდა და შემდეგ ეს სახელწოდება ევროპელ დიპლომატებს შორისაც გავრცელდა.

ლიტერატურა

  • ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ისტორიანი, №10(58), 10.2015 წ.
  • ჭაბაშვილი, მიხეილ; უცხო სიტყვათა ლექსიკონი; თბ. 1989 წ.

Tags:

ოსმალეთის იმპერია

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ასი ათასი მოწამერენესანსისაქართველოს ისტორიაილორის ეკლესიაბიძინა ივანიშვილიალექსანდრე ჭავჭავაძესამხრეთი კორეადიმიტრი ყიფიანიბაზალეთის ტბანიუ-იორკიფიზიკადემოკრატიაჯინსების თაობააჭარის ავტონომიური რესპუბლიკასაქართველო XVI საუკუნეშივერცხლიქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემავასილ ბარნოვისვანეთიგეომეტრიული პროგრესიარუსეთ-საქართველოს ომი (2008)ხევისბერი გოჩაერეკლე II-ის ოჯახითემურლენგიგიორგი I (საქართველოს მეფე)ხვიჩა კვარაცხელიასომხეთიწყნარი ოკეანეწითელი წიგნიხმელთაშუა ზღვაფსორიაზიმიგრაციაშარკა ბლუკაპადოკიარაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეპომპეუსის ლაშქრობა საქართველოშიდადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიივანე მაჩაბელიცვალებადობათა ფორმებიუქმე დღეები საქართველოშიშიდსილიბერალიზმიმორიელებიქანი (გეოლოგია)ბარსელონასევასტოპოლიდავით IIIთერგდალეულებიარაბობა საქართველოშიცხელი ძაღლიკანადასლოვენიაფილოსოფიააშშ-ის ისტორიარეჯეფ თაიფ ერდოღანიპლატონიეგრისის დიდი ომიპლებისციტიწმინდა სამების საკათედრო ტაძარიჯვაროსნული ლაშქრობებიხევსურეთიშინაური კატაჯონჯოლისასწორი (ასტროლოგია)ოდისეამიწისძვრაკომპიუტერის მეხსიერებამერწყულიესპანეთისაქართველოს პარლამენტიფუტკრებიეკოლოგიაპაბლო პიკასოგიორგი II (საქართველოს მეფე)კონსტანტინოპოლიწითელაქეთევან დედოფალი🡆 More