ბოდორნის სვეტი

ბოდორნის სვეტი — კლდის სვეტი საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში.

მდებარეობს მდინარე არაგვის ხეობის მარჯვენა მხარეს, სოფელ ბოდორნასთან, გზიდან 70–80 მ-ზე, სიმაღლე 15 მ. მისი დიამეტრი 4 მ აღწევს.

ბოდორნის სვეტი
IUCN კატეგორია III (ბუნების ძეგლი)
ბოდორნის სვეტი
ბოდორნის სვეტი
მდებარეობა დუშეთის მუნიციპალიტეტი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
უახლოესი ქალაქი ბოდორნა
კოორდინატები 42°02′51″ ჩ. გ. 44°44′24″ ა. გ. / 42.04750° ჩ. გ. 44.74000° ა. გ. / 42.04750; 44.74000
ფართობი 0,176 კმ²
დაარსდა 2013 წელს
მმართველი ორგანო დაცული ტერიტორიების სააგენტო

ბოდორნის ეკლესიის სამხრეთ-აღმოსავლეთით, 150 მეტრის დაშორებით, ფლატის შვერილზე აღმართულია „დუნუდაციური მოწმე“, რომელიც ლიტერატურაში ბოდორნის სვეტის სახელითაა ცნობილი, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობა „წოწოლა კლდეს“ უწოდებს („წოწოლა“ მაღალსა დაწაწვრილებულს ნიშნავს).

ბოდორნის კლდის სვეტი ნეოგენურ კონგლომერატებში, ანუ ბუნებრივად შეცემენტებულ რიყნალებშია გამომუშავებული. აქ არსებული რელიეფის ფორმებისა და ქანების აგებულებით თუ ვიმსჯელებთ, მსგავსი სვეტების წარმოშობა შეიძლება მომავალშიც მოხდეს. შესაძლოა ბოდორნის სვეტი წარმართულ ხანაში ნაყოფიერების სიმბოლოდ ყოფილიყო მიჩნეული, ხოლო ქრისტიანულ პერიოდში (V-VI საუკუნეებში) კი მესვეტის საცხოვრისად გამოეყენებინათ. ამდენად, ბოდორნის სვეტი, კაცხის სვეტის მსგავსად, ერთდროულად ისტორიული ძეგლიცაა და ბუნებრივიც.

ბოდორნის სვეტი ზღვის დონიდან 750 მეტრზეა, მეტად დამრეც, ტყით შემოსილ ფერდობზე. სვეტის სიმაღლე 15 მეტრზე მეტია. ქვედა ნაწილის დიამეტრი 4 მეტრია, ზემოთ კი თანდათან ვიწროვდება. თხემზე ბუჩქებია ამოსული. არ არის გამორიცხული, რომ ეს წესიერი ფორმა ადამიანის ჩარევითაც იყოს მიცემული. სვეტის თავისებურება ისიც არის, რომ მის ქვედა ნაწილში, აღმოსავლეთის მხრიდან — გაჭრილია ორთვლიანი გამოქვაბული, რომლის კედლებშიც თახჩებია დატანებული. მის თავზე დაუწყიათ მეორე სართულის კიდევ ერთი „ოთახის“ გამოჭრა, რაც ბოლომდე მიყვანილი არ არის.

ბოდორნის სვეტი გარეგნული ფორმითა და სიდიდით ძლიერ წააგავს კავკასიონის მთიანეთში მოდარაჯე კოშკებს. „კლდის კოშკები“, ანუ კლდის სვეტები, როგორც დაცვის ობიექტი, „საქართველოს წითელ წიგნშია“ შეტანილი. მიუხედავად იმისა, რომ ბუნების ძეგლთან მისვლა საკმაოდ რთულია. 1979 წელს ძეგლი შეისწავლა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის ექსპედიციამ ლევან მარუაშვილის ხელმძღვანელობით. ბოდორნის სვეტი ბუნების ძეგლია.

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო

Tags:

არაგვიბოდორნადუშეთის მუნიციპალიტეტისაქართველო

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

მამებისა და შვილების ბრძოლასეკულარიზმიგრიგოლ ორბელიანიდიდგორის ბრძოლაენცეფალოპათიააქემენიანთა იმპერიამეწყერიხვიჩა კვარაცხელიასაქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2024ორალური სექსიივანე ჯავახიშვილიბუნებრივი გადარჩევასიმკვრივეგულიეგზისტენციალიზმიგლობალიზაციაზმნიზედაათონის ივერთა მონასტერიგია ყანჩელიკავკასიაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024ჰეკლალონდონირენესანსიბიზანტიის იმპერიანატურალური რიცხვიპოლიტიკური რეპრესიები საბჭოთა კავშირშიბათუმის ბოტანიკური ბაღისაქართველოს მმართველთა სიამღრღნელებიდემეტრე Iიმერეთიქართული ხალხური ცეკვებისერგო ორჯონიკიძეზებრებიაბსცისაშენგენის ზონაგიორგი ყიფშიძეცხელი ძაღლიცხრა ძმა ხერხეულიძეკილოგრამისახელმწიფოალაზანისიტყვაუნიტარიზმივნების კვირაკლიმატისაქართველოს სამოქალაქო ომიდედამიწის დღესპილოსებრნიევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითნიკოლოზ ბარათაშვილისავანამთვარეგარემოს დაბინძურებაჩინგიზ-ყაენიწნევათბილისის ზღვაზედსართავი სახელიბიბლიაელექტრული დენიკარტოფილილიმფოციტებიფაშიზმიდიდი პანდაქეთევან დედოფალიმაიმუნებიბიპოლარული აშლილობაილია ჭავჭავაძესასმელი წყალირეალ მადრიდი (საფეხბურთო კლუბი)დედამიწანიადაგისოლომონ Iკონსტიტუციაბზობაქართლის ცხოვრება🡆 More