ბერტა მორიზო

ბერტა მორიზო (ფრანგ.

14 იანვარი, 1841 — გ. 2 მარტი, 1895) — ფრანგული იმპრესიონიზმის წარმომადგენელი.

ბერტა მორიზო
ბერტა მორიზო
ბერტა მორიზო, ედუარ მანეს სურათი
სრული სახელი ბერტა მორიზო
დაიბადა 14 იანვარი, 1841
დაბადების ადგილი ბურჟე, შერი, საფრანგეთი
გარდაიცვალა 2 მარტი, 1895
გარდაცვალების ადგილი პარიზი[1] [2]
ეროვნება ფრანგი
სფერო ფერწერა
მიმდინარეობა იმპრესიონიზმი
ჟანრი საპორტრეტო ფერწერა[3] და პეიზაჟი[3]

ბიოგრაფია

ბერტა მორიზო დაიბადა ბურჟეში, ცნობილი სამთავრობო ჩინოვნიკის ოჯახში. 1852 წელს მორიზოს ოჯახი გადავიდა პარიზში. მისი პაპა იყო ცნობილი მხატვარი — ფრაგონარი. პარიზში ბერტამ დაიწყო ფერწერის შესწავლა, ჯერ შოკარტთან და შემდგომ გიშარტთან. უფრო მოგვიანებით მან გაიცნო ჟან ბატისტ კამილ კორო და 1861 წლიდან მისი ხელმძღვანელობის ქვეშდაიწყო მუშაობა. ბერტა კოროსთან ერთად მუშაობდა პლენერზე.

ბერტა მორიზოს პირველი სურათები სალონში მიღებული იქნა 1864 წელს, როდესაც ის 23 წლის იყო. 1864 წლამდე ის სალონში სისტემატურად გამოფენდა თავის ნაშრომებს. 1868 წელს ბერტამ ლუვრში გაიცნო ედუარ მანე. შემდგომი 10 წლის განმავლობაში მის შემოქმედებაზე იგრძნობა მანეს გავლენა. 1874 წელს ბერტა გათხოვდა მანეს ძმა ეჟენზე და მათ ქალიშვილი ეყოლათ. ედუარ მანე ხშირად გამოხატავდა ბერტას თავის სურათებზე. მის მეშვეობით მორიზო დაუმეგობრდა იმპრესიონისტებს.

იმპრესიონისტების ცნომილ გამოფენაზე, 1874 წლის 15 აპრილს ბერტამ წარადგინა 10 სურათი. მათ შორის იყო სურათი „აკვანთან“, სადაც ბერტას და, ედმა და მისი შვილია გამოსახული. მხატვარი შემდგომშიც აქტუალურად მონაწილეობდა იმპრესიონისტების გამოფენებში. ბერტას ცხოვრების მანძილზე მისი სურათები გაიყიდა მაღალ ფასებში, ვიდრე მისი მეგობრების. მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში იგი იმყოფებოდა მხატვრების, ლიტერატორების და კრიტიკოსების ყურადღების ცენტრში, რომლებიც, ასე თუ ისე, მჭიდრო კავშირში იყვნენ იმპრესიონისტებთან.

მისი სურათების მთავარი თემა იყო: ქალი კეთილშობილი ბურჟუაზიული ოჯახიდან, ოჯახური სიმყუდროვე, დედობა, გასეირნება ბუნებაში. ის ხშირად ასახავდა ქალს, რომელიც გართული იყო თავის მოვლით. ბერტა მორიზო არასდროს ილტვოდა შიშველი ნატურის გამოსახვისკენ. მისთვის უცხო იყო კაფეების, თეატრებისა და პარიზის ქუჩების ხმაურიანი სამყარო. მისი გვიანდელი სურათები ხასიათდება იმპრესიონისტებისათვის დამახასიათებელი ატმოსფერული ეფექტების გადმოცემით. მისი ფუნჯის მონასმი გახდა უფრო მკვეთრი და ის თავის მანერით მიუახლოვდა ექსპრესიონისტებს.

გალერეა

Tags:

14 იანვარი184118952 მარტიიმპრესიონიზმიფრანგული ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ევერესტიგელათის მონასტერისაქართველოს ისტორიაზუგდიდითელავიფოტოსინთეზიგურიაზოდიაქოქართული ფილმების სიაუნგრეთიუკრაინაპორტუგალიაქართველი მწერლების სიარეალ მადრიდი (საფეხბურთო კლუბი)აზიარეფერენდუმიქალთა წინადაცვეთასოფლის მეურნეობასაერთაშორისო სამართალილიონელ მესიPჩარლი ჩაპლინილევანის ტბადიალექტიძველი თბილისირუსეთისაქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშიავსტრალია (კონტინენტი)ნიურნბერგის პროცესიძველი რომისისხლის მიმოქცევის სისტემაკვიპროსიქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემაყვარელიპლებისციტიჰაერის დაბინძურებამსოფლიოს ქვეყნები მოსახლეობის მიხედვით (2005)აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაამასიის ზავიფუტკრებიკრწანისის ბრძოლანიკოლოზ ბარათაშვილი12 მაისილომიადოლფ ჰიტლერივერსალის საზავო ხელშეკრულება (1919)ქართული სამზარეულომაროკოსაქართველოს ტერიტორიული მოწყობამიხეილ ჯავახიშვილიბიბლიაპომპეიიულიუს კეისარიდემეტრე Iმარტვილინეიმარისამი მუშკეტერისულეიმან Iკელი დეგნანიეიფელის კოშკიდუბაიეოზონოფილებიფუტიკათოლიციზმიდავითგარეჯაპარალელოგრამიგიორგი ანწუხელიძეკულტურადიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენაჩიქუნეთიდეზოქსირიბონუკლეინის მჟავასაქართველოღორის სოლიტერიევროპირველი მსოფლიო ომი🡆 More