ანაკოფია

ანაკოფია, ფეოდალური ხანის ციხე-ქალაქი საქართველოში, ახლანდელი ახალი ათონის ტერიტორიაზე (აფხაზეთი).

VII-VIII საუკუნეებში ანაკოფია აბაზგთა საერისთავოს პოლიტიკური ცენტრი იყო.

ანაკოფია
ციხე-ქალაქის ნანგრევები

40°48′ ა. გ. / 43.100° ჩ. გ. 40.800° ა. გ. / 43.100; 40.800

ისტორია

ქართულ საისტორიო წყაროებში პირველად მოხსენიებულია მურვან ყრუს ლაშქრობასთან დაკავშირებით, VIII საუკუნის 30-იან წლებში, როცა არაბთაგან ანაკოფიას აღების ცდა მარცხით დამთავრდა. VIII საუკუნის ბოლოდან ანაკოფია ახლად შექმნილი აფხაზთა სამეფოს მთავარ ქალაქად იქცა და დედაქალაქად ქუთაისის გამოცხადების შემდეგაც არ დაუკარგავს მნიშვნელობა. საქართველოს ერთიანი სამეფოს შექმნის შემდეგ ანაკოფია იყო „თავადი ციხეთა აფხაზეთისათა“ („ქართლის ცხოვრება“), 1032 ანაკოფია ბიზანტიელებმა დაიკავეს. 1074 წელს კვლავ საქართველოს დაუბრუნდა. XIV საუკუნიდან ანაკოფია თანდათან დაკნინდა. XIV-XV საუკუნეებში გუნუელებმა ანაკოფიაში, ზღვის პირას, მდ. ფსირცხის შესართავთან ციხე ააგეს და ფაქტორია დააარსეს. XVII საუკუნეში სამეგრელოს მთავარმა ლევან დადიანმა ანაკოფიას ზღუდე შემოავლო. XVIII საუკუნეში ციხე და ზღუდე უქმად იყო. 1875 წელს ანაკოფიის ნანგრევებთან დაარსდა ახალი ათონის მონასტერი, რომლის სახელი ეწოდა მთელ იმ ადგილსაც. ვახუშტის ცნობები:

იყო ქალაქი კეთილი, შვენიერი, ზღვასა ზედა წაშენებული და შემდგომად ბაგრატიონთაგან უმეტეს განდიდებული, რომლისა ზღვასა შინა სვეტნი ორმოცამდე დღესაც ჩანან.

ანაკოფიის ტერიტორიაზე 1957-1958 წლებში ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა (ხელმძღვანელი მ. ტრაპში) ცხადყო, რომ ციხე-ქალაქს 7 ჰა ფართობი ეკავა. გარშემორტყმული იყო კოშკებიანი გალავნით. შიდა ციხე ბორცვის წვერზე იდგა, იქვე იყო კოშკები, ბაზილიკური ეკლესია, ჭა და სხვა. ქალაქის ტერიტორიაზე აღმოჩნდა VII-XII საუკუნეების საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები, ტაძრის ნანგრევები, საკირე. ნაპოვნია მინისა და თიხის ჭურჭელი და სამეურნეო იარაღი და სხვა. აქვე მიკვლეულია ელინისტური ხანის ნამოსახლარის ნაშთები.

ლიტერატურა

ანაკოფია 
არის გვერდი თემაზე:
  • Анчабадзе З. В., Из истории средневековой Абхазии (VI-XVII вв.), Сух. 1959;
  • Леквинадзе В. А., По поводу Анакопийской крепости, «ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე», 1968, ტ. 25B;
  • Трапш М. М., Археологические раскопки в Анакопии в 1957-1958 гг. «დ. გულიას სახელობის აფხაზეთის ენის, ლიტერატურისა და ისტორიის ინსტიტუტის შრომები», 1959, ტ. 30;

Tags:

VIII საუკუნეაბაზგებიაფხაზეთიახალი ათონისაქართველო

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

სანტიმეტრიანდრია მოციქულისაქართველოკილიმანჯარორიცხვითი სახელიამაზონის დაბლობირუსეთ-საქართველოს ომი (1921)ჯონჯოლიმასტურბაციახეოფსის პირამიდააზიანიკო ნიკოლაძეალკანილომი (ასტროლოგია)ქუთაისიჯაყოს ხიზნებიუფლისციხემარჯნის რიფიაშშ-ის პრეზიდენტების სიამსოფლიოს შვიდი საოცრებათვითმმართველობაოპერაზაფხულინივთიერებათანდებულიიაკობ გოგებაშვილიფუტკრებიტუბერკულოზირთველითევზებიდიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენაეგვიპტის პირამიდებიპარაცეტამოლილეიშმანიოზი26 აპრილიორგაზმიპარაზიტიზმიმსოფლიოს ქვეყნების დედაქალაქების სიადავით გურამიშვილიქართული მითოლოგიაკვარციგერმანიაზვიად გამსახურდიაკულტურასომხების გენოციდიქუნთრუშააკა მორჩილაძემონღოლთა ბატონობა საქართველოშიწითელაანგარიშთა გეგმალეჩხუმისოფლის მეურნეობაუდაბნოკაპიტალიზმიგიული ჩოხელიბელგიადავით კაჭარავაგრიგოლ რობაქიძელადო გუდიაშვილიშუშანიკის წამებაიური გაგარინიმიხეილ სააკაშვილიგოდერძის უღელტეხილირითმაბესლანის ტერაქტისაქართველოს კონსტიტუციაბიპოლარული აშლილობავეფხვიქართული ვაზის ჯიშებიმიგრაციაგლობალიზაციაჰააგასაქართველოს ფრინველთა სიაგამარჯვების დღეარსებითი სახელიგანათლება საქართველოშიქართული ღვინოსომხური სამოციქულო ეკლესიანიკო ბაგრატიონი🡆 More