ჭალაათის მყინვარი

ჭალაათის მყინვარი — ხეობის რთული ტიპის მყინვარი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში.

ჭალაათის მყინვარი სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჭალაათი.

მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე მულხრის მარჯვენა შენაკადის — მესტიაჭალის სათავეში. შედგება ორი ნაკადისაგან და იკვებება ზღვის დონიდან 4000 მეტრზე მაღალი მწვერვალების: უშბის, ჩათინის, კავკასის და ბჟედუხის ფერდობებიდან. ძირითადია მარცხენა ნაკადი, მის ზედაპირზე სამი ყინულჩანჩქერია განვითარებული, რაც მყინვარქვეშა რელიეფში რიგელების არსებობაზე მიუთითებს. ყველაზე მძლავრი ზედა ყინულჩანჩქერის სიმაღლე 300 მეტრია, სიგანე 700 მეტრი. ქვედა ორი ყინულჩანჩქერი შედარებით მცირეა. ყინულვარდნილების მიდამოებში მყინვარის ენა სხვადასხვა მიმართულების ნაპრალებით არის დასერილი (სერაკები). იგი კავკასიონის სამხრეთ ფერდობებზე არსებული მყინვარებიდან ყველაზე დაბალ ნიშნულამდე ზღვის დონიდან 1960 მ ჩამოდის და ტყის ზონაში იჭრება. მყინვარის ფართობი 8,59 კმ²-ია, მარცხენა მთავარი ნაკადის სიგრძე 9,35 კმ, ხოლო მარჯვენა ნაკადის სიგრძე 7,30 კმ-ია. მყინვარიდან გამოდის მდინარე მესტიაჭალის შენაკადი ჭალაათი. მისასვლელი გზა დაბა მესტიიდან.

ჭალაათის მყინვარი
ჭალაათის მყინვარი
ჭალაათის მყინვარი
კოორდინატები: 43°07′53″ ჩ. გ. 42°42′15″ ა. გ. / 43.131611° ჩ. გ. 42.704194° ა. გ. / 43.131611; 42.704194
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული მესტიის მუნიციპალიტეტი
ქედი სვანეთის კავკასიონი
ფართობი 8,59 კმ²
სიგრძე 9,35 კმ
ტიპი ხეობური
ჭალაათის მყინვარი — საქართველო
ჭალაათის მყინვარი
ჭალაათის მყინვარი — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ჭალაათის მყინვარი

ლიტერატურა

ჭალაათის მყინვარი 
არის გვერდი თემაზე:
  • ტიელიძე, ლევან, საქართველოს მყინვარები. გამომცემლობა „კოლორი“, თბ., 2014;

Tags:

ბჟედუხიზღვის დონემდინარემესტიამესტიაჭალამესტიის მუნიციპალიტეტიმულხრამყინვარიმყინვარის ენარელიეფირიგელისამეგრელო-ზემო სვანეთის მხარესაქართველოსვანეთის კავკასიონიტყეუშბაჩათინიხეობა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ნაცვალსახელითავისუფლების ქანდაკებანარკოტიკიალავერდიგონიოს ციხესაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიათბილისის ისტორიალევან საგინაშვილიგერმანიავულკანიქვეყნების სიააბსცისახარებადავით გურამიშვილიბაში-აჩუკიბაგრატ III (საქართველოს მეფე)კილომეტრიამაზონის დაბლობიქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემადიდგორის ბრძოლალიბერალიზმიჭიაკოკონობააშშ-ის პრეზიდენტების სიამიხეილ ჯავახიშვილიიაკობინელებიმინგეჩაურის წყალსაცავითეთრი დათვიბაზალეთის ტბაათონის ივერთა მონასტერიკვადრატული მეტრიაბას I (ირანი)ნეპოტიზმიირანიბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)ორგაზმიფუტკრებიაზერბაიჯანისეკულარიზმისასწორი (ასტროლოგია)მსოფლიოს ქვეყნები მოსახლეობის მიხედვით (2006-2012)საფრანგეთილაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალიტონაარაბობა საქართველოშითახვისაქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები 2018პოლიმერებისვანეთიადიშის ოთხთავი30 აპრილიფუღუდეზოქსირიბონუკლეინის მჟავარაბათის ციხერუსთავისქესობრივი აქტიივანე მაჩაბელიაფხაზეთივლადიმერ პუტინიწმინდა ნინოეგრისის დიდი ომიბაიკალიკურდღელიქართული მითოლოგიაცოტნე დადიანიძალაიოჰან გუტენბერგიკურო (ასტროლოგია)ოსმალეთის იმპერიაბაბუაწვერაქრისტიანობაბერა ივანიშვილიქართული ლიტერატურაენგურის ჰიდროელექტროსადგურიალიანც არენალუარსაბ Iადოლფ ჰიტლერიალკოჰოლიზმიალექსანდრე I დიდი🡆 More