წეროს ეკლესიის კომპლექსი

წეროს ეკლესიის კომპლექსი – არქიტექტურული ძეგლი შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, წეროს ხევის თავში, ატენის სიონის ჩრდილო-დასავლეთით, ორ კილომეტრზე.

კომპლექსში შედის: ღვთისმშობლის ეკლესია, დარბაზული ეკლესია და რამდენიმე შენობის ნანგრევი.

წეროს ეკლესიის კომპლექსი
ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია

ღვთისმშობლის ეკლესია

ღვთისმშობლის ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა (10,4 X 9,3 მ). სავარაუდოდ თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით. ნაგებია თლილი ქვის კვადრებით. შენობა დაზიანებულია. შიგნიდან თაღოვანი და გარედან არქიტრავით გადახურული შესასვლელები დასავლეთით და ჩრდილოეთითაა. თითო სარკმელი ოთხივე კედელშია. აფსიდის გვერდებზე სწორკუთხა სამკვეთლო და სადიაკვნეა. ორივე სათავსს აღმოსავლეთით თითო სარკმელი აქვს. გუმბათქვეშა თაღები აღმოსავლეთით აფსიდის კედელს ეყრდნობა, დასავლეთით - ცალკე მდგარ ორ ბურჯს, რომლებიც შენობის კედლებს კონსოლებზე დაყრდნობილი თაღებით უკავშირდებიან. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის ყელზე გადასვლა აფრების საშუალებით ხდება. გუმბათის ყელში ოთხი დიდი სარკმელია. გუმბათი შიგნით წრიულია. გუმბათის ყელს შიგნიდან, ფუძესთან, ლილვი შემოუყვება. საკურთხეველში შემორჩენილია აგურით ნაგები მოხატული კანკელის სამხრეთ თაღის ნახევარი. შენობის სამხრეთ კედელზე ნუსხა-ხუცური წარწერაა, რომელშიც მოხსენიებულია ვინმე „როსტევანი“. შენობა დგას ორსაფეხურიან ცოკოლზე. მისი აღმოსავლეთ ნაწილი ამოყვანილია მაღალ საყრდენ კედელზე. საკურთხევლის სარკმელს რელიეფური ნალისებრი თავსართი აქვს.

დარბაზული ეკლესია

დარბაზული ეკლესია (10 X 5 მ) სავარაუდოდ თარიღდება ფეოდალური ხანით. ნაგებია შირიმისა და ნატეხი ქვით. შესასვლელი ეკლესიას სამხრეთიდან აქვს. ნახევრად ელიფსური აფსიდის ღერძზე სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია.

ეკლესიას ჩრდილოეთით მიშენებული აქვს სწორკუთხა ეგვტერი, რომელსაც კარი დასავლეთით აქვს, სარკმელი - აღმოსავლეთით. ეგვტერის ჩრდილოეთ კედელი ამოკვეთილია კლდეში. ეკლესიის დარბაზი ეგვტერს ჩრდილო კედელში გაჭრილი კარით უკავშირდება. ეკლესიის სამხრეთ ფასადის დასავლეთ ნაწილში მიშენებულია კარიბჭე. შემორჩენილი მხოლოდ კედლების ნაწილი.

ეკლესიის მახლობლად, წყაროსთან ძველი ტერასები და წყალსაცავი ჯებირია.

ლიტერატურა

  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.

Tags:

ატენის სიონიგორის მუნიციპალიტეტიშიდა ქართლი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

სისხლის მიმოქცევის სისტემაინდუსტრიული რევოლუციანოე სულაბერიძეფანდურიარასამთავრობო ორგანიზაციაფესახიალექსანდრე ყაზბეგიდიდი ხუთშაბათიზმნაბერძნული მითოლოგიაიუნესკოგნეუს პომპეუს მაგნუსიალმასიმორალიჰიდროცეფალიასაქართველოს წითელი ნუსხალიბერალიზმი საქართველოშიდავით კაკაბაძეწყალიბაგრატ III (საქართველოს მეფე)მეორე მსოფლიო ომიმოსკოვიჰორმონებიბუდაპეშტიდიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენააბრეშუმის ჭიათემურლენგიმწერებიილონ მასკიმარსიქართული მითოლოგიალებომბოს მთებისაბერძნეთიხორვატიაიუსტინიანე Iნიკო ნიკოლაძეშვეიცარიაეგვიპტის პირამიდებიდეზოქსირიბონუკლეინის მჟავათვალიინდოეთიფელაციაადიშის ოთხთავისაქართველო XII-XIII საუკუნეებშისაფრანგეთის რევოლუციასაქართველოს მდინარეების სიადემეტრე Iნოდარ დუმბაძეპლანეტაფრინველთა მიმოფრენადაირაფოცხვერიკალციუმითვითმმართველობაკლიმატილომისიმონ Iკუებიდავით გურამიშვილიმონოგამიასაქართველოს მუნიციპალიტეტებიირემიკაცია-ადამიანი?!ვეფხისტყაოსანიავსტრალიარელიგიაეროზიაგოდერძის უღელტეხილითბილისის მეტროპოლიტენიოშკიენცეფალოპათიაჭიამაიასებრნირეზოლუციაატომისაქართველოს სახელმწიფო ჰიმნილექსი ვეფხისა და მოყმისაქაშვეთის ეკლესიაგრიგოლ ხანძთელი🡆 More