სანგულე ლამიზანა (დ.
31 იანვარი, 1916, ტუგანის ოლქი, ბურკინა-ფასო — გ. 25 მაისი, 2005) — ბურკინა-ფასოს რესპუბლიკის სახელმწიფო მოღვაწე. კადრის ოფიცერი. 1936–1961წლებში მსახურობდა საფრანგეთის არმიაში, 1961 წლის ოქტომბერში მაიორის ჩინით გადაიყვანეს ზემო ვოლტის არმიაში. 1962 წლიდან ზემო ვოლტის არმიის გენერალური შტაბის უფროსია, 1973 წლიდან კორპუსის გენერალი. 1966 წლიდან კი ზემო ვოლტის (შემდეგ ბურკინა ფასოს) პრეზიდენტია. 1980 წელს ნოემბრის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, რომელსაც გენერალი საიე ზერბო მეთაურობდა, გადაყენებულ იქნა თანამდებობიდან.
სანგულე ლამიზანა | |
ბურკინა ფასოს მე-2 პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
4 იანვარი 1966 – 25 ნოემბერი 1980 | |
წინამორბედი | მორის იამეოგო |
მემკვიდრე | საიე ზერბო |
დაბადებული | 31 იანვარი 1916 |
გარდაცვლილი | 26 მაისი 2005 |
გარდაიცვალა 2005 წელს.
წინამორბედი: მორის იამეოგო | ბურკინა ფასოს პრეზიდენტი 1966 – 1980 | შემდეგი: საიე ზერბო |
This article uses material from the Wikipedia ქართული article სანგულე ლამიზანა, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.