პიესა რაც გინახავს, ვეღარ ნახავ

„რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ — ქართველი დრამატურგის, ავქსენტი ცაგარელის პირველი კომედიური ჟანრის პიესა.

პიესა რაც გინახავს, ვეღარ ნახავ სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ რაც გინახავს, ვეღარ ნახავ.

მოქმედება ვითარდება მე-19 საუკუნის თბილისსა და მის შემოგარენში, სადაც მოთხრობილია, ახალგაზრდა წყვილის შესახებ, რომლებიც დაქორწინებას აპირებენ, მაგრამ სოფლის გაღარიბებული თავადი საპატარძლოს ძალით წაიყვანს.

რაც გინახავს, ვეღარ ნახავ
პიესა რაც გინახავს, ვეღარ ნახავ
ავტორი ავქსენტი ცაგარელი
პრემიერა 19 დეკემბერი, 1879
პრემიერის ადგილი თბილისი
ენა ქართული
ჟანრი კომედია
მოქმედების ადგილი თბილისი და მისი შემოგარენი

ცაგარელმა პიესა 21 წლის ასაკში, 1878 წელს დაწერა. პიესა სამ მოქმედებიანია და წარმოადგენს ერთგვარ მძაფრ სოციალურ პროტესტს თავადაზნაურების წინააღმდეგ. პირველად დაიდგა 1879 წლის 19 დეკემბერს თბილისში.

პიესის სიუჟეტი დაფუძნებულია XIX საუკუნის თბილისში მომხდარ მემამულე შიოევის გახმაურებულ რეალურ ამბავზე, რომელმაც საცოლე მოსტაცა ვიღაც დიღმელ გლეხს. ავქსენტი ცაგარელისადმი მიძღვნილ ტექსტში იოსებ გრიშაშვილიც წერს:

1935 წელს ღრმად მოხუცებულმა ცაგარლების მოყვარემ — ნინო გრიგოლის ასულმა უგრელიძემ გვიამბო, რომ ყოფილა ერთი მემამულე გვარად შიოევი (პეტრე შიოთაღაშვილი), რომელმაც მოიტაცა დიღმელი გლეხის გულას გოგო და მოიწადინა მასზედ ჯვარის დაწერა. ის გოგო თურმე მენახშირეზე ყოფილიყო დანიშნული, ბევრი ემუდარეს გულქვა ბატონს, მაგრამ მან თავისი გაიტანა, ნათესავებიც წინ აღუდგნენ: „უსწავლელია, რათ გინდაო“, — შიოევმა თურმე უპასუხა: „რა ვუყოთ, რომ უსწავლელია, ჰამაც ვაკოცებ, ჰამაც ვასწავლიო“... ბოლოს ამ „ბედნიერ ცოლ-ქმართ“ ეყოლათ ქალი, რომელიც „ზავედენიაში“ მიაბარეს და მოახლეები დაუყენესო....

ამ ფაქტს ადასტურებს ხალხური ლექსი — „პეტრე ბატონის ლექსი“.

1965 წელს გამოვიდა რეჟისორ მიხეილ ჭიაურელის ამავე სახელწოდების ფილმი, რომელშიც მონაწილეობენ აკაკი ხორავა, სოფიკო ჭიაურელი, ვასო გოძიაშვილი, გიორგი შენგელაია, ვახტანგ ნინუა და სხვები.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ავქსენტი ცაგარელიმე-19 საუკუნექართველი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

მზის სისტემადედაპლატათევზები (ასტროლოგია)ფოთიპრიზმაევოლუციამზის დაბნელებამონღოლებიგია ყანჩელისამეგრელობიპოლარული აშლილობაატომითბილისის ისტორიასაქართველო XVIII საუკუნეშიეიფელის კოშკისაქართველოს ფრინველთა სიაძახილის წინადადებაპითაგორას თეორემაქვეყნების სიაკახა კალაძეიულიუს კეისარისქესობრივი აქტიავსტრალია (კონტინენტი)ძუძუმწოვრები26 აპრილიიმერეთიკურო (ასტროლოგია)ღანძილიიასამანიხევსურეთიაშშ-ის შტატებისა და ტერიტორიების სიააღმოსავლეთი საქართველორაბათის ციხეაჭარის ავტონომიური რესპუბლიკაკორდილიერებილამპრობასაფრანგეთის რევოლუციაშველიდედამიწაფრინველებიალუდა ქეთელაური (მომღერალი)სუნთქვაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024კანონიერი ქურდინიკოლოზ ბარათაშვილიგოგირდიკონტინენტიბათუმის ბოტანიკური ბაღიქრისტიანობამარსივიტამინებისაქართველოს მუნიციპალიტეტებიწნევაკულტურული მემკვიდრეობის ძეგლისაქართველოს ისტორიამარჯნის რიფიმტირალას ეროვნული პარკიარაბობა საქართველოშიგერმანიაზურმუხტიგიორგი VIII1832 წლის შეთქმულებამასონობარენესანსიდიმიტრი ყიფიანიჩვეულებრივი სელაპიმსოფლიოს ქვეყნები ფართობის მიხედვითთეთრი დათვიმსოფლიოს უდიდესი ქალაქებიხემარწყვაერეკლე IIირაკლი კობახიძეყივანახველამზებირთვული იარაღიაკაკი წერეთელიფუტკრებიდიოკლეტიანე🡆 More