პატარა სან-სალვადორი

პატარა სან-სალვადორი აგრეთვე ცნობილი როგორც ჰალფ-მუნ-კეი (ინგლ.

მდებარეობს კუნძულ ელიუთერასა და კეტის დაახლოებით შუა მონაკვეთში. სან-სალვადორი კერძო საკუთრებაა და კომპანია Holland America Line მფლობელობაშია, რომელიც თავის მხრივ Carnival corporation & plc.-ს ეკუთვნის. კომპანია კუნძულს რეგიონში მოცურავე საკრუიზო გემებისათვის პორტად იყენებს. Carnival Corp-მდე იგი კომპანია Norwegian Cruise Line-ს ეკუთვნოდა.

პატარა სან-სალვადორი
ბაჰამის კუნძულების რუკა

პატარა სან-სალვადორი ბაჰამის დედაქალაქ ნასაუდან 100 მილით სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს. Holland America Line-მა კუნძული 1996 წლის დეკემბერში, 6 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა. ამის შემდეგ, მოხდა კუნძულის 200 000 მ² ტერიტორიის განვითარება სულ არსებული 9,7 კმ²-დან. მთავარ მიზნად გამოცხადდა რაც შეიძლება საუკეთესო პირობების შენარჩუნება ადგილობრივი ველური ბუნების წარმომადგენელთათვის. ამავე დროს, კუნძული ზღვის ფრინველთა ბუდობის მნიშვნელოვანი ადგილია. პატარა სან-სალვადორის მიდამოებში წყალი ღრმა არაა და ვერ ხერხდება ნავმისადგომის მოწყობა, შესაბამისად, საკრუიზო გემებიდან მგზავრების გადმოსაყვანად და პირიქით, საჭიროა თანმხლები მომცრო გემების გამოყენება.

ტურისტებისათვის კუნძულზე შესაძლებელ საქმიანობებს შორისაა ცურვა, მზის აბაზანების მიღება, დაივინგი, ჯეტ-სკი, ველოსიპედით სეირნობა და სნორკელინგი (წყალქვეშ ცურვა). ასევე შესაძლებელია წყალქვეშა თევზაობა, პარასეილინგი, მინის ძირიანი ნავებით სეირნობა და ბუნებაში გასეირნება. ქირავდება მრავალგვარი საწყლოსნო გასართობი, მათ შორის კატამარნები, აფრებიანი ნავები, სერფინგის დაფები და კაიაკები. მოწყობილია ფრენბურთისა და კალათბურთის მოედნები, შაფლბორდის სათამაშო მოედანი, ფიტნეს ბილიკები თავის სავარჯიშო სადგურებით, ფეხით სასიარულო ბილიკები, შესაძლებელია ცხენოსნობა.

კუნძულის პანორამა საკრუიზო გემ Carnival Pride-დან
კუნძულის პანორამა საკრუიზო გემ Carnival Pride-დან

გალერეა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

75°57′07″W / 24.574° ჩ. გ. 75.952° დ. გ. / 24.574; -75.952

Tags:

Carnival Cruise Linesბაჰამის კუნძულებიელიუთერაინგლისური ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ჰემანგიომაძუძუმწოვრებისიტყვაფერნანდო მაგელანიზვიად გამსახურდიაიგავ-არაკიბულგარეთიცხელი ძაღლიგველის-მჭამელიდიეგო მარადონაგარემოს დაცვაკონცეფციასაქართველოს ფრინველთა სიაბუდიზმიფულის ისტორიავლადიმერ ლენინიბედიის მონასტერიფაშიზმიკასპიის ზღვაიალბუზიმსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითადამიანის ჩონჩხისიზმარიდათა თუთაშხიაგეომეტრიული პროგრესიალევან სამხარაულიზვიგენებიიაპელეუეფა-ს ჩემპიონთა ლიგალეონიდ ბრეჟნევიქალაქირეალ მადრიდი (საფეხბურთო კლუბი)რეჯეფ თაიფ ერდოღანისაჩხერეხევისბერი გოჩაGoogle Translateგურიაფუტიჩრდილოეთი კორეაპეტრა (იორდანია)ტუპაკ შაკურივენაკეთილშობილი ირემიაშშ-ის პრეზიდენტების სიამეორე მსოფლიო ომიმაროკოძველი ეგვიპტეაია-ნაპაგიორგობასხალთის ტაძარისაქართველო IV საუკუნეშილოქომცხეთაიერუსალიმის სამეფომილანი (საფეხბურთო კლუბი)გრემიათონის ივერთა მონასტერისიღნაღიალცჰაიმერის დაავადებაკუებიბაგრატიონებიმზეერეკლე II-ის ოჯახისენაკიკუპიდონიმილიმეტრიქაშვეთის ეკლესიანათურათბილისის ზღვაღამურაჰარი პოტერი9 აპრილის ტრაგედიააფხაზეთის ისტორიასაქართველოს სატელეფონო კოდებისომხეთი🡆 More