მოხეური დიალექტი

მოხეური დიალექტი — ქართული ენის დიალექტი, რომელიც გავრცელებულია საქართველოს ერთ-ერთ უძველეს კუთხეში — ხევში.

გარდა მოხევეებისა, ხევში ცხოვრობენ ხევსურები, ქისტები, ოსები. ხევზე გადის საქართველოს სამხედრო გზა.

მოხეური დიალექტის ფონოლოგიური თავისებურებებიდან აღსანიშნავია შემდეგი: დაცულია ფონემა : არი, მალი, ოცს..., თუმცა ახალი თაობის მეტყველებაში იგი თითქმის აღარ ისმის. შედარებით მკვიდრია უმარცვლო უ̂--ს პოზიცია. ზოგჯერ მას სიტყვათგანმასხვავებელი ფუნქციაც აქვს: სველი „დასველებული“ – სუ̂-ელი „შრატი, წაქი“; შეინიშნება ხმოვნის ფშვინიერი და იოტიზებული „შემართვის კვალი“. მოხეური დიალექტის ერთ-ერთი დამახასიათებელი ფონეტიკური თავისებურებაა კომპლექსთა ნაირსახოვანი ცვლილებები. ზოგჯერ შეინიშნება ბოლოკიდური პოზიციის ცვეთის შემთხვევები. II სუბიექტური და III ობიექტური პირის ნიშანთა ფონეტიკური ნაირსახეობანია: , , .

მოხეურ დიალექტში თავისებურია არა მარტო მახვილი, არამედ თითოეული ბგერის წარმოთქმაც: დამახასიათებელია მჟღერობის მაღალი ხარისხი, ფშვინვიერთა ბუნების შენარჩუნება და გაძლიერება. მოხეურ დიალექტში მახვილი არაა ფონოლოგიური; იგი სიტყვას ანიჭებს მუსიკალურ-ტონურ ელფერს და იცავს მას წინადადებაში მონოტონური წარმოთქმისაგან. მართალია, ცალკე სიტყვაში მოხეური დიალექტის მახვილი ჰგავს მთიულურისას, მაგრამ მრავალმარცვლიან სიტყვაში ის ტონურ-დინამიკურისაკენ იხრება ისევე, როგორც სალიტერატურო ქართულშია.

სიტყვაში მთავარი და დამატებითი, თანამახვილი, შეინიშნება ბოლოდან მესამე-მეოთხე მარცვლებში. მრავალმარცვლიან სიტყვაში ორი მახვილი — დინამიკური და ტონური უდავოა. ტონური ჩანს დომინანტი. ტონის ამაღლება მესამე-მეოთხე მარცვალზეა.

მოხეურში თვლის სისტემა ასის შემდეგაც ოცობითია: ხუთოცი, ექვსოცი.., ათასის შემდეგ — ასობითი: თერთმეტასი, თორმეტასი და ა.შ.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერტურა

  • ქართული ენა : ენციკლოპედია, 2008;
  • გიგინეიშვილი ი., თოფურია ვ., ქავთარაძე ი., ქართული დიალექტოლოგია, I, თბ., 1961;
  • ქავთარაძე ი, ქართული ენის მოხეური დიალექტი, თბ., 1985;
  • ჯორბენაძე ბ. ქართული დიალექტოლოგია, I, თბ., 1989.

Tags:

ოსებისაქართველოსაქართველოს სამხედრო გზაქართული ენაქისტებიხევი (მხარე)ხევსურები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ხევისბერი გოჩათავისუფლება (ფილოსოფია)ჯუზეპე ვერდისაფრანგეთის რევოლუციანიუეენგურის ჰიდროელექტროსადგურიაღმოსავლეთი საქართველოთბილისის ბოტანიკური ბაღიარჩვიბიბლიაკარლეს პუჩდემონიეგვიპტის პირამიდებიოთარ კიტეიშვილიდავით ყიფიანიუქმე დღეები საქართველოშიმითიმთვარეთბილისის ძეგლებიძველი ეგვიპტევარსკვლავური ომებიტერენტი გრანელიდემნა უფლისწულიფერების სიმბოლიზმი და ფსიქოლოგიატაილანდიშვეიცარიაფეხბურთისაქართველოს ფრინველთა სიაუოლისი და ფუტუნამსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითიაპონიაკავკასიონიგაერთიანებული ერების ორგანიზაციათევდორე კველთელიეროზიამონღოლებითბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრიათენითითაობაბუდაპეშტირუსეთისაქართველოს დამოუკიდებლობის აქტიპროგრესული როკიაფხაზეთიკოლოსეუმიზაქარია ფალიაშვილიზვიგენებიSting in the Tailქისტებითურქეთ-საქართველოს ურთიერთობებიპარიზიგლობალური დათბობამსოფლიოს ქვეყნების დედაქალაქების სიათურქეთიჯაზიამერიკის შეერთებული შტატებისაქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიქართვლის დედა1924 წლის აგვისტოს აჯანყებაზურიკო დავითაშვილიგველებიტროპიკული ტყეებიმეიოზიზმნიზედანაკრძალიდასავლეთ რომის იმპერიის დაცემაკრწანისის ბრძოლაჰექტარიფემინიზმილარითურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიშოთა არველაძეფრინველებითამარ მეფეილია ჭავჭავაძეიგავ-არაკი🡆 More