ლიმანი

ლიმანი (ბერძ.

ლიმანი შეიძლება იყოს ზღვისკენ ღია (უბე) და ზღვისგან დახურული (ცელით გამოყოფილი). ლიმანში ჩვეულებრივ ილექება წვრილმარცვლოვანი ქვიშა, ალევრიტები და თიხა, აგრეთვე ხშირად ორგანული ნივთიერება, რომელიც დასაბამს აძლევს საწვავი ფიქალის, ნახშირისა და ნავთობის ბუდობებს.

ლიმანი
ლიმანი შავ ზღვაში
ლიმანი
ლიმანი

ლიმანი წარმოიქმნება სანაპირო ზოლის დაძირვის შედეგად. ლიმანში მშრალი ჰავისა და ზედაპირული ჩამონადენის სიმცირის პირობებში დამლაშებული ლამიანი ნალექი გროვდება, რომელსაც ხშირად სამკურნალოდ იყენებენ. ცხელ კლიმატურ პირობებში ლიმანში გროვდება ალუმინისა და რკინის ოქსიდები, რომლებიც ბოქსიტების ბუდობებს ქმნიან.

არსებობს ზღვასთან მიმართებაში გახსნილი და ჩაკეტილი ლიმანი. როდესაც ლიმანი მთლიანად შორდება ზღვის წყალს, იქმნება ლიმანური ტბები. ლიმანების წარმოშობა წააგავს ლაგუნების წარმოშობას. იგი დაკავშირებულია ნატანების მოძრაობასთან ზღვის სანაპირო ზონაში. ეს მიმდინარეობს კონცხის კიდის მასალის წარეცხვისა და გადატანის, ნატანის დალექვის შედეგად, რომელთა ხარჯზე წარმოიქმნება წყალქვეშა ზვინული, რომელიც გადატიხრავს მდინარეების შესართავებსა და უბეებს ზღვიდან.

ზრდის შესაბამისად, ზვინულები აზევებულია ზღვის დონეზე და წარმოშობს ყრილებსა და ცელებს.

ლიმანები ფართოდ არის გავრცელებული შავი და აზოვის ზღვების ჩრდილოეთ სანაპიროებზე, სადაც მათი რაოდენობა ათობითაა. შავის ზღვის ლიმანებიდან გამოიყოფა: დნესტრის ლიმანი, დნეპრის ლიმანი, დნეპრო-ბუგის ლიმანი, ბუგის ლიმანი, ბერეზანის ლიმანი და სხვა. აზოვის ზღვაში გამოიყოფა ბეისუგის ლიმანი, ეისკის ლიმანი და სხვა.

ლიმანის ფაუნა შეიცავს ისეთ სახეობებს, რომლებიც მარილიანობის მნიშვნელოვან ცვლილებასთანაა ადაპტირებული. შავ ზღვაში ლიმანებს ზღვის ნავსადგურების ასაშენებლად იყენებენ. ტერმინი ლიმანი ზოგჯერ ესტუარის სინონიმად გამოიყენება.

მოქცევას მოკლებული ზღვის ნეიტრალური ნაპირის ტიპი, რომელიც მდინარეთა შესართავებთან დატბორვით წარმოიქმნება ლიმანური ნაპირის სახელწოდებითაა ცნობილი. ხასიათდება კლაკნილი, ვიწრო, ციცაბო აბრაზიულ ნაპირებიანი უბეებით.

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო

Tags:

ალევრიტიბერძნული ენაზღვათიხამდინარენავთობინახშირი (წიაღისეული)უბექვიშაყურეცელა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ფარსმან II ქველიგელათის მონასტერიორგაზმიგერმანიაისლანდიათვითმმართველობავერის უბნის მელოდიებიავსტრალიასინგაპურიგუბაზ სანიკიძეჩარლი ჩაპლინიჯუზეპე ვერდიეკონომიკანაცვალსახელისაქართველო XVIII საუკუნეშიხოხობიმცენარეებიილონ მასკინორვეგიათირკმელიუნგრეთინიადაგისანტიმეტრიკოსმოსური ხომალდინიკოლოზ ბარათაშვილიყვავილოვანი მცენარეებინარკომანიამუსიკადავით IIIფეხბურთისაქართველო XIII საუკუნეშიალექსანდრე მაკედონელისინონიმებიხაშურისვეტიცხოველიგაერთიანებული სამეფოწინადადებათეატრიჩინგიზ-ყაენიკახეთიდათა თუთაშხიაზაქარია ფალიაშვილითემურლენგის ლაშქრობები საქართველოშისტანის ბარათეონიცილებიბრაზილიააფრიკის ქვეყნების სიასაფრანგეთითხის რქა (ასტროლოგია)ბერძნული მითოლოგიანინო სალუქვაძეფსიქოლოგიაგიორგი ქინქლაძეამაზონის ჯუნგლებიკეთილშობილი ირემიაქემენიანთა იმპერიაკონტინენტიმარინა კახიანიტროპიკული სარტყლებიდონ კიხოტიალუდა ქეთელაურიქრისტეფორე კოლუმბიასტრიდ ლინდგრენიდავით VI ნარინიჰეკლაფაშიზმისაქართველომეჩეთისასწორი (ასტროლოგია)ირანიფილების ტექტონიკამწერებიქვევრი (ფილმი)ქართული დამწერლობასაქართველო IV საუკუნეშიპაბლო პიკასომარტივი რიცხვირკინის კაცი🡆 More