2020 განჯის დაბომბვა

განჯის დაბომბვა (აზერ.

2020 წლის განჯის დაბომბვა
მდებარეობა განჯა, აზერბაიჯანი
თარიღი
  • 4 ოქტომბერი, 2020 (2020-10-04)
  • 8 ოქტომბერი, 2020 (2020-10-08)
  • 10 ოქტომბერი, 2020 (2020-10-10)
  • 17 ოქტომბერი, 2020 (2020-10-17)
იარაღი ბალისტიკური რაკეტები
დაღუპულები 26
არასასიკვდილო დაზიანებები
125
თავდამსხმელები სომხეთის შეიარაღებული ძალები
მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის თავდაცვის არმია

პირველი თავდასხმა განხორციელდა 4 ოქტომბერს, რომლის შედეგად 1 სამოქალაქო პირი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა. ეს გახდა პირველი იმ სერიათა თავდასხმიდან, რომელიც მთიანი ყარაბაღი რეგიონის ფარგლებს გარეთ მოხდა. მეორე თავდასხმა 8 ოქტომბერს განხორციელდა, ადგილობრივი დროით დილის 4 საათზე, თავდასმის შედეგად არავინ დაშავებულა. მესამე თავდასხმა განხორციელდა 11 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დაახლოებით ღამის 2 საათზე. თავდასხმის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაშავდა. დაშავებულებს შორის იყვნენ მცირეწლოვანი ბავშვებიც. ეს თავდასხმა, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გაფორმების შედმეგ, რომელიც ერთი დღით ადრე გაფორმდა, გახდა პირველი დიდი დარღვევა.

მეოთხე თავდასხმა განხორციელდა 17 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დაახლოებით ღამის 1 საათზე. ოფიციალური შეტყობინენების თანახმად, თავდასხმის შედეგად დაიღუპა 13 სამოქალაქო პირი და დაშავდა 50-ზე მეტი პირი.

აზერბაიჯანმა სომხეთი დაადანაშაულა თავდასხმებში, მაგრამ სომხეთმა უარყო. არაღიარებულმა არცახის რესპუბლიკამ აღიარა პასუხისმგებლობა თავდასხმებებში. აზერბაიჯანის მთავრობამ მესამე თავდასხმას „გენოციდის აქტი“ უწოდა.

წინაპირობები

2020 წლის 27 სექტემბერს სადავო მთიანი ყარაბაღის რეგიონში დაიწყო შეტაკებები, რომელსაც დე ფაქტო აკონტროლებს არცახი, მაგრამ აზერბაიჯანის დე იურე ნაწილია. განჯაში, რომელშიც აზერბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქია, ცხოვრობს 335 ათასი ადამიანი: ის მდებარეობს მთიანი ყარაბაღის საკონტაქტო ხაზის ჩრდილოეთით 97 კილომეტრში და სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის აღმოსავლეთით 241 კილომეტრში.

არაიკ ჰარუთიანიანმა, არცახის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, აზერბაიჯანის არმიასა და მშვიდობიან მოსახლეობას გაფრთხილება გასცა, რომ დატოვონ განჯა და ამბობდა, რომ იქ განთავსებული სამხედრო ობიექტები მიზნად ისახავს სტეპანაკერტის მშვიდობიან მოსახლეობას „პოლონეზისა“ და „სმერჩის“ რაკეტების გამოყენებით.

სამმხრივი მოლაპარაკებები რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის კონფლიქტთან დაკავშირებით დაიწყო 2020 წლის 9 ოქტომბერს მოსკოვში. მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ სერგეი ლავროვი, ზოჰრაბ მნაცაკანიანი და ჯეიჰუნ ბაირამოვი. ლავროვმა გამოაქვეყნა ერთობლივი განცხადება ათი საათის მოლაპარაკებების შემდეგ, რომელიც დასრულდა ადგილობრივი დროით 03:00 საათზე და დაადასტურა, რომ ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტა ძალაში შევა შუადღემდე. ზავის ამოქმედებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, მხარეებმა ერთმანეთი დაადანაშაულეს ცეცხლის შეწყვეტის დარღვევაზე. აზერბაიჯანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტა დროებითი იყო და ის რეგიონში კონტროლის აღდგენის მიზანის თავს არ დაანენებდა.

თავდასხმები

განჯაზე პირველი თავდასხმა განხორციელდა 4 ოქტომბერს ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით. აზერბაიჯანმა სომხეთი დაადანაშაულა თავდასხმაში, მაგრამ სომხეთმა უარყო.

სქოლიო

Tags:

აზერბაიჯანიაზერბაიჯანული ენაგანჯამთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის თავდაცვის არმია

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ჯო ბაიდენიმდგრადი განვითარებაწმინდა ნინოსანტიმეტრისპილოსებრნისპორტული უნივერსალი (ავტომობილი)საბერძნეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიარწივიმთვარის დაბნელებათეიმურაზ Iთეთრი დათვინიკო ფიროსმანიმიწისძვრააჭარაბეთ არენაბელგიამერწყულიკლაუს მაინეაზიაევერესტიThe Beatlesხავსებიქართული ენაგორივაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი26 მარტიფოთოლირელიგიალუდვიგ ვან ბეთჰოვენიდანიის სამეფომიხეილ სააკაშვილიავტომობილიბაიკალიალკოჰოლიზმიგრიგორიანული კალენდარისალომე ზურაბიშვილიპროტესტანტიზმისიმსივნემოსკოვიტრეფიკინგიმტკვარიველოსიპედილურჯი ვეშაპიჯუზეპე ვერდიერთა ლიგაუდაბნოჰოლოკოსტიაშშ-ის პრეზიდენტების სიაახალქალაქიგარემოს დაცვაკლიმატივეფხისტყაოსანიბიძინა ივანიშვილირომის დაარსებაჰაერიგვირილაჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკარუსეთ-საქართველოს ომი (1921)სერხიო რამოსიალფრედ ადლერიქეთევან დედოფალიარგონავტებიკულტურასამკურნალო მცენარეებიქართლიაფრიკაამერიკის შეერთებული შტატებიორალური სექსივულკანილეიკოციტოზიეკვატორული კლიმატური სარტყელიკეთილშობილი ირემიდადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიცივი ომიდემეტრე II თავდადებულიაფრიკის ქვეყნების სიასაქართველოს სახელმწიფო ჰიმნი🡆 More