ჯავახები

ჯავახები, ძვ.

ქართული ჯავახნიქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფი. ძირითადად ცხოვრობენ სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ნაწილობრივ ასპინძის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, ისტორიულ ჯავახეთში.

ჯავახები
ახალქალაქელი ჯავახის ოჯახი, 1896 წ.
ჯავახები
ქართული ენის ჯავახური დიალექტი, თბილისი, 1984

საუბრობენ ქართული ენის ჯავახურ დიალექტზე. ამჟამად მათი ოდენობა ჯავახეთის მხარეში დაახლოებით 5 000-მდეა. „ჯავახ“ ეთნონიმი იქცა ანთროპონიმად (შეადარეთ ივერი, იმერი, კახი, და სხვ.); ჯავახი (უსუფიქსოდ) არის გვარიც.

ისტორიული წყაროები

ჯავახნი, თორელებთან ერთად, იხსენიებიან ჟამთააღმწერელის ასწლიან მატიანეში, როგორც ნაწილი „ყოველთა ქართველთა“:

ჯავახები 
„და წარიტანეს თანა მეფე გიორგი საბერძნეთს, და ვერ წინააღუდგეს ფარმანიანნი ლაშქართა მათ ერთ წელ, და ყოველნი მას შინა მყოფნი ქართველნი მოსცა მეფესა გიორგის. იახლნეს ჯავახნი და თორელნი, რაოდენნი ყვეს, და სადაცა ილაშქრიან და შეიბნიან ციხეთა ზედა, მუნ მჴნედ მბრძოლად გამოჩნდის მეფე გიორგი, და მის თანა ყოველნი ქართველნი.“

ვახუშტი ბატონიშვილი ჯავახებს ასე ახასიათებს:

ჯავახები 
„კაცნი და ქალნი მგზავსნი ქართლის გლეხთა, ტანოვანნი, შუენიერ-ჰაეროვანნი, უსაქციელონი ბრიყუნი; სარწმუნოებით გლეხნი ჯერეთ ქრისტეანენი სრულიად, არამედ არღარა უვისთ მწყემსი ეპისკოპოზი, გარნა ჰყავთ მღუდელნი ქართველნი. ენა აქუსთ ქართული, და უწყიან მოთავეთა თათრულიცა დამჭირნეობისათვის ოსმალთა.“

საინტერესო ფაქტები

რუსულ ენაში ჯავახებისთვის არ დამკვიდრებულა ერთი მყარი შესატყვისი და იქ შეიძლება შეგხვდეთ ფორმები: Джавахи, Джавахы, Джавахетинцы, Джавахцы.

ლიტერატურა

  • ზედგინიძე გიორგი, თორელ-ჯავახთა და ჯაყელ-მესხთა საკითხისათვის (თორელთა და ჯაყელთა გვარის წარმოშობა ისტორიული წყაროების მიხედვით), „ლიტერატურული მესხეთი“, 2003, ოქტომბერი, გვ.6-7.
  • თოფჩიშვილი როლანდ, სად წავიდა ჯავახეთის ქართული მოსახლეობა : ჯავახეთის მოსახლეობის მიგრაცია XVII-XIX სს. - თბილისი: მემატიანე, 2000. - 72გვ.

სქოლიო

Tags:

ჯავახები ისტორიული წყაროებიჯავახები საინტერესო ფაქტებიჯავახები ლიტერატურაჯავახები სქოლიოჯავახებიასპინძის მუნიციპალიტეტიახალქალაქის მუნიციპალიტეტინინოწმინდის მუნიციპალიტეტისამცხე-ჯავახეთის მხარექართველებიძველი ქართული ენაჯავახეთი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ათენიქართული სამზარეულოლიბერალიზმიდედა ენაპროტესტანტული რეფორმაციაკოლოსეუმითავისუფლების მოედანი (თბილისი)ქართლის ცხოვრებაევოლუციაგიორგი ლეონიძესისხლიეროზიაჭიანჭველასებრნილეიშმანიოზიყირიმის ომინიადაგივიკისაწყობიპარიზიკირჩხიბი (ასტროლოგია)მსოფლიოს ქვეყნები და ტერიტორიები მოსახლეობის მიხედვითდედამიწის ისტორიაპომპეუსის ლაშქრობა საქართველოშიმასონობაპუნიკური ომებიბალდუინ IV იერუსალიმელისვანეთიტრეფიკინგიბასიანის ბრძოლააზოტიღამურაილია თოფურიაპატარა უფლისწულიჯუმბერ ლეჟავაგია ყანჩელიტუბერკულოზიოქროს კვეთაარასამთავრობო ორგანიზაციატონაზურა ყიფშიძემილიმეტრიილია ჭავჭავაძეირლანდიაკალათბურთიმდინარეფილოსოფიაიაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმიჰეკლაბორჯომიგურამ დოჩანაშვილიცხენისწყალიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიოქროს საწმისივეფხვისაქართველოს პრეზიდენტიპრიზმავატიკანიფსორიაზიბირთვული იარაღირომის რესპუბლიკასახელმწიფო საზღვარისაქართველოს წითელი ნუსხაგორის ციხესაქართველოს ფაუნადედამიწის დღეამერიგო ვესპუჩისისხლის მიმოქცევის სისტემაქეთევან დედოფალისაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაბაგრატ III (საქართველოს მეფე)ცხოველებიორალური სექსივულკანიიმერეთიმოსკოვიფარსმან II ქველიჰააგაამერიკის შეერთებული შტატებიბელგია🡆 More