ხიზანი — მიწის არმქონე გლეხი, რომელიც სარჩო-საბადებელს იჯარით აღებული მიწის დამუშავებით იღებდა.
XVIII საუკუნის დასაწყისში, როდესაც კავკასია მოცული იყო სამოქალაქო ომებით და მთიელ ხალხთა მიერ გამუდმებული ძარცვა-დაწიოკება მშვიდი სამეურნეო საქმიანობის განვითარებას აფერხებდა, ძირითადად სამეგრელოდან და ოსეთიდან იმერეთსა და ქართლში ჩამოსახლებული გლეხები შეძლებულ მემამულეებთან ეძებდნენ თავშესაფარს, რომლებიც თავის მხრივ სიამოვნებით სთავაზობდნენ მიწებს „მუდმივი იჯარის“ პირობით.
„გლეხთა განთავისუფლების“ კანონი, ხიზნებს არ შეხებია. ისინი ყმებისაგან განსხვავებით უფრო მძიმე ვითარებაში აღმოჩნდნენ.
ერთადერთი უფლება რომელიც ხიზნებს გააჩნდათ, იყო მიწის თვითნებური მიტოვება, რის შედეგადაც ისინი კარგავდნენ, როგორც აუღებელ მოსავალს ისე იჯარით აღებულ მიწაზე აშენებულ შენობა-ნაგებობებს.
მეფის რუსეთის დროს „თავისუფალ ხიზნებს“ აწევდათ რიგი გადასახადების გადახდა:
ასევე ხიზანი ვალდებული იყო უფასოდ დახმარებოდა მემამულეს მის სამეურნეო საქმიანობის წარმოებაში, რომლის დღეები წინასწარ შეთანხმებული იყო მხარებს შორის.
მოგვიანებით ნატურალური გადასახადი გადახდა ჩანაცვლდა ფულადი ანგარიშსწორებით, რომელიც ყოველ რეგიონში სხვადასხვა ოდენობით განისაზღვრებოდა.
აღსანიშნავია ის, რომ, ხიზნების მიერ გაშენებული ბაღი 10-15 წლის შემდეგ სრულად (უკეთს შემთხვევაში ნახევარი) გადადიოდა მემამულეთა ხელში.
იქედან გამომდინარე რომ მემამულე იყო ერთადერთი მეპატრონე მიწისა, ისინი დაინტერესბულნი იყვნენ მიწა დასამუშავებლად მიეცათ და ხეხილი გაეშენებინათ ხიზნებს, ხოლო დროთა განმავლობაში მათზე გადასახადების აწევით განედევნათ ხიზნები მათივე მიწებიდან.
ხიზნების გამოსახლების პერსპექტივა მათ მიერ დაკავებული მიწებიდან დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მაცდუნებელი ხდებოდა, ხოლო უკვე XIX საუკუნის 70-იან წლებიდან, ხიზენების დევნამ მკვეთრი ხასიათი მიიღო .
This article uses material from the Wikipedia ქართული article ხიზანი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.