ჩრდილოეთი ბრაბანტი (ნიდერლ.
სამხრეთით ესაზრვრება ბელგიის ლიმბურგის პროვინცია, აღმოსავლეთით ნიდერლანდების ლიმბურგის პროვინცია, დასავლეთით ზელანდიის პროვინცია, ჩრდილოეთით მდინარე მაასის ხეობა. დედაქალაქი ჰერტოგენბოსი, უდიდესი ქალაქია ეინდჰოვენი. ტერიტორია უმეტესად დაბლობია, თუმცა ზღვის დონიდან მაღლა მდებარეობს. 2006 წლის აღწერის მონაცემებით ჩრდილოეთი ბრაბანტის მოსახლეობა უდრიდა 2,415,946 ადამიანს.
ადრეულ დროში პროვინციის ტერიტორიაზე მდინარე მაასის გასწვრივ იყო რომაული ბანაკები. XVII საუკუნემდე დღევანდელ ფარგლებში ბრაბანტის საჰერცოგოს ნაწილს წარმოადგენდა, რომლის სამხრეთი მონაკვეთი ამჟამად ბელგიის ტერიტორიაზეა. XIV-XV საუკუნეებში რეგიონის ცხოვრება ოქროს ხანის პერიოდს დაემთხვა, განსაკუთრებით შეეხო ლევენს, ანტვერპენს, ბრედასა და ჰერტოგენბოსს. 1579 წელს უტრეხტის უნიაში გაწევრიანების შემდეგ, ბრაბანტი გახდა ბრძოლის ველი ესპანეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელსაც სამხრეთი ნიდერლანდები ეკავა. ჩრდილოეთ ბრაბანტში პროტესტანტიზმის გავრცელება მთლიანობაში წარუმატებელი აღმოჩნდა, მაინც რეგიონი რომის კათოლიკური ეკლესიის გავლენის ქვეშ რჩებოდა. დიდი ხნის განმავლობაში იყო სამხედრო ბუფერული ზონა. 1815 წელს ბელგია და ნიდერლანდები გაერთიანდნენ ნიდერლანდების გაერთიანებულ სამეფოში და სამხრეთ ბრაბანტთან განსხვავებისთვის პროვინციას ჩრდილოეთი ბრაბანტი ეწოდა.
ეკონომიკა ეფუძნება სოფლის მეურნეობასა და მრეწველობას. მოჰყავთ ხორბალი, შაქრის ჭარხალი; განვითარებულია მეძროხეობა და მეღორეობა. მრეწველობის მთავარი დარგია ავტომობილების, ტექსტილისა და ფეხსაცმლის წარმოება, ელექტონიკა. ეინდჰოვენი სარკინიგზო კვანძი და ნავსადგურია. ამუშვებენ ხე-ტყეს. XX საუკუნიდან ფართოდ მოიკიდა ფეხი ტურიზმმა.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ჩრდილოეთი ბრაბანტი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.