სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ — საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის სრული სახელწოდებაა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“.

ორგანიზაციის მუშაობის სფერო ძირითადად ორიენტირებულია თავდაცვითი მრეწველობის და გარკვეულწილად სამოქალაქო მიმართულებით. ცენტრი წარმოადგენს სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებულ ორგანიზაციას. მის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“
STC DELTA
ტიპი სახელმწიფო საწარმო
დარგი მანქანათმშენებლობა,
იარაღის წარმოება
დაფუძნდა 2010; 14 წლის წინ (2010)
სათავო ოფისი ბერი გაბრიელ სალოსის 191, თბილისი, საქართველო
მმართველი
იოსებ ლოლაძე (გენერალური დირექტორი)
პროდუქცია
სია
მფლობელი საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
საიტი delta.gov.ge

ორგანიზაციის მისია საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან და თავდაცვის ეროვნული სტრატეგიიდან გამომდინარეობს. ცენტრის ძირითადი ამოცანა ეროვნული სამხედრო მრეწველობის განვითარების ხელშეწყობაა. თანამედროვე და ინოვაციური სამხედრო ტექნოლოგიების პროექტირება-წარმოებაში დანერგვა, მსოფლიო ტენდენციებს მორგებული საბრძოლო ტექნიკის და შეიარაღების დაპროექტება, შექმნა და სერიული წარმოება. სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ საქართველოში ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც თავდაცვითი მრეწველობის სფეროში მოღვაწეობს. დღეისათვის სამხედრო-ტექნიკურ ცენტრს გააჩნია როგორც ინტელექტუალური, ასევე ტექნიკური რესურსი, რომლის საშუალებითაც შეუძლია დააპროექტოს და აწარმოოს როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო დანიშნულების პროდუქცია.

ისტორია

„დელტას” ისტორია სათავეს XX-საუკუნის 60-იანი წლებიდან იღებს. 1965 წელს სსრკ სახალხო მეურნეობის საბჭოსთან შეიქმნა საბაზისო იზოტოპების ლაბორატორიები, რომელთა დანიშნულება იყო სახალხო მეურნეობაში „მშვიდობიანი ატომის“ დანერგვა. 1966 წლიდან თბილისის იზოტოპების ლაბორატორია დაექვემდებარა სსრკ თავდაცვის მრეწველობის სამინისტროს. 1968 წლიდან ჩამოყალიბდა როგორც სსრკ თავდაცვის მრეწველობის სამინისტროს სახელმწიფო სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანების „დელტას“ თბილისის ფილიალი. 1989 წლიდან უწოდეს ზუსტი ხელსაწყოების სამეცნიერო-კვლევითი და საკონსტრუქტორო ინსტიტუტი „დელტა“.

1998 წელს კვლევითი ცენტრი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაუქვემდებარდა და მის ბაზაზე შეიქმნა სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“. დღევანდელი სახით „დელტა“ 2010 წელს ჩამოყალიბდა, როდესაც ცენტრს ექვსი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და თბილისის 31-ე საავიაციო ქარხანა დაექვემდებარა. ორგანიზაციის მუშაობის სფერო ძირითადად ორიენტირებულია თავდაცვითი მრეწველობის და გარკვეულწილად სამოქალაქო მიმართულებით. ცენტრი წარმოადგენს სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებულ ორგანიზაციას. მის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

ფუნქციები და საქმიანობის სფერო

„დელტას“ საქმიანობის სფერო 4 მიმართულებას მოიცავს:

  • 1. სამხედრო დანიშნულების პროდუქციის შექმნა, წარმოება, რემონტი;
  • 2. სამოქალაქო დანიშნულების პროდუქციის შექმნა-წარმოება;
  • 3. ჰუმანიტარული განაღმვა;
  • 4. ვადაგასული შეიარაღების უტილიზაცია.

„დელტას“ ძირითადი ფუნქციები:

  • საბრძოლო იარაღის, საბრძოლო მასალების, სამხედრო დანიშნულების ტექნიკისა და აღჭურვილობის შექმნა, აღდგენა, მოდერნიზება, მომსახურება და რემონტი საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
  • ქვეყანაში არსებული ვადაგასული, გამოუყენებელი საბრძოლო მასალების, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის:დახარისხება, ვარგისიანობისა და ღირებულების შეფასება, უტილიზაცია, რეალიზაცია;
  • ფეთქებადი ნივთიერებების გადამუშავება სამხედრო და სამრეწველო დანიშნულებისათვის;
  • სამხედრო-სამრეწველო დანიშნულების სპეციალური ობიექტების დაპროექტება და მშენებლობის ორგანიზება;
  • საჯავშნე მასალების შექმნა, ცოცხალი ძალის უსაფრთხოებისა და სპეციალური ობიექტების დაცვითი სისტემების სამეცნიერო-ტექნიკური უზრუნველყოფა;
  • სპეციალური სამხედრო-ტექნიკური აღჭურვილობისა და ტექნოლოგიური პროცესების მაკონტროლებელი და მზომი – მეტროლოგიური დანიშნულების ხელსაწყოების შექმნა და წარმოების ორგანიზება;
  • სპეციალური დანიშნულების ოპტიკური და ელექტრონული ხელსაწყო-დანადგარების, სისტემებისა და მათი აღჭურვილობის შექმნა-დანერგვა, აღდგენა, მოდერნიზება, მომსახურება და რემონტი;
  • სამხედრო ობიექტებისა და შენობა-ნაგებობების დაცვის სპეციალური სისტემების შემუშავება, დანერგვა, მომსახურება და რემონტი;
  • სამხედრო-სასწავლო ტრენაჟორების დამუშავება, აღდგენა, მოდერნიზება, მომსახურება და რემონტი;
  • საპოლიგონო გამოცდების მეთოდოლოგიური და აპარატული უზრუნველყოფა;
  • ფეთქებადი ნივთიერებების, იარაღის, საბრძოლო მასალების, საბრძოლო ტექნიკის და მათი მაკომპლექტებელი ელემენტების შეძენა-შენახვა, ტრანსპორტირება, რეალიზაცია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
  • ჰუმანიტარული განაღმვითი საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა და კოორდინაცია;
  • ქვეყანაში სეტყვასაწინააღმდეგო და ზვავსაწინააღმდეგო საქმიანობასთან დაკავშირებული სისტემების დამუშავება, მოდერნიზება, შექმნა, დანერგვა და მომსახურება.
სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ 
სსსტც „დელტას“ საგამოფენო სტენდი თავდაცვითი მრეწველობის გამოფენა SOFEX-2014 ზე
სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ 
სსსტც „დელტას“ სტენდი ექსპოზიცია IESMA-2014 ზე
სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ 
სსსტც „დელტა“ საერთაშორისო სამხედრო გამოფენაზე EUROSATORY 2018
სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ 
“დელტას” საგამოფენო პავილიონი საერთაშორისო სამხედრო გამოფენაზე IDEX 2019

„დელტას“ კვლევითი ინსტიტუტები

  • 1. მიკრო და ნანოელექტრონიკის ინსტიტუტი;
  • 2. სსიპ რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი;
  • 3. ოპტიკის ინსტიტუტი;
  • 4. ფერდინანდ თავაძის სახელობის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის სამეცნიერო ინსტიტუტი;
  • 5. გრიგოლ წულუკიძის სახელობის სამთო ინსტიტუტი;
  • 6. სოხუმის ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა–ტექნიკის ინსტიტუტი.


მნიშვნელოვანი პროექტები

ქართული ჯავშანმანქანების ექსპორტი საზღვარგარეთ

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, 2016 წლის იანვარში „დელტას“ მიერ წარმოებული სამედიცინო საევაკუაციო ჯავშანმანქანები საზღვარგარეთ გავიდა ექსპორტზე. საუდის არაბეთის სახმელეთო ჯარების მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც 4X4 სავალი ნაწილის მქონე ბორბლებიანი დაჯავშნული სამედიცინო საევაკუაციო ჯავშანმქანების შესყიდვას ითვალისწინებდა, მრავალ ეტაპიანი გამოცდების შემდეგ ქართულმა ჯავშანმანქანა DIDGORI MedEvac-მა გაიმარჯვა.

სეტყვასაწინააღმდეგო სისტემა

2015 წელს სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ საქართველოში, კახეთის რეგიონში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა დამონტაჟდა. სეტყვისაგან დასაცავად კახეთის რეგიონში 85 ერთეული სარაკეტო გამშვები დანადგარი და ერთი ერთეული მეტეოროლოგოური რადიოლოკაციური სადგური განთავსდა.მათი მართვა ცენტრალური მართვის ცენტრიდან დისტანიცურ რეჟიმში ხორციელდება. სისტემის ეფექტურობა 85-95 % ია რაც ავტომატიზაციის მაღლი დონით და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღწევა. სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის ოპერირებას 2018 წლიდან შპს „ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრი“ ახორციელებს. სეტყვასაწინააღდეგო სისტემა

საქართველოს თავდაცვის ძალების მომარაგება ეროვნული წარმოების ჯავშანჟილეტებით და ჩაფხუტებით

„დელტას“ მიერ 2015 წლიდან საქართველოს თავდაცვის ძალები ეროვნული აწარმოებს უმაღლესი ხარისხის პერსონალურ დაცვის საშუალებებით მარაგდება. საქართველოს თავდაცვის ძალების საჯარისო და სპეცდანიშნულების ქვედანაყოფები MK-I და MK-II ტიპის ჯავშანჟილეტებს, DH MK-I და DH MK-III ტიპის საჯარისო და სპეციალური დანიშნულების ჩაფხუტებს იყენებენ.

მონაწილეობა საერთაშორისო სამხედრო გამოფენებში

სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ საერთაშორისო სამხედრო გამოფენებში 1999 წლიდან პერიოდულად მონაწილეობს.

  • 1999 წელს 26-30 ოქტომბერს „დელტამ“ ქართული წარმოების შეიარაღება და აღჭურვილობა პირველად წარმოადგინა საზღვარგარეთ, რუმინეთში გამართულ თავდაცვითი მრეწველობის საერთაშორისო გამოფენა EXPOMIL-99-ზე.
  • საკუთარი წარმოების პროდუქციის ნაწილი რეორგანიზებულმა „დელტამ“ 2014 წლის 6-8 მაისს იორდანიაში გამართულ თავდაცვითი მრეწველობის მასშტაბურ საერთაშორისო ექსპოზიცია SOFEX 2014-ზე წარმოადგინა. წარმოდგენილ ექსპონატებს შორის იყო, ჯავშანჟილეტები, ჩაფხუტები, ნაღმმტყორცნები, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი რდ-7 და სხვა.
  • 2014 წლის 12-14 ნოემბერს, ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში NATO-ს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრის და სსიპ სსსტც „დელტას“ თანაორგანიზებით კონფერენცია და ინდუსტრიული ექსპოზიცია IESMA-2014 გაიმართა, სადაც საკუთარი სტენდით წარმოდგენილი იყო სსსტც „დელტაც“.
  • 2018 წლის 11-15 ივნისს მსოფლიოს უმსხვილეს სამხედრო გამოფენა EUROSATORY-ზე სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ წარმოდგენილ იქნა ქართული წარმოების სამხედრო პროდუქცია, მათ შორის ისტორიაში პირველად „დელტამ“ სამხედრო გამოფენაზე „დიდგორის“ ტიპის ქართული ჯავშანმანქანები, სეტყვის საწინააღმდეო სისტემა, ჯავშანჟილეტები, ჩაფხუტები, ნაღმმტყორცნების და მსუბუქი შეიარაღების ნიმუშები გაიტანა.
  • 2019 წლის 17-21 თებერვალს „დელტამ“ სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო თავდაცვითი მრეწველობის უმსხვილეს გამოფენა IDEX-2019-ზე ეროვნული წარმოების შეიარაღების ნიმუშები წარმოადგინა. მათ შორის ჯავშანმანქანა „დიდგორის“ სამი მოდიფიკაცია, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, ნაღმმტყორცნები და მსუბუქი შეიარაღების ნიმუშები.

სამხედრო პროდუქტები

პროდუქტი სურათი დანიშნულება და აღწერა შენიშვნა
ჯავშანტრანსპორტიორები
დიდგორის სერიის
ჯავშანტრანსპორტიორები
დიდგორი 1 სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“  მრავალფუნქციური დაჯავშნული სამხედრო-სატრანსპორტო საშუალება. განკუთვნილია ბრძოლის ველზე პირადი შემადგენლობის გადასაყვანად და სადაზვერვო ოპერაციების ჩასატარებლად.
დიდგორი 2 სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“  მრავალფუნქციური დაჯავშნული სამხედრო-სატრანსპორტო საშუალება. განკუთვნილია ბრძოლის ველზე პირადი შემადგენლობის გადასაყვანად და სადაზვერვო ოპერაციების ჩასატარებლად.
დიდგორი მეომარი სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“  მრავალფუნქციური მოდულური ჯავშანმანქანა.
დიდგორი მეომარი 120 მმ ნაღმსატყორცნის მოდულით სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“  თვითმავალი საარტილერიო დანადგარი.
ინტეგრირებული ქსელების მანქანა სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“  მისი დანიშნულებაა ბრიგადის დონის საჯარისო შენაერთის შტაბსა და საბრძოლო ქვედანაყოფებს შორის გამართული კავშირგაბმულობის უზრუნველყოფა.
დიდგორი 3 სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“  მანქანის ძირითადი დანიშნულებაა 120 მმ ნაღმმტყორცნის ბუქსირება და მისი გათვლის გადაყვანა.
დიდგორი მედევაკი სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“  სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა, რომელიც განკუთვნილია დაჭრილი ჯარისკაცების უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების ზონიდან უსაფრთხო ტერიტორიაზე გადასაყვანად და ტრანსპორტირების დროს პირველადი სამედიცინო დახმარების უზრუნველსაყოფად.
მოდერნიზებული BRDM-2. სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“  სადაზვერვო ჯავშანმანქანა
სამოქალაქო დანიშნულების ტექნიკა სახანძრო მანქანა სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“  მაღალი გამავლობის სახანძრო მანქანა
სამოქალაქო დანიშნულების ტექნიკა საინკასაციო შეჯავშნული მანქანა სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“  საინკასაციო შეჯავშნული მანქანა
სამოქალაქო დანიშნულების სისტემები სეტყვასაწინააღმდეგო სისტემა სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“  სეტყვასაწინააღმდეგო სარაკეტო დანადგარი
ქვეითთა საბრძოლო მანქანა
ლაზიკა სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“  ქვეითთა საბრძოლო მანქანა, განკუთვნილი მექანიზირებული ათეულის უშუალოდ ფრონტის წინა ხაზამდე უსაფრთხოდ გადასაყვანად და მათი საცეცხლე მხარდაჭერისთვის.
სამხედრო საინჟინრო მანქანა
დაჯავშნული საინჟინრო მანქანა სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“  მანქანის ძირითადი დანიშნულებაა აუფეთქებელი ნაღმებისგან და საბრძოლო მასალებისგან დაბინძურებული ტერიტორიის გაწმენდა
პროდუქტი სურათი შენიშნვა
დისტანციურად მართვადი იარაღი
დისტანციური საბრძოლო მოდულები
DRWS-1 (12,7 მმ და 7,62 მმ ტყვიამფრქვევით) სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ 
DRWS-2 (23 მმ ავტომატური ქვემეხით და 7,62 მმ ტყვიამფრქვევით) სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ 
DRWS-23 (ორ სიბრტყეში სტაბილიზებული მოდული 23 მმ ავტომატური ქვემეხით და 7,62 მმ ტყვიამფრქვევით) სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ 
არტილერია
ზალპური ცეცხლის
რეაქტიული სისტემა.
რს-122 122 მმ ზცრს. სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ 
თვითმავალი
ნაღმსატყორცნები
გმმ-120 თვითმავალი ნაღმმტყორცნი ექსპერიმენტული თვითმავალი ნაღმსატყორცნი სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ 
ნაღმსატყორცნები
GNM-60 მყუდრო 60 მმ უხმაურო სროლის პორტატული ბიკალიბრული ნაღმსატყორცნი სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ 
GM-60 60 მმ ნაღმსატყორცნი. სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ 
GM-82 82 მმ ნაღმსატყორცნი. სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ 
GM-120 120 მმ ნაღმსატყორცნი. სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ 
GMM-120 ექსპერიმენტული 120 მმ კალიბრის ავტომატურად მართვადი ნაღმსატყორცნის უნიფიცირებული მოდული სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ 
საავიაციო ტექნიკა
სუ-25КМ „სკორპიონი“ - მოიერიშე თვითმფრინავი სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ 
ქართული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატი სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ 
ქართული მრავალფუნქციური უპილოტო ვერტმფრენი - ექსპერიმენტული უპილოტო ვერტმფრენი სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ 
ჰაერი-ჰაერი
რაკეტები
R-60 (რაკეტა) სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ 
R-73 (რაკეტა) სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ 
გემსაწინააღმდეგო
რაკეტა
AS-2 (К-10С) გემსაწინააღმდეგო რაკეტა (იწარმოებოდა 1958-1979 წლებში)
პროდუქტი სურათი შენიშნვა
ქვეითის შეიარაღება და აღჭურვილობა
პისტოლეტები
9×17მმ მორიელი (პისტოლეტი) - ექსპერიმენტული ნაკეთობა სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ 
9×19მმ თვითდამტენი პისტოლეტი. - ექსპერიმენტული ნაკეთობა სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ 
კარაბინები
G13 კარაბინი (შეჩერებულია)
სნაიპერული შაშხანები
პდშპ-ის სერია
12.7×108მმ AMR mod 1 - ექსპერიმენტული ნაკეთობა სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ 
12.7×108მმ AMR mod 2 - ექსპერიმენტული ნაკეთობა სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ 
მოდულური
სნაიპერული შაშხანა:
სატევარი (სნაიპერული შაშხანა) - ექსპერიმენტული ნაკეთობა
.300 Norma Magnum სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ 
.308 Winchester
.338 GBM
.375 GBM
.338 Lapua Magnum
.50 BMG
DELTA-308 - ექსპერიმენტული ნაკეთობა სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ 
ჯავშანსაწინააღმდეგო
იარაღი
RPG-7G — RPG-7-ის მოდერნიზებული ვერსია. სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ 
PDM-1 ერთჯერადი ყუმბარმტყორცნი. - ექსპერიმენტული ნაკეთობა სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ 
ყუმბარმტყორცნები
UBGL-1 40×46მმ ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნი (M4). სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ 
AG-40 40×46მმ ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნი (AK-74/M-4). სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ 
GP-25 40 მმ ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნი (AKM / AK-74). სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ 
ნაღმები
ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი რდ-7. სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ 
სხვა ნაწარმი
მაყუჩები
5.45×39 მმ ვაზნაზე გათვლილი მაყუჩი AK-74-ისთვის. სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ 
5.56×45 მმ ვაზნაზე გათვლილი მაყუჩი M4 ავტომატური შაშხანისთვის. სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ 
.338 კალიბრის მაყუჩი. სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ 
ფუჭი ვაზნების სასროლი მოწყობილობა სხვადასხვა შაშხანებისთვის და ტყვიამფრქვევებისთვის სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ 
ჯავშანჟილეტები
საერთო საჯარისო დანიშნულების მოდულური ჯავშანჟილეტი MK-I სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ 
მრავალფუნქციური დანიშნულების მოდულური ჯავშანჟილეტი MK-II სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ 
ჯავშანჩაფხუტები
საერთო საჯარისო დანიშნულების ჩაფხუტი DH MK-I. სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ 
სპეციალური დანიშნულების ტაქტიკური ჩაფხუტი DH MK-II. სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ 
სპეციალური დანიშნულების ტაქტიკური ჩაფხუტი DH MK-III. სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ 
სასწავლო და საბრძოლო ხელყუმბარები
საგუშაგო კოშკურები
3–12 მეტრი სიმაღლის საგუშაგო კოშკურები სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ 
კარვები
სხვადასხვა ტიპის და ზომის კარვები. სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ 
სამხედრო საწოლები სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ 
რეზინის ბუნიკები ჯავშანსატანკო ტექნიკის მუხლუხოსთვის სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ 

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ 
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

Tags:

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ ისტორიასახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ ფუნქციები და საქმიანობის სფეროსახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ „დელტას“ კვლევითი ინსტიტუტებისახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ მნიშვნელოვანი პროექტებისახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ სამხედრო პროდუქტებისახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ ლიტერატურასახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ რესურსები ინტერნეტშისახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ სქოლიოსახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“საქართველოს თავდაცვის სამინისტროსაქართველოს პრეზიდენტი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ენდომეტრიოზიტუპაკ შაკურიდუბაის საამიროჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასასწორი (ასტროლოგია)ტუბერკულოზიიგლუაფრიკის ქვეყნების სიაპოლონეთინიურნბერგის პროცესიდიალექტიმუშთაიდის ბაღიგიორგი II (საქართველოს მეფე)აია-ნაპაანა კალანდაძემიქელანჯელო ბუონაროტითხის რქა (ასტროლოგია)ასურელი მამებინიკოლა ტესლათბილისის მეტროსადგურების სიაკაცია-ადამიანი?!მონღოლთა ბატონობა საქართველოშიმილანი (საფეხბურთო კლუბი)თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიყარსის ხელშეკრულებაარწივიხალხთა დიდი გადასახლებაქალწული (ასტროლოგია)ბერძნული მითოლოგიასტოიციზმიკავკასიონიგულიწინადადებანიჰილიზმინათურააფრიკაადოლფ ჰიტლერიქაშვეთის ეკლესიაელინიზმისლოვენიატერენტი გრანელიბორჯღალასაქართველოს ქალაქებიტაო-კლარჯეთისაქართველო XVIII საუკუნეშიბიჭვინთის ტაძარიბედიის მონასტერისაქართველოს ფაუნაჯემალ ქარჩხაძემოწამეთა30 აპრილიკლიმატისუდანილაბრადორ რეტრივერიუინსტონ ჩერჩილიჯუმათის მონასტერიდემოკრატიაცხენისასმელი წყალიდინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)შალვა ნუცუბიძექრისტეს თორმეტი მოციქულიშხარაიაიალბუზიქანდაკებარუსეთ-საქართველოს ურთიერთობებიუნგრეთიGoogle Translateდანიამილიმეტრივოსორიტიდიჯადვარიასტრიდ ლინდგრენიმაიკლ ჯექსონიკულტურაჰემანგიომაევროკურო (ასტროლოგია)🡆 More