საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნები

საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნები — პირველი დემოკრატიული წესით ჩატარებული არჩევნები საქართველოს ტერიტორიაზე.

ჩატარდა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, 1919 წლის 14 თებერვალს. საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევის მიზნით. გაიმარჯვა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიამ ხმების 81,5%-ით.

წინარეისტორია

1918 წლის 26 მაისს საქართველომ ეროვნული სახელმწიფოებრიობა აღიდგინა. დაკომპლექტდა კოალიციური მთავრობა, რომელშიც სხვადასხვა პარტია იყო წარმოდგენილი. საკანონმდებლო ორგანოს ფუნქცია დაეკისრა უფრო ადრე ფორმირებულ საქართველოს ეროვნულ საბჭოს, რომელსაც 1918 წლის ოქტომბერს საქართველოს პარლამენტი ეწოდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტი იყო მეტად წარმომადგენლობითი, მასში შედიოდნენ ეთნიკური, თუ რელიგიური უმცირესობები, იგი ვერ ჩაითვლებოდა უმაღლესი ლეგიტიმაციის მქონე ორგანოდ, რადგან არ იყო მოსახლეობის მიერ არჩეული. შესაბამისად გადაწყდა, რომ არჩევნები 1919 წლის თებერვალში უნდა ჩატარებულიყო.

საქართველოს პარლამენტმა 1918 წლის 22 ნოემბერს მიიღო დამფუძნებელი კრების არჩევნების დებულება. არჩევნები ჩატარდა საყოველთაო, თანასწორი, ფარული და პირდაპირი ხმის მიცემის პრინციპით. მოქმედებდა პროპორციული საარჩევნო სისტემა. არჩევნებში მონაწილეობის უფლება ქვეყნის ყველა სრულწლოვან (20 წლის) მოქალაქეს ეძლეოდა - აქტიური და პასიური ხმის უფლებით, მიუხედავად სქესისა, სოციალური, რელიგიური ან ეთნიკური კუთვნილებისა. არჩევნებში ხმის მიცემის და კანიდატად კენჭისყრის უფლება მიეცათ ქალებსაც.

არჩევნები

დამფუძნებელი კრების წევრად უნდა აერჩიათ 130 დეპუტატი.არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, საკანდიდატო სიის წარსადგენად აუცილებელი იყო საარჩევნო ხმის მქონე 50 მოქალაქის ხელმოწერით დადასტურებული კანდიდატების სიის და თითოეული კანდიდატის წერილობითი თანხმობის წარდგენა ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის.

საარჩევნო კომისიები

დამფუძნებელი კრების არჩევნების ჩასატარებლად შეიქმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ცენტრალური, საქალაქო, სამაზრო, სოფლის საზოგადოებისა და სოფლის წვრილი საარჩევნო კომისიები. სოხუმისა და ზაქათალის ოლქებში არჩევნების ჩატარება დაევალა სოხუმისა და ზაქათალის საოლქო საარჩევნო კომისიებს. დაკომპლექტდა ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომლის 21 წევრიც საქართველოს პარლამენტმა აირჩია საკუთარი შემადგენლობიდან და თითო წევრი დაემატა თითოეული დარეგისტრირებული საკანდიდატო სიიდან, ამ პარტიებისა და საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლებად. დამფუძნებელი კრების ცენტრალური საარჩევნო კომისისს თავმჯდომარედ სოციალ-დემოკრატი ალექსანდრე ლომთათიძე დაინიშნა, მოადგილედ სოციალისტ-რევოლუციონერი ივანე გობეჩია, ხაზინადრად - ეროვნულ-დემოკრატი გიორგი გვაზავა, მდივნად - სოციალ-დემოკრატი - ანა სოლოღაშვილი.

კომისიებმა დაამშავეს საარჩევნო სიები. მოამზადეს საარჩევნო უბნები და შესაბამისი ინვენტარი. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არცევნების თარიღად 14, 15 და 16 თებერვალი დაადგინა.

პოლიტიკური პარტიები

პირველ ეტაპზე არჩევნებში მონაწილეობდა 15 პოლიტიკური პარტია. მათი რიგითი ნომერი შემდეგნაირად განისაზღვრა:

ლიტერატურა

  • საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის ფაკულტეტის შრომები. ტომი VIII. თბილისი, 2018. გვ. 93-105.
  • ირაკლი ხვადაგიანი. საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია. თბილისი, 2016.

სქოლიო

Tags:

საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნები წინარეისტორიასაქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნები არჩევნებისაქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნები ლიტერატურასაქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნები სქოლიოსაქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნებისაქართველოსაქართველოს დამფუძნებელი კრებასაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკასაქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

მთვარის დაბნელებადენის ძალაგველებიეკოსისტემაკავკასიური ნაგაზიქართული საბჭოთა ენციკლოპედიასაქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტირომის იმპერიაჰედონიზმიბზობა1924 წლის აგვისტოს აჯანყებაქრისტეფორე კოლუმბიერეკლე IIმადაგასკარიინტერნეტიტროპიკული ტყეებიისრაელილუარსაბ IIიმერეთიალაზანიგლობალიზაციაპროტესტანტიზმისაფრანგეთის რევოლუციაკოლოსეუმიდონ კიხოტიიგავ-არაკიზმნიზედადათა თუთაშხიადიდი ბარიერული რიფიძირითადი საშუალების ცვეთავენერაადიშის ოთხთავინაკიანი წელიწადიხელაშა შავდათუაშვილიჭადრაკიგულიინგლისური ენადიოკლეტიანეცხოველებიტუბერკულოზიხარებაობობებიფსორიაზიისლანდიაჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციანარცისიკაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდაპაბლო პიკასოჯინსების თაობარიცხვითი სახელიაფხაზებიკალათბურთისაქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშიხაშურისისხლინიუ-იორკიტროპიკული სარტყლებითევზებიდასავლეთ რომის იმპერიის დაცემაქართული ფილმების სიასინგაპურივარძიათევზები (ასტროლოგია)ადამიანის უფლებებიგუბაზ სანიკიძეფსიქოლოგიაკავკასიონიაფრიკის ქვეყნების სიამიხეილ ლომონოსოვიარალის ზღვააქილევსიბუნებრივი გადარჩევაქართველებიალკოჰოლური სასმელიავსტრალიაქართული გვარიეკონომიკა🡆 More