ფუტ ფეტიში (ინგლ.
foot fetish) — სქესობრივი ლტოლვა ფეხების (ტერფების) მიმართ. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფეტიში ქალებსა და კაცებს შორის.
სქესობრივი ლტოლვა ტერფების მიმართ წარმოადგენს ყველაზე გავრცელებულ სქესობრივი ფეტიშიზმის ფორმას, რომლის დროსაც ლტოლვის ობიექტი არაა სასქესო ორგანო. აღგზნება შეიძლება გამოიწვიოს ტერფის (ანუ ტერფი და თითები) გარეგნულმა მხარემ, მასთან შეხებამ, ფეხის ტერფისა და თიტების სუნმა და გემომ, თითების მოძრაობამ, ტერფის ტემპერატურამ. გავრცელებულ აღმგზნებად ითვლება ტერფის სუნი, ამ დროს ფუტ ფეტიში ხშირად კომბინირებულია სუნის ფეტიშთან და მომეტებულ ინტერესთან წინდებისა და ფეხსაცმლის მიმართ. აღნიშნული ფეტიშის მქონე პირებში ასევე ხშირია პარალელურად ლტოლვა დაუბანელი (ჭუჭყიანი) ტერფების, ჯინსებ ჩაცმული ფეხშიშველა პარტნიორის, წინდების, კოლგოტების, ღია ფეხსაცმლის, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლიანი გოგოების, ფეხის თითის სამკაულებისა და მისთანების მიმართ. ფუტ ფეტიშთანაა დაკავშირებული ზოგიერთი BDSM პრაქტიკები – ბასტინადო (ტერფებზე ჯოხით ცემა), ზემოქმედება მაღალი და დაბალი ტემპერატურით, ბასრი ან მჩხვლეტი საგნებით ზემოქმედება ფეხისგულებზე და ღუტუნი (tickling). ასევე გავრცელებულია პასიური პარტნიორის სახეზე დაწოლა ფეხებით ან მისი ტანის თელვა (trampling), პასიური (სუბმისიური) პარტნიორის იძულება ლოკოს აქტიურის (დომინანტის) ტერფები და ფეხის თითები.
სექსში განარჩევენ ფუტ ფეტიშთან დაკავშირებულ რამდენიმე ტექნიკას:
This article uses material from the Wikipedia ქართული article პოდოფილია, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.