პიდმონტი

პიდმონტი (ინგლ.

ებჯინება აპალაჩების აღმოსავლეთ კიდეს. გაწოლილია დასავლეთით აპალაჩებსა და აღმოსავლეთით ატლანტისპირა დაბლობს შორის. ფართობი 207 ათ. კმ².

პიდმონტი
პიდმონტის პლატო, დაახლოებით 1898 წ.
პიდმონტის პლატო, დაახლოებით 1898 წ.
კოორდინატები: 36° ჩ. გ. 80° დ. გ. / 36° ჩ. გ. 80° დ. გ. / 36; -80
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
სიმაღლე 30–550 
ფართობი 207 ათ. კმ²
სიგრძე 950 კმ
სიგანე 16–200 კმ
პიდმონტი — აშშ
პიდმონტი

გადაჭიმულია სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებით ნიუ-ჯერსიდან ალაბამამდე დაახლოებით 950 კმ-ზე. მინიმალური სიგანე 16 კმ, ხოლო მაქსიმალური 200 კმ. სამხრეთისაკენ ფართოვდება. დაბალბორცვიანი ზედაპირი ციცაბოდ აწყდება ატლანტისპირა დაბლობს. საკმეველის ფიჭვის არეალის ჩრდილო-აღმოსავლეთ დაბოლოებაზე სიმაღლე მერყეობს დაახლოებით 30–150 მ ფარგლებში. სამხრეთით ჩანჩქერების ხაზის გასწვრივ, სიმაღლე დაახლოებით 150 მ-ია, ხოლო აპალაჩების მთისძირში 300–550 მ. გეგმაში პლატოს სუსტად დაკლაკნილი მოხაზულობა აქვს. პიდმონტი უფრო ძველი აპალაჩების პლატოსა და ცისფერი ქედის ეროზიით შექმნილი პენეპლენია.

რელიეფი მკვეთრად გორაკ-ბორცვიანია, წვრილადაა დანაწევრებული მრავალრიცხოვანი მდინარეებითა და ნაკადებით. პიდმონტიდან დაბლობზე გამოსული მდინარეები წარმოქმნიან ჩქერობებისა და ჩანჩქერების სერიას, რომელსაც ჩანჩქერების ხაზი ეწოდება, რომელიც ნაწილობრივ ელექტროენერგიის მისაღებად გამოიყენება. პლატოს წყალგამყოფ ზედაპირზე ამოშვერილია მრავალრიცხოვანი დაბალი გრანიტული ბორცვები და თხემები. ძირითადად აგებულია გნაისებით, კრისტალური ფიქლებით, მარმარილოებითა და კვარციტებით.

ვრცელი ინტრუზიული სხეულები გვხვდება სამხრეთ-აღმოსავლეთით, ხოლო კაროლინის ფიქლოვანი სარტყლის წვრილტექსტურული ვულკანური მასალა გავრცელებულია ვირჯინიიდან შუა ჯორჯიამდე. ჩრდილოეთი კაროლინისა და ვირჯინიის ტრიასულ აუზში ადგილობრივი მნიშვნელობისაა ქვიშაქვები და თიხაფიქლები.

ფუძე ინტრუზიები საყოველთაოდაა გავრცელებული. გვხვდება ზომიერად პროდუქტიული ულტისოლები, რომლებსაც ახასიათებთ წითელი და ყვითელი, ფხვიერი, კაოლინიტური, თიხიანი ქვენიადაგი. მნიშვნელოვან ფართობზეა გავრცელებული ალფისოლები, ყავისფერი ან მონტმორილონიტური თიხოვანი ქვენიადაგით და მაღალპროდუქტიული ალუვიური ენტისოლები. ადგილ-ადგილ შერეული ტყეებია.

სქოლიო

Tags:

აპალაჩებიატლანტისპირა დაბლობიაშშინგლისური ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ადოლფ ჰიტლერიაშშ-ის შტატებისა და ტერიტორიების სიადუნაისაქართველო VI საუკუნეშიჰემანგიომაიუსტინიანე Iანგკორ-ვატიმთვარის დაბნელებააბსოლუტური მონარქიასომხური სამოციქულო ეკლესიასვანური კოშკიმთაევოლუციავლადიმერ ლენინიამქარიამბროსი (კათოლიკოს-პატრიარქი)სამხრეთი კორეაგრიგორიანული კალენდარიპარაცეტამოლიფელაციაგარემოს დაბინძურებათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრირომის რესპუბლიკაზევსითურქეთ-საქართველოს ურთიერთობებიფსორიაზიახალქალაქისერხიო რამოსიმიქელანჯელო ბუონაროტიელექტრონული მუსიკაარაგვიბერძნული მითოლოგიაშოთა არველაძემერაბ დვალიშვილიდავით IIIნაცვალსახელირუსთავიმსოფლიოს ქვეყნების დედაქალაქების სიაანტანტაგიორგი ლორიაგიორგი სააკაძეოშკინიდერლანდებიდიოკლეტიანეემპათიასაქართველოს კონსტიტუციამიხეილ მესხის სტადიონიხახულიათონის ივერთა მონასტერიოფრეთის ციხეისრაელითბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტილეხი (საფეხბურთო კლუბი)საქართველოს სატელეფონო კოდებისაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიაგაპიროვნებაფარსმან II ქველიეგზისტენციალიზმიდიდი პანდასაფრანგეთიზომიერი სარტყლებიმსოფლიოს მოსახლეობავახტანგ VIევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2024ბუღა თურქის შემოსევაშარკა ბლუმარხვაბიბლიატროპიკული ტყეებიდემოკრატიაპანკრეასიზმნავინსენტ ვან გოგიანა კალანდაძეჯილიზა🡆 More