პეტსი რედი

პატრიცია ლი „პეტსი“ რედი (ინგლ.

Patricia Lee «Patsy» Reddy; დ. 17 მაისი 1954, მატამატა, უაიკატო , ახალი ზელანდია)  —  ახალზელანდიელი სახელმწიფო მოღვაწე, იურისტი და მეწარმე, ახალი ზელანდიის 21-ე გენერალური გუბერნატორი 2016-2021 წლებში.

პეტსი რედი
პეტსი რედი
ახალი ზელანდიის 21-ე გენერალ-გუბერნატორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
28 სექტემბერი, 2016 – 28 სექტემბერი, 2021
მონარქი  ელისაბედ II
პრემიერ-მინისტრი  ჯონ ფილიპ კი
ბილ ინგლიში
ჯასინდა არდერნი
წინამორბედიჯერი მატეპარაი
შონ ელიასი
მემკვიდრეჰელენ უინკლმანი
სინდი კირო

დაბადებული17 მაისი 1954
მატამატა, უაიკატოს რეგიონი, ახალი ზელანდია
მოქალაქეობაახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია
მამანილ უილიამ რედი
დედაკეტრინ მარჯორი "კეი" რედი
მეუღლედევიდ გასკოინი (2016) - დან
განათლებაველინგტონის ვიქტორიას უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხისამართლის ბაკალავრი
სამართლის მაგისტრი
პროფესიაიურისტი
საქმიანობაპოლიტიკოსი, მეწარმე
ჯილდოებიახალი ზელანდიის ორდენი დამსახურებისთვის
დედოფლის საპატიო ორდენი
წმინდა იოანეს ორდენი

ბიოგრაფია

ადრეული წლები და განათლება

პატრიცია ლი რედი დაიბადა 1954 წლის 17 მაისს მატამატაში, სკოლის მასწავლებლების ნილ უილიამის და კეტრინ მარჯორი "ქეი" რედის ოჯახში. მას ირლანდიელი წინაპრები ჰყავდა, რომლებიც ცხოვრობდნენ  კანადაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში.  პეტსი რედის ერთ-ერთი შორეული ბიძაშვილია ავსტრალიელი მომღერალი ჰელენ რედი . გოგონა გაიზარდა ვაიკატოს პატარა ქალაქებში ტე აკაუსა და მინგინუიში . 6 წლის ასაკში ოჯახთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად ჰამილტონში. დაამთავრა ჰილკრესტის დაწყებითი სკოლა, პიჩგროუვის საშუალო სკოლა და ჰემილტონის გოგონების საშუალო სკოლა.

პატრიცია სწავლობდა ველინგტონში  ვიქტორიას უნივერსიტეტში, 1976 წელს მიიღო სამართლის ბაკალავრის ხარისხი, ხოლო 1979 წელს  — სამართლის მაგისტრის ხარისხი წარჩინებით. უნივერიტეტში სწავლის დროს, რედი პირველად შეხვდა  ავსტრალიელ ფემინისტ ჟერმენ გრირს და მოექცა მისი იდეების გავლენის ქვეშ, შემდგომ კი პოსტფემინიზმისკენ გადაიხარა.

კარიერა

პატრიცია ვიქტორიის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორად მუშაობდა.  1982 წელს  შეუერთდა ველინგტონის იურიდიულ ფირმას Watts and Patterson, ხოლო 1983 წელს გახდა მისი პირველი ქალი პარტნიორი, სპეციალიზირდა   საგადასახადო და კორპორატიულ საკითხებზე, ასევე  კინოწარმოებაზე. 1987 წელს  გადავიდა Brierley Investments-ში, სადაც  11 წლის განმავლობაში  მუშაობდა ისეთ საქმეებზე, როგორიცაა Air New Zealand-ის პრივატიზაცია.

სხვადასხვა დროს, რედი იკავებდა ახალი ზელანდიის კინოკომისიის თავმჯდომარის და Education Payroll Ltd, ახალი ზელანდიის შპს Telecom Corporation,  SKYCITY Entertainment Group,  New Zealand Post[“ და „Air New Zealand“, „Payments NZ Ltd“ და „Active Equity Holdings Ltd“-ის დირექტორის თანამდებობებს, ახალი ზელანდიის სატრანსპორტო სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე. აქტიურად იყო დაკავებული სოციალური საქმიანობით, მათ შორის ხელოვნების სფეროში: იყო სამხატვრო გალერეა ადამის რწმუნებული, ახალი ზელანდიის კინოარქივის თავმჯდომარე, ახალი ზელანდიის საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალის  და ველინგტონის ჯაზის ფესტივალის რწმუნებული, ვიქტორიას უნივერსიტეტის ველინგტონის ფონდის საბჭოს წევრი და რწმუნებული.

პეტსი რედი 
პეტსი რედი და ჯონ კი

რედი გახლდათ ვაიტანგის ხელშეკრულების მთავარი მომლაპარაკებელი და საჯარო სერვისების კომისიის მუშაობის ეფექტურობის გაძლიერების ჩარჩო პროგრამის  წამყვანი ექსპერტი.  2016 წელს მაიკლ კალენთან ერთად  მოამზადა დამოუკიდებელი მოხსენება ახალი ზელანდიის მთავრობისადმი ახალი ზელანდიის სადაზვერვო სააგენტოების შესახებ კანონმდებლობის გადასინჯვის შესახებ, რომელიც რეკომენდაციას უწევდა  სამთავრობო კომუნიკაციების უსაფრთხოების სამსახურისთვის მეტი  კონტროლის მინიჭების უფლებას ახალზელანდიელთა პირად მიმოწერაზე, რამაც დაპირისპირება გამოიწვია ქვეყნის პოლიტიკურ ელიტაში.

ახალი ზელანდიის გენერალური გუბერნატორი

პეტსი რედი 
უინსტონ პეტერსთან და ჯასინდა არნერნთან ერთად

2016 წლის 22 მარტს, ახალი ზელანდიის პრემიერ მინისტრმა ჯონ ფილიპ კიმ გამოაცხადა, რომ დედოფალმა ელისაბედ მეორემ დაამტკიცა პეტსი რედის კანდიდატურა ახალი ზელანდიის გენერალურ გუბერნატორის თანამდებობაზე  ჯერი მატეპარაის უფლებამოსილების დასრულების შემდეგ. 2016 წლის 26 ოქტომბერს რედი დანიშნა პრემიერ მინისტრმა ჯასინდა არდერნმა.

რედის დანიშვნა განიხილებოდა, როგორც ახალი ზელანდიის მიერ  გენდერული ბალანსის დაცვა. ჯერ კიდევ 2009 წელს, პეტსი რედი გახლდათ Global Women New Zealand ჯგუფის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი. ჯგუფმა შეკრიბა ცნობილი ქალბატონები, რომლებიც მხარს უჭერენ მრავალფეროვნებას და  ხელმძღვანელ თანამდებობებზე ქალების დაწინაურებას. 2014 წელს რედიმ აღნიშნა:

პეტსი რედი 
„ვფიქრობ, ჩვენ ნელ-ნელა ვაღიარებთ მრავალფეროვნების ღირებულებას და ვიღებთ მრავალფეროვნების საჭიროებას სქესის, ეთნიკური წარმომავლობის, აზროვნების, კულტურისა და გამოცდილების თვალსაზრისით, რაც უნდა აისახოს ჩვენი საზოგადოების ყველა ასპექტში. მიმაჩნია, რომ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თუ ჩვენ გვინდა მივაღწიოთ ახალ ზელანდიაში ცხოვრების უკეთეს ხარისხს და კულტურის დინამიურ განვითარებას.“

ამრიგად, პეტსი რედი  გახდა მესამე ქალი, რომელიც მსახურობდა გენერალურ გუბერნატორად, კეტრინ ტიზარდისა და სილვია კარტრაის შემდეგ.

პეტსი რედი პენსიაზე გავიდა 2021 წლის 28 სექტემბერს. გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი გახდა მთავარი მოსამართლე ჰელენ ვინკლმენი. 21 ოქტომბერს, ახალი გენერალური გუბერნატორის თანამდებობა დაიკავა სიდნი კირომ.

პირადი ცხოვრება

მეუღლე — დევიდ გასკოინი, ახალი ზელანდიის მოსამართლეთა საქმეების  ყოფილი კომისარი. წყვილმა  ქორწინება 2016 წლის 14 მარტს Featherstone Marriage Office-ში დაარეგისტრირა, რედის გენერალურ გუბერნატორად დანიშვნამდე რამდენიმე დღით ადრე. ყოფილი ქმარი გახლდათ  ჯეფ ჰარლი, საგადასახადო ადვოკატი, რომელსაც  1988 წელს დაშორდა . ამავდროულად, რედის ორივე ქმარი მუშაობდა მასთან ერთსა და იმავე იურიდიულ ფირმაში — "Watts and Patterson".

პეტსი რედის უყვარს ხელოვნება,  განსაკუთრებით კინო, მხატვრობა და ოპერა. გატაცებულია კულინარიით.  იგი  ვეგანი გახლავთ.  გენერალური გუბერნატორის თანამდებობაზე დანიშვნის დროს გამართული პირველი ბანკეტი  შედგებოდა ექსკლუზიურად მცენარეული საკვებისგან.  შინაური ცხოველებიდან ჰყავს მინიატურული პუდელი კოკო.

ლიტერატურა

Alister Taylor. New Zealand Who's Who Aotearoa. — Auckland: Alister Taylor Publishers & New Zealand Who's Who Publications, 2001. — 1039 p. — (Who's Who in New Zealand).

სქოლიო

Tags:

პეტსი რედი ბიოგრაფიაპეტსი რედი კარიერაპეტსი რედი ახალი ზელანდიის გენერალური გუბერნატორიპეტსი რედი პირადი ცხოვრებაპეტსი რედი ლიტერატურაპეტსი რედი სქოლიოპეტსი რედი17 მაისი195420162021ახალი ზელანდიამატამატაუაიკატოს რეგიონი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ქართვლის დედანიკო ფიროსმანიდედამიწის დღენივთიერებაირაკლი ღარიბაშვილიკახეთის აჯანყება (1659)ჯინსების თაობამსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითლეიკოციტებიგუმბათილაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალიტრეფიკინგიზომიერი სარტყლებიპოსტერიზვავიტიციან ტაბიძეკახეთიანდერს ბერინგ ბრეივიკიუილიამ შექსპირიეკვატორული კლიმატური სარტყელიდედამიწის სტრუქტურალამპრობაჰარი პოტერისაქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშიშამქორის ბრძოლა (1195)მეტაფორადაუნის სინდრომიმსოფლიოს ქვეყნების დედაქალაქების სიანინო ბურდულილუდვიგ ვან ბეთჰოვენიაზიის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითსაქართველო VI საუკუნეშივანიფინეთიტბადეციმეტრიწმინდა ნინოსაჭმლის მომნელებელი სისტემაკვიპაროზიგაპიროვნებარუსეთის იმპერიაპორტუგალიაქანი (გეოლოგია)ბრაზილიანორვეგიადასავლეთ რომის იმპერიის დაცემანიუესასარგებლო წიაღისეულივლადიმერ პუტინიაქლემიბერიკაობასაქართველო XVIII საუკუნეშივეფხვითურქეთიოქროს საწმისილიონელ მესიჭიამაიასებრნიკლიმატიაჭარასოფელიწყნარი ოკეანეკლავიკორდისაფრანგეთის რევოლუციარელიეფიკაცია-ადამიანი?!კონსტანტინე გამსახურდიასამცხე-ჯავახეთის მხარეგერმანიაEDMსაქართველოს მდინარეების სიამცხეთის ჯვრის მონასტერიტროპიკული ტყეებიმიხეილ სააკაშვილიპირველი ჯვაროსნული ლაშქრობასაქართველო XII-XIII საუკუნეებშისილიციუმიბოტულიზმიახალი ზელანდია🡆 More